четверг, 31 июля 2014 г.

ზაალ ჯალაღონია - სოფელ მოქვის ეტიმოლოგიისათვის


აფხაზეთში არის საინტერესო დასახელების ტოპონიმი მოქვი. ოჩამჩირის რაიონი. მრავალი მკვლევარი მუშაობს ამ ტოპონიმზე, მიუხედავად ამისა, ჯერ ტოპონიმის მართებული გაშიფვრა ვერ მოხერხდა. მოქვი არის სოფელი, ასევე მდინარე,სოფელში დგას მოქვის ტაძარი. ხუროთმოძღვრების ძეგლი – საკათედრო ტაძარი. ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957–967). ტაძარი სამნავიანია, ტაძარს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია, რასაც გვიდასტურებს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები.საყოველთაოდ ცნობილია მოქვის სახარება.
როგორც თავიდან აღვნიშნეთ, ტოპონიმის მართებული და დამამტკიცებელი ახსნა არ გვაქვს. ყოველი მეცნიერი ცდილობს სათავისოდ გამოიყენოს ესა თუ ის ახსნა. ოჩამჩირის რაიონია და ყველანაირად უკავშირდება ის სამეგრელოს, ამას აქაური, უამრავი ტოპონიმი გვიდასტურებს,მკვლევარები კარგს იზამენ, თუ ტოპონიმს კარგად დააკვირდებიან ,მიხვდებიან, რომ მისი ამოკითხვა არც თუ ისე ძნელია. აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მეგრული ენის მონაცემები, რადგან ჩვენი აზრით, ტოპონიმი მეგრულია. დღეს საქართველოში ტენდენცია სულ სხვაა, გეგმაზომიერად ცდილობენ მეცნიერები მეგრულ-ზანურ ტოპონიმებს თავი აარიდონ, ან ისინი აუცილებლად უცხოურ ნასესხობად გაასაღონ., ან კიდევ, მეგრული ტოპონიმები სვანიზმებად წარმოგვიჩინონ. ასეთი მაგალითები უამრავია, რაც ხშირად ხდება,  მიზანმიმართულად, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით..ზოგჯერ მას სხვა ოქბიექტური თუ სუბიექტური მიზეზები განაპირობებენ.
მოქვი სვანურ ტოპონიმად მიაჩნია ბატონ ზურაბ ჭუმბურიძეს, რაც ჩვენი აზრით, მცდარი მოსაზრებაა. მთავარია, დავადგინოთ ჭეშმარიტება, არავის ახირება არ უნდა იყოს, ტოპონიმი მაინცდამაინც მეგრული იქნება ის თუ სვანური. ხელოვნურად არ უნდა ცხადდებოდეს ესა თუ ის ტოპონიმი, რომელიმეს კუთვნილებად. უშუალოდ გადავიდეთ მსჯელობაზე, რატომ თვლის მეცნიერი ზურაბ ჭუმბურიძე მოქვს სვანურ ტოპონიმად?. ენათმეცნიერი გვეუბნება, რომ მას კავშირი აქვს სვანური სახელის ფუძესთან მოქუ („თივის ბულული“) - იქვე დასძენს, რომ სვანურში დაცულია ამ ფუძისგან შემდგარი ზმნაც ლიმქუე („დაბულულება“).ეს ფუძე სვანურიდან გავრცელდა რაჭულსა და ლეჩხუმურშიცო. ლეჩხუმურში, მ.ალავიძის განმარტებით, მექვი არის „ბულული, თივის პატარა გროვა, მონათიბში დროებით (დაზვინვამდე) დადგმული“, დამექვა - მექვების დადგმა მონათიბში. (შდრ. სვანური „ლიმქვე“; „მექობს - ბაქიობს, იკვეხის, ტრაბახობს“). რაჭულში ეს სიტყვა დასტურდება ნექვ-ის ფორმით და ნიშნავს „ნაწილ-ნაწილ აგროვებულ თივას, ზვინის დასადგმელად“ (ვუკოლ ბერიძე, „სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა“). იქვე აგრძელებს მკვლევარი, რომ ამ ფუძისგან მივიღეთო რაჭის ცნობილი სოფლის სახელ წოდებაც მექვენა.საერთოდ, თივის აღმნიშვნელი ფუძის გამოყენება ტოპონიმებად ქართველურ ენებში ცნობილ ფაქტად მიაჩნია ზურაბ ჭუმბურიძეს,მაგ ის ამბობს, (თივი - სოფელი ყვარლის რაიონში, ჰაწუალ - ადგილის სახელი სვანეთში; ჰაწილ თივის, ან ჩალის ზვინს ნიშნავსო სვანურად). მსგავსი სახელები,კერძოდ, თივის დასახელებისა, რომ არის სახელწოდებად გამოყენებული, აქ ჩვენც დავეთანხმებით მკვლევარს, მაგრამ რამდენად სწორია ის და მართებულია მოქვთან მიმართებაში? აქ გვაქვს კითხვები და ჩვენეული მყარი არგუმენტებიც.
თავად ზურაბ ჭუმბურიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან თავისი მოსაზრება გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა. და დასძინა:,,ამრიგად, მოქვი „თივას“, „თივის ბულულს“ ნიშნავს, ოღონდ გასარკვევია, ეს ტოპონიმი აფხაზეთის ტრიტორიაზე სვანიზმია, თუ ეს სიტყვა სხვა ქართველურ ენებშიც (კერძოდ, მეგრულში) არის სადმე შემონახული." აქ გვაქვს სწორედ ჩვენ საკამათო. დიახ, არის მეგრულში იდენტური სიტყვა, ამიტომ საფუძველი ეცლება ამ ტოპონიმის სვანიზმად გამოცხადებას. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ქართულ ენათმეცნიერებაში შეინიშნებიან საკმაო რაოდენობის მეცნიერები, რომელნიც ვერ ფლობენ მეგრულ და სვანურ ენებს, ან ძალიან სუსტად, ყურმოკრულის დონეზე. ასე კი ლინგვისტიკა წინ ვერ წავა. ქართველი მეცნიერი, რომელიც ვერ ფლობს სვანურს და მეგრულ ენებს, ჩვენს პროტო ენებს, ასეთმა მეცნიერმა ხელი არ უნდა მიჰყოს ქართველური სიტყვების, ტოპონიმების კვლევის საქმეს, რადგან მისი დასკვნა, ყოველთვის ტენდენციური და უზუსტო იქნება. ამ ორი ენის გარეშე, ჩვენ ქართული წარმომავლობის სიტყვებს სრული სისწორით ვერ ავხსნით. ამიტომაც კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებით სახეზეა, მეგრული ენის ცოდნის დაბალი დონე, რის გამოც მეგრული ტოპონიმები ფაქტობრივად ჰაერში გვრჩება.
გადავიდეთ უშუალოდ ტოპონიმის ახსნაზე.
მეგრულ ენაში გვაქვს პირდაპირ სიტყვა მოქვი. რაც რიყიან ქვას ნიშნავს,მო-ქილ-ი კი დაფქვილს. მოქუ-მოქვი ასეთი ცვლილება შეიძლებოდა თავიდან განეცადა ტოპონიმს.სოფლის ეს სახელწოდება კონტექსტშიც ჯდება. ჭუმბურიძეს თუ დავეყრდნობით, თივის ბულული სოფლისთვის მისაღებია, მაგრამ მდინარეც ხომ გვაქვს ამავე სახელწოდების? მდინარეშიც თივა და ბულული ხომ ვერ იქნება?.არ არის ეს ლოგიკური.მდინარეში ქვაა, რაც სემანტიკაშიც ექცევა. ამიტომ მოქვის სვანიზმად გამოცხადებას არ აქვს მყარი არგუმენტი. ჩვენი მოსაზრების სამტკიცებლად მოვიძიეთ, არსებობდა თუ არა ამ ტოპონიმზე რამე მეგრულ ლექსიკონებში. უშდეგად არ გავრჯილვართ. ოთარ ქაჯაიას ლექსიკონშიც მივაგენით ამ სიტყვას და ალიო ქობალიასთანაც. (მოქუარ-ი მოქუარ-ი (მოქუარს) მოქველი. შდრ. მოქვი (სოფელია).ოთარ ქაჯაია,,მეგრული ლექსიკონი") თავდაპირველი ფორმა ჩანს, რომ უ ყოფილა. მოქუ-არი. ეს კი ალიო ქობალიასთან:,,მოქვი რიყიანი, ქვით მოფენილი; მოფქული, ფქვილით მოფენილი; ჩქერალი.
. მოქვილი რიყიანი, ,, ალიო ქობალია,,მეგრული ლექსიკონი" ) ეს ყოველივე გვიდასტურებს იმას, რომ მოქვი მეგრული ტოპონიმია. და ნიშნავს რიყიან ადგილს,ქვიან ადგილს. მო- ზმნისწინის ფუნქციას ასრულებს, ქუა კი ქვაა, ვ- შემდეგ უჩნდება ტოპონიმს. რიყის ქვით მოკენჭილია შარა ანუ წვრილია, დაფქულიცაა, დანაწევრებული.მოქილი-მეგრულად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოჩამჩირის ეს ტოპონიმი მეგრულია. მას შეხება არ გააჩნია სვანურთან,. თივის ბულულთან. პატარა რიყის ქვით მოფენილი სოფელი.ჩვენი აზრით, ესაა ამ ტოპონიმის რეალური სეამანტიკა.

Комментариев нет:

Отправить комментарий