ცნობიერების ნაკადი
თანამედროვე ლიტერატურაში ე.გ წ. ,,ცნობიერების ნაკადს“ თავისი წანამძღვრები ჰქონდა. რა თქმა უნდა, ლიტერატურაში მისი დამკვიდრება, არ იყო, რაიმე ახირება, ან ავადმყოფური სიჯიუტით სიახლის დამკვიდრების სურვილი. ეს მეთოდი მწერლობაში დრომ მოიტანა და დაამკვიდრა თავად. ტერმინის, ცნების ძიება დიდხანს გაგრძელდა. ამ მეთოდს ჯერ ტერმინი დინება ეწოდა, შემდეგში კი ,,ფიქრთა მდინარე“ ასევე გაჩნდა შინაგანი მოვლენების მთელი წყება–შინაგანი ხედვა, შინაგანი მონოლოგი. თავად ტერმინი ,,ცნობიერების ნაკადი", ამერიკელმა ფსიქოლოგმა უილიამ ჯეიმსმა 1880 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ,,ფსიქოლოგიის საფუძვლები" გამოიყენა,ამ ცნებას მაშინ ლიტერატურული დატვირთვა არ ჰქონია,მაგრამ ასახავდა არაცნობიერი ფსიქიკის რეალიზებას ცნობიერებასა და ყოფიერებაში.
წმინდა ლიტერატურული დანიშნულების უქონლობის მიუხედავად, მხატვრულ ლიტერატურაში, მან მაინც შეძლო მთელი რიგი თვისებები წარმოეშვა.
აღსანიშნავია ფაქტი, რომ ჯეიმსამდე, ამ მიმდინარეობის გარკვეული კვალი ადრეც იყო შესამჩნევი.. მე-18 საუკუნის პროზაში გაჩნდა პირველად, მაგრამ ეს არ ყოფილა სისტემური ხასიათის მოვლენა, არ ჩამოყალიბებულა როგორც ტექნიკა.როგორც ტექნიკა პირველად ედუარდ დიუჟარდენმა გამოიყენა (1887) Parsons D.,
Theorists of the Modernist Novel: James Joyce, Dorothy Richardson and Virginia
Woolf, Routledge, 2007 გვ. 5-17].
მნიშვნელოვანი იყო ასევე, ბერგსონის თვალთახედვა, რომელმაც დაამკვიდრა ტერმინები
“გრძლივობა” და “კონტინუუმი”, რაც უწყვეტობასა და დენადობას გამოხატავს.
,,შინაგანი მონოლოგის“ დენადობა და მისი უწყვეტობა განსაზღვრავს ,,ცნობიერების ნაკადის“ ხარისხს“, სულიერი მახსოვრობა, რომელიც მუდმივია, ბერგსონის ეს მოძღვრება
გახდა დიდი ბიძგის მიმცემი.სულიერი მეხსიერების, როგორც წარსულის ჭვრეტის შესახებ. 2. ბერგსონი ა., ცნობიერების უშუალო მონაცემები, თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, 1993
ამით ბერგსონი შემდგომ პერიოდებში დასაბამს უდებს ფროიდის მოძღვრებასაც., რაც უკვე დამოუკიდებელი მოძღვრების ,,ფსიქონალიზის“ სახით ყალიბდება.
ჯოისამდე ჩანასახის სახით ნამდვილად არსებობს ეს მიმდინარეობა,ლიტარატურულ დატვირთვას, ის იღებს მე-20 საუკუნეში, ეს ფაქტი არაა საკამათო. ჯოისამდე ლიტერატურაში გამოვლინდა იგივე იტალო ზვევოს შემოქმედებაში,მაგრამ მისი სრულყოფილი, მთლიანი სახე ჯეიმზ ჯოისის ,,ულისეში“ ჩანს.
ასევე ლიტერატურული ღირებულების გაჩენასთან ერთად, ეს მეთოდი გაიყო ორ სახედ: ,,ცნობიერების ნაკადის“ მეთოდის მნიშვნელობა ნაწარმოებში შინაარსობრივი თვალსაზრისით, და მისი გამოყენება მხატვრული ეფექტის მოხდენის მიზნით. ჯოისი ამ მეთოდს აძლევდა, როგორც შინაარსობრივ დატვირთვას, ასევე ესთეტიკურ დატვირთვასაც, თუმცა შინაარსობრივი უფრო პრიორიტეტული იყო მისთვის. ფოლკნერთან ,,ცნობიერების ნაკადს“ უფრო მხატვრული ეფექტის კვალი ეტყობა,დასაწყისში ფოლკნერიც ჯოისის გზას მიჰყვებოდა, მაგრამ ბოლოს მან გადაუხვია ამ გზას.რამაც მეთოდს გამოაცალა ფუნქცია – არაცნობიერის წვდომა და დაუტოვა მხოლოდ ფორმა. 3.[თოფურიძე
ე., უილიამ
ფოლკნერის რომანის
პოეტიკა, თბილისი,
1984 3, გვ. 35-45]. დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა ეს ოდნავ ინტერპრეტირებულად (თომას პინჩონის “გრავიტაციის ცისარტყელა” (“Gravity's Rainbow”,
1973), რობერტო ბოლანიოს “ღამით ჩილეში” (“By Night in Chile”,
2000).
ქართულ მწერლობაშიც გამოვლინდა ,,ცნობიერების ნაკადი „ მაგ ჭოლა ლომთათიძის პროზა მართალია, ის კლასიკური გაგებით არ წარმოადგენს,, ცნობიერების ნაკადს“,მაგრამ მასში შეიმჩნევა ეს შრე. (“სახრჩობელას წინაშე”, “საპყრობილეში”, “პირველი მაისი”, “ჩემი დღიური”, თეთრი ღამე”) ამ ნაწარმოებებში, მწერალი წინ სწევს ამ მეთოდს და უმთავრეს ყურადღებას აქცევს გმირის შინაგან მდგომარეობას,მის ფისქიკაში დალექილ ფაქტებს. სიკვდილის მომლოდინე ადამიანის ფიქრები და განცდები.რომლებიც,“თავისუფალ ასოციაციებს” ეყრდნობა, დროის განზომილება მთლიანად ნიველირებულია, ხოლო სიუჟეტი კი უკიდურესად დუნე და პასიური.
ქართველი მწერალი ჭოლა ლომთათიძე ჯერ კიდევ, როდის ავლენს ამ მეთოდისთვის დამახასიათებელ თვისებებს. შემდეგ გამოჩნდება ჯეიმზ ჯოისი,მანამდე იტალო ზვევო და ამ ყველაფრისგან იკვეთება სრულყოფილი,,ცნობიერების ნაკადისეული“ მწერლობა. ნაბიჯ-ნაბიჯ, მივიდა ყველაფერი აქამდე.
ერიხ აუერბახი წიგნში “მიმეზისი” ავითარებს საკმაოდ საინტერესო დებულებას. ინდივიდუალისტურ სუბიექტივიზმს” და “მრავალსუბიექტიან ცნობიერებას შორის დამოკიდებულებას.რა, როგორ აისახება ეს ყველაფერი. ერთი და იგივე მოვლენა ჩვენს თვალწინ იშლება სხვადასხვა რაკურსით,სხვადასხვა პრიზმაში გარდატეხილი. სინამდვილე, როგორც მოცემულობა ხდება აბსოლუტურიც და განკერძოებულიც. მრავალსუბიექტიანობა ხაზს უსვამს სინამდვილის აღქმადობის მრავალფეროვნებას. ის შეიძლება იყოს ასე, ამ სახით არსებული და აღქმული სხვადასხვა ადამიანების მიერ.მოქმედი პერსონაჟები იხსენებენ წარსულს და თხზავენ პოტენციურ მომავალს, – წარსულს, რომელიც არარსებულა, მაგრამ შესაძლოა, არსებულიყო.
,,ცნობიერების ნაკადი“ უშუალოდ გამოვლინდება ,,შინაგან მონოლოგში“, იგი ყოველთვის მას ერწყმის და ერთ მთლიანობას ქმნიან. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კლასიკურ, რეალისტურ ნაწარმოებში გამოხატული მონოლოგი თავისი თვისებებით განსხვავდება მოდერნისტულ ნაწარმოებში გამოყენებულ ,, შინაგანი მონოლოგისაგან“ ანუ იმის თქმა მინდა, რომ შინაგანი მონოლოგი, რეალისტურ ნაწარმოებში არ ასახავს არაცნობიერის უშუალო გამოვლენას. მაგ ტოლსტოის, ბალზაკის ან მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟის ,,შინაგანი მონოლოგი“ არ ემყარება არაცნობიერის თვისებებს და ამდენად, არ გამოვლინდება მათში.
სულ სხვა შემთხვევა გვაქვს მოდერნისტული ნაწარმოების შემთხვევაში . აქ გამოვლენილი ,,შინაგანი მონოლოგი“ ხელს უწყობს არაცნობიერის წარმოჩენას და გვიჩვენებს მის დომინირებას ფსიქიკაზე, მის ბრძოლას ცნობიერების ველზე, რომელიც დაუსრულებლად მიმდინარეობს. ახალი ფსიქოლოგიური პროზის პოეტიკის ცნობიერების ნაკადის ტექნიკის შექმნაში, ანრი ბერგსონის ინტუიტურ მოძღვრებასთან ერთად,მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფროიდისტულ– ფსიქოანალიტიკურ კონცეპციას. მწერალი რომელიც ,,არაცნობიერის" გამოვლენას ასახავს,სწორედ ,,ცნობიერების ნაკადს ემყარება. ,,ცნობიერების ნაკადის“ ამსახველი მწერლისათვის აუცილებელია აზროვნების აქტივობის ჩვენება და არა გმირის აზრებისა და განცდების შესახებ წერა, სადაც წინა პლანზე წამოიწევა ცნობიერების მეტყველებამდელი დონე.
ადამიანის ფსიქიკაში დალექილი ფაქტები, მოვლენები არსებობენ არა მთლიანი სახით, არამედ დანაწევრებით, რომელთა შეკავშირებაც ცნობიერების ველზე ხდება, მაგრამ ზოგჯერ ისეც გამოდის, რომ დანაწევრებული გამთლიანების გარეშე ვლინდება, ამიტომ პროზის ენა წყვეტილია, გარკვეულ ასოციაციებზე დამყარებული. ის უკვე კომუნიკაციის საშუალებას არ წარმოადგენს. არაცნობიერ სფეროს სამეტყველო დონე არ გააჩნია. იგი ილუზიის ლაბირინთში არსებობს მხოლოდ.არაცნობიერი ესაა, ჩვენი ფსიქიკური ენერგია, რომელშიც თავმოყრილია ყველაფერი ბუნებრივი და პირველყოფილი, რომელმაც არ იცის საზღვრები. არაცნობიერი ეს ადამიანის ბიოლოგიური არსია, რომელსაც არ განუცდია კულტურის ზეგავლენა.
ცნობიერების ნაკადს ახასიათებს დროის საკუთარი შეგრძნება. ყველაფერი რაც ცნობიერის არეში ხვდება, რაც მასში დაილექება ერთიანად აწმყოშია. ვინაიდან, ოთარ ჭილაძის ,,გოდორში“ ძალუმად იგრძნობა ცნობიერების ნაკადის მეთოდი, (რაც თავიდანვე აღვნიშნე კიდეც) მას დროსთან მიმართებაც თავისებური გააჩნია, რაც უშუალოდ მითოლოგიიდან მოდის და ამ მეთოდის შემწეობით მკვიდრდება მწერლის მსოფლაღქმასა და სტილში. კალენდარული დრო ,,ცნობიერების ნაკადისთვის“ სრულიად უცხოა და მიუღებელია. დრო არსებობს ერთი და ეს გახლავთ ,,მარადიული აწმყო.“
ცნობიერების ნაკადის ამსახველ ტექსტში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება სიუჟეტს, ამბავს, ეს კომპონენტი მასში ნაწილობრივ მეორე პლანზეა გადატანილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ნაწარმოები არავითარ სიმყარეს და წესრიგს არ მოითხოვს. ალუზიები, წარმოდგენები,წარმოსახვები, ფორმის გარკვეულ ქაოსურობას აგვარებს და სტრუქტურულ წესრიგს განაპირობებს.
ოთარ ჭილაძის ,,გოდორიც“ ცნობიერების ნაკადის თვისებებს ავითარებს. ამ ნაწარმოებში არ ეთმობა უმთავრესი ადგილი, ყურადღება სიუჟეტს, ფაბულას, რომელსაც ყოველთვის უკანა პლანზე აყენებს ,,შინაგანი მონოლოგი“.
,,
ცნობიერების ნაკადის ტექნიკისათვის ასოციაციური ხატოვანება ძირითადად ორგვარი ბუნებისაა: ერთ შემთხვევაში ასოციაცია ეყრდნობა გმირის ან მთხრობელის ცნობიერების დინებაში არსებულ, თუნდაც ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ და განყენებულ ,,ნიშანსვეტებს“, რომელნიც ამ დინებას ახალი ასოციაციებისკენ მიმართავენ. ასოციაციის გამომწვევი ეს სტიმულატორები ნაწარმოების გმირის თუ მთხრობელის მიერ ან გააზრებული( ცნობიერი) ან (არაცნობიერი) ფაქტებია, გმირის ბიოგრაფიის ან მისი სულიერი სამყაროს რაღაც დეტალებია. ეს დეტალები, დამოუკიდებლად იმისგან, თუ ერთმანეთთან რამდენად ლოგიკურ კავშირში გაიზიარებს არაცნობიერ მეხსირებაში დალექილ გამოცდილებას) მაინც უსათუოდ ამ გმირის ფიზიკური თუ სულიერი არსებობის რაღაც ნაწილებია.“ .ჯეიმზ ჯოისი ,,ულისე“ ნიკო ყიასაშვილი წინასიტყვაობა.
მეორენაირი ბუნების ასოციაცია მთლიანად მწერლის მხატვრული კონცეფციის ნაწილია და არა პერსონაჟის რაიმე მოქმედების, თუ ყოფის გამომხატველი მოვლენა. ამ შემთხვევაში, ასოციაცია მიედინება გმირის ფიზიკური არსებობის გამომხატველი ფაქტებისა თუ ის სულიერ ცხოვრებასთან უშუალო კავშირში მყოფ მოვლენებისაგან დამოუკიდებლად. ასეთი ასოციაციის ნიშანსვეტები არა გმირის ასოციაციური ძეწკვის როგოლებია(თუნდაც მწერალმა ისინი გმირის შინაგან მონოლოგში მოათავსოს), არამედ თუ შეიძლება ასე ითქვას, იმ მხატვრული კომენტირების ორგანული ნაწილებია“. ,,ულისეში“ ორივე მეთოდი გამოიყენა ჯეიმზ ჯოისმა. რაც შეეხება ,,გოდორს“ მწერალი ოთარ ჭილაძე, უფრო ,,ცნობიერების ნაკადის“ ასოციაციური ბუნების გამოვლენისას ზემოთაღწერილ პირველ მეთოდს მიმართავს.
ადამიანის სამყარო ურთულესი შესაცნობია. მხატვრული ლიტერატურა ცდილობს ამ სამყაროში შევიდეს და დაფარული გამოააშკარავოს. ,, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის გარკვეული სახის ნაწარმოებების მთხრობელ– გმირთა ნაამბობში მთავარია, არა გარემო ამბებთან დაკავშირებული თავგადასავალი, არამედ საკუთარი სული, ესეიგი, მთხრობელი– გმირი თავის თავგადასავალს სულიერ ამბავს უკავშირებს უშუალოდ არა გარემოს– როგორც ამას ეგრეთწოდებულ სათავგადასავლო მხატვრულ ლიტერატურაში ვხვდებით“ (უილიამ ფოლკნერი ,,ხმაური და მძვინვარება“ წინასიტყვაობა ზაურ კილაძისა)
როგორც ამერიკელი ფილოსოფოსი უილიამ ჯეიმსი მიიჩნევს,ადამიანის, თავის ტვინს არ შეუძლია შთაბეჭდილებათა დანაწევრება, რეალობისგან მისი გარკვევა, იგი მათ ერთმლიანობაში აღიქვამს მხოლოდ. ჯეიმსის აზრით, პიროვნების სულიერი, ფსიქიკური აქტივობის ჩვენება მხოლოდ ,,ცნობიერების“ ნაკადით შეიძლება.
მე– 20 საუკუნის მონაპოვარია ეს ლიტერატურული მეთოდი, რომელიც თანამედროვე ადამიანის ფსიქიკურ პორტრეტს გვიჩვენებს უმთავრესად. მიზეზი ამისა თავად ეპოქის ხასიათიდან იკვეთება.
ატომური საუკუნის ადამიანი მოკლებულია უზრუნველობას, იგი ყოველთვის ელის სამყაროს აღსასრულს. დროის რიტმი აჩქარებულია, ფსიქიკა დარღვეული, დაშლილი და დანაწევრებული. თავის ტვინი მუშაობს ასოციაციურად, მეტყველება შეცვლილია, მეტყველებამდელ დონეს განასახიერებს. საანალიზო ნაწარმოებში, ერთმანეთს ენაცვლებიან პერსონაჟთა ფიქრები და განცდები, ისინი ავტორის მეტყველებაშიც იკარგებიან. რომანში ვხვდებით, რაჟდენ კაშელის, ანტონის, ლიზიკოსა და ელიზბარის ცნობიერების ნაგლეჯებს, თანაც მთელი ეს მეთოდი ერთმანეთშია გადასული, რაც ერთგვარ ასოციაციურ რკალს წარმოშობს. მოცემულია შეურაცხადი ადამიანის ფიქრები და განცდები, რაც ემსგავსება უილიამ ფოლკნერის მეთოდს, ხერხს, რომელიც მწერალმა გამოიყენა თავის ,,ხმაურსა და მძვინვარებაში“ მისი პერსონაჟი ბენჟამენ კომპსონიც ჭკუანაკლულია.
ოთარ ჭილაძის ,,გოდორში“ ლიზიკოს სახე, მისი ჭკუიდან შეცდენა, განასახიერებს ამქვეყნიურ უწესრიგობას, ზოგადსაკაცობრიო პრობლემები ამ პერსონაჟის ხედვის პრიზმაშია გარდატეხილი. ,,საერთოდ რას ნიშნავს დამნაშავე, იცის ვინმემ? ან ყველანი ერთნაირად დამნაშავენი ვართ, ან ყველანი ერთნაირად უდანაშაულონი, მაგრამ ესეც არაფერს ნიშნავს, რადგან საბოოლო ჯამში, მაინც ყველა ერთნაირად იტანჯება, მტყუანიცა და მართალიც.... და ასე იქნება, ვიდრე მართლა არ შეიცვლება რაღაცა“ლიზიკო უფრო მსხვერპლია ვინემ დამნაშავე იგი გეგმაზომიერად შეიწირეს კაშელებმა.
,,ცნობიერების ნაკადის გამოყენება ლიტერატურაში ემსახურება ადამიანის ფსიქიკის კვლევას, პიროვნების სულიერ მდგომარეობას, უკეთ წარმოგვიჩენს სულის ხვეულებს, თავის ტვინის შრეებში დალექილ საიდუმლო ინფორმაციას.“(დიმიტრი უძნაძე,, ზოგადი ფსიქოლოგია“ 1940 წ)
ავტორი როდესაც თავის რომანში ცნობიერების ნაკადს მიმართავს, ეს ხერხი ვლინდება მხოლოდ თანამედროვე ადამიანებში, მას განიცდის ახალი დროის რაჟდენ კაშელი, ასევე ანტონი, ლიზიკო და ელიზბარი, ხილო ძველ კაშელებზე, იგი საერთოდ არ ვრცელდება. ამით ავტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ, ეს მეთოდი, აზროვნება,ამ სახით, მხოლოდ და მხოლოდ ატომური საუკუნის მონაპოვარია და ახასიათებს თანამედროვე ტექნიკური პროგრესით გადაღლილ ადამიანებს.
როგორც დავინახეთ, მეხსიერება რაიმე ფაქტის მოგონება კი არ არის მხოლოდ, უფრო მეტიც, ის არც გრძნობათა, არც შთაბეჭდილებათა მოგონებაა: იგი ჩვენს არსებაში მარადიულად მბჟუტავი გრძნობებია და ხანდახან გარემოების კვალობაზე , შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეს გრძნობები თავისი პირვანდელი ძალმოსილებით მოგვეახლოს.
,,მართლაც ზოგჯერ ადამიანს სრულიად მოიცავს წარსულში განცდილი რამე ძალუმი გრძნობა თუ გრძნობები და ახლა, აწმყოში განიცდის დღენიადაგ, ამგვარი სულიერი მდგომარეობის ხანს მისი ფიქრი სულ ერთი საგნის გარშემო ტრიალებს და ყოველივე, რასაც ის აკეთებს და რასაც თვალს მოჰკრავს, ზოგჯერ სულ მოულოდნელი ასოციაციით იმ საგანს წამოაგონებს“ (დიმიტრი უზნაძე) რაკიღა, როგორც ცნობილია, მოგონების განცდაში ხაზი იმას კი არ ესმება, თუ რა მომხდარა ოდესმე, არამედ იმას, თუ მე რისი მოწმე ვყოფილვარ. მე რა აღმიქვამს მოგონებაში. ქვეყნის ამბავი კი არა, უფრო ჩემი ამბავია მოთხრობილი.
საანალიზო ნაწარმოებში ასეთ საგნად, ერთგვარ ნივთიერ წერტილად მოიაზრება კაშელების მამული ქვიშხეთში, ანუ ქვიშხეთი, რომლის ფარგლებშიც ხდება უმთავრესი მოვლენების აღქმა–დაკავშირებაც. ,,მართლაც ძალიან ცხელოდა, მუმლით გასქელებული ჰაერი უდაბნოს სილასავით იტალღებოდა, ირგვლივ სუნთქვა ჭირდა, მაგრამ მხოლოდ აქ კი არა, ქვიშხეთში, მთელს საქართველოში“ ან კიდევ ,,სადღც ბაყაყები ყიყინებდნენ, რა თქმა უნდა, ქვიშხეთში ვარო“ ,,ქვიშხეთის გარდა არსად გაუგია ჭოტის ხმა.“
პირველი ხილვაც მომავალი მეუღლისა, ისევ ქვიშხეთში ხდება. ,,მაშინ ლიზიკო ექვსისა ძლივს იქნებოდა, ფეხშიშველი მოდიოდა ქვიშხეთის სადგურიდან“ ქვიშხეთში ეყრება საფუძველი ყველაფერს, რაც რომანში შემდეგ უნდა განვითარდეს.,,ქვიშხეთის ბაზარში ნაყიდი ცული გამოსცადა. ცული ეს ყოფილაო– თქვა ბავშვურად აღტაცებულმა ახალი შენაძენით. მოკლეტარიანი ბასრი ცული ბებერ კუნძშია ჩასობილი, ეს ცულის ტარს ჩაფრენია და ამაოდ ცდილობს მის ამოძრობას ბებერი კუნძიდან. ათი წლისაა ჯერ, მაგრამ ცამეტი წლის მერე, ზუსტად ამ ცულით მოკლავს საკუთარ მამას“
რომანში ქვიშხეთის დანიშნულება ამგვარია.. ნივთიერ წერტილად არსებული კრავს და ამთლიანებს ყოველივეს. , ასე მოიაზრება ,ცნობიერების ნაკადის“ ფონზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий