вторник, 28 июля 2015 г.

ზაალ ჯალაღონია - ,,იდუმალმეტყველი პოეტი"(აპოლონ ადონიას პოეზია)



 აპოლონ ადონიას შემოქმედება მეტწილად კომუნისტური რეჟიმის პირობებში იქმნებოდა, თუმცა ამ ნაკადულივით თავანკარა პოეზიას, ვერაფერი დააკლო იდეოლოგიით განსაზღვრულმა ბიწიერმა აზროვნებამ, თითქოს  სრულიად სხვა სამყაროში წარმოიშვა, სხვა ღირებულებები, ღვთაებრივი გამოვლინებანი შეირწყა და შეითავსა, ამიტომაც ის ისე განირჩეოდა მაშინდელი რეალობიდან, როგორც მრუმე უკუნში გამკრთალი სინათლის სხივი. იქნებ ამადაც შეარქვა თავის ლექსთა კრებულს ,, გაელვებიდან გამომზირალი.“ პრინციპულობა, თავმდაბლობა, სიმართლისადმი სწრაფვა იყო მისი ხასიათის გამოკვეთილი თავისებურება. ეს იგრძნობა  პოეზიაში, თითოეულ ნაფიქრსა და ნააზრევში.ხასიათისეული ამ შტრიხების წამოწევა კომუნისტურ ცნობიერებაზე ამბოხებას ნიშნავდა,. იმ პერიოდში, ამგვარი სვლით სიარული ბეწვის ხიდზე გავლას უდრიდა. ეკლიანი, მძიმედ სავალი გზა, უდრტვინველად, ყოველგვარი სასოწარკვეთილების გარეშე დასძლია.  აპოლონ ადონია  ფიზიკურად  XX  საუკუნეში დაიბადა, მაგრამ  როგორც მოაზროვნე   მესამე ათასწლეულის პოეტია. სათქმელის სიახლით, გლობალური მასშტაბებით დროთა სამანებს მიღმა მდგარი შემოქმედია. პოეტი, რომელმაც ლექსში ემოცია უკანა პლანზე გადასწია  და აზრს დაუქვემდებარა იგი. როგორც თავად იტყოდა,  ,,რიოშ ცმუკვას გაადაჩვია გონება.“  მისი პოეზია ესაა, აზრისგან მიღებული ემოცია, და არა  პირიქით,- ემოციისგან მიღებული აზრი. ძველი ჩინელი ფილოსოფოსი ლაო-ძი  ასე ამბობს თავის ,,დაო-დე-ძინში“ : ,, ჭეშმარიტი სიტყვა არაა ლამაზი, ლამაზი სიტყვა არაა ჭეშმარიტი.“  სიტყვის სილამაზე ფონემურ დონეზე, აპოლონ ადონიასთვის ყოველთვის უცხო და მიუღებელი იყო. მკვეთრად გამოხატული სათქმელი, ღრმა ფილოსოფიურობა, განცდის უშუალობა,  ყოველგვარ ყალბ ეფექტებს დაშორებული წრფელი პოეზია. აი, ის თავისებურება,  რითაც ხასიათდება ეს უნაზესი სულის ლირიკოსი. იგი სულში ჩაბრუნებული მზერით ხედავდა სხვისთვის დაფარულს, ამოუცნობს. მას შეეძლო, თანამონაწილე გაეხადა ადამიანი, იმ მშვენიერი შეგრძნებებისა, რაც მას ინტუიციურად ეძლეოდა. პოეტური სიმართლეა  უმთავრესი თვისება, რაც შემოქმედს სძენს  გარკვეულ მომხივბლელობას. აპოლონ ადონია ცხოვრებაშიც პრინციპული, საოცრად სამართლიანი იყო, ამიტომაც რა ფასეულობებზეც სისხლით წერდა, იმავე პირინციპებს ცხოვრებაშიც თავგამოდებით იცავდა., ამითაც განირჩეოდა მის მრავალ თანამოკალმეთაგან:

  ,, თუნდ უმნიშვნელო ერთმა სიცრუემ,
    დაღუპვისაგან გიხსნას მაშინვე,
    მაინც არ აჰყვე ვნების სიქსუეს,
    ტყუილი არ თქვა, შვილო,
    ვაშინერს“ ...

ლირიკული პოემა,,საუბარი ერის სულთან,“ ერთ-ერთი შედევრია მისი მრავალმხრივი შემოქმედებიდან. პოეტი აქ გვევლინება, როგორც მარადიული მესიტყვე, რომელიც ერის დვრიტას აცოცხლებს, მუდმივ განახლებისკენ, დიდი მიზნისკენ მიმართავს მას. ეს შეგულიანება უწყვეტი პროცესია წარსულში, აწმყოსა და მომავალში განფენილი. აპოლონ ადონია ტკივილამდეა შეზრდილი ქართულ ფესვებს, ერის სულს ყველგან ამჩნევს, ცდილობს მიუახლოვდეს, მისწვდეს და უმკურანალოს მის წყლულებს:

 ,, შენ მელანდები ტაძრის კედლებზე,
  აცახცახებულ მზის ნაპერწკლებში.
   მინდა მოგწვდე და მოგბანო წყლული.“

 აპოლონ ადონია იდუმალმეტყველი პოეტია. წინასწარმეტყველია.  ინტროსპექციული ხილვებით გამორჩეული. მისი მართალი სიტყვა, თითქოს შიგნიდან განათებს, ტვინის ხვეულებში აღწევს და აზროვნებას გაჩვევს. პოეტის სათქმელს საოცარი ძალმოსილება  აქვს., წაკითხვის შემდეგ მაღლდები, უფრო კეთილშობილი ხდები, ვიდრე წაკითხვამდე იყავი. ადამიანის ტვინი ამოუცნობი მოვლენაა, მის  შრეებში თვლემს პოტენციური ღვთაება., ნიცშეს სიტყვებით ,,ზეკაცი“, ბრძენი ადეპტი, ოღონდ მთვლემარე., ზეცნობიერს გაღვიძება ესაჭიროება. ამიტომ აქცევს პოეტი გამორჩეულ ყურადღებას თავის ლირიკაში ადამიანის ტვინს, რითაც თითოეული ჩვენგანის , შინაარსება მოქსოვილი“:

,, როგორც ეტყობა,
თვით მზეთამზესაც
უჭირს ძალიან
ეს თავის ქალა
შიგნიდანვე რომ გაანათოს
და გაანათლოს...“

 შიგნიდან განათება ნიშნავს, ადამიანური ვნებების მოთოკვას, როდესაც ტვინში აღძრული წმინდა ფიქრი მართავს სხეულს. ხილვითი ინიციაციის გამოვლინებაა ამ საოცარ ლექსში,  პოეტს ენიშნა, რომ ხვალ ადამიანის თავის ტვინიდან მზე ამოვიდოდა.  ქრისტოლოგიაში მზის ორგვარი სახე არსებობს,  ფიზიკური და სულიერი მზე. სულიერი მზე, იგივე ქრისტეა, უფალია. ადამიანის ტვინიდან შობილი მზე კაცობრიობის გაკეთილშობილების, პიროვნების გაღვთიურების მაუწყებელი ნიშანია.  აი,ეს საკვირველი ლექსიც:

 ,, შეღამებისას მივაპყარ მზერა
აღმოსავლეთის მდუმარე არეს:
ხვალ მზე ამოვა ადამიანის
თავის ტვინიდან–მანიშნა ზეცამ.“

 ბუნების ჰარმონიის რღვევა მიუტევებელი ცოდვაა, რასაც ადამიანი ველური აღტკინებით აკეთებს. ასეთი მიდგომა საფუძველს აცლის სამყაროს და დაშლა- რღვევისკენ მიაქანებს მას. ბუნებასთან შეჯიბრი კაცობრიობას უმთავრეს საქმედ გადუქცევია, თერმობირთვული ენერგიით ცდილობს მის მართვას. პოეტი კი ასე გვაფრთხილებს:

,, მთებში წმინდაა ეს ჭანისწყალი,
სხვა მინარევი ამღვრევს გზაშივე;
არ აამღვრიო ბუნების თვალი,
ბუნების სულის ნჯღრევა
ვაშინერს“...

  XIX- საუკუნიდან გაუჩნდა ბზარი სამყაროს მთლიანობას. ქაოსმა, უწესრიგობამ მოიცვა იგი. აჩქარებულმა რიტმმა თავის წრე-ბრუნვაში ჩაითრია თითოეული ადამიანი.  უსულგულო ტექნიციზმმა სულიერი კავშირები დაარღვია, მორალურ-ეთიკური მიმართება საგნებისა და მოვლენებისადმი უხეში,  არაჰუმანური გახადა. პოეტი სამშობლოს გაუხარელ ყოფას პირადი ტრაგედიის სიმწვავით განიცდიდა., გულს უკლავდა თანამედროვე მსოფლიოში დაწყებული ადამიანურობის, ხელოვნების გაუფასურების დამღუპველი პროცესი. სამართლიანად კიცხავდა კაცობრიობას იმის გამო, რომ  უარი თქვა სულიერ კულტურაზე და უკულტურო ცივილიზაციისკენ აიღო გეზი. მანქანურ აზროვნებას დაუქვემდებარა ტვინის შრეებში დალექილი მეხსიერება, რაც ,,ძლევის იმპულსის“ აღზევებას უწყობს ხელს. პოეტი მიხვდა იმ ჭეშმარიტებას, რასაც ბევრი ვერ აცნობიერებს. ადამიანი იქ შეჩერდა, სადაც ღვთიური მადლი არ არსებობს, სადაც ღვთის ნება არ ნებელობს. ეს კი მხეც-კაცობის გზაა. აპოლონ ადონია კი ის პოეტია,  რომელმაც თავის ცნობიერში დაამარცხა ქვენა ინსტინქტები, ჩაკლა მხეცი და შესაქმისეულ წრე-ბრუნვაში თავისი კუთვნილი სახე მიიღო:

,, გამოვეყავი ცხოველურ საწყისს,
  ჩემი ღირსი სახე მივიღე,
  ადამიანად დავაჩნდი მიწას“.



понедельник, 23 марта 2015 г.

ზაალ ჯალაღონია- ,,გამჭვირვალეა პოეტის ბედი" ( რენე კალანდიას პოეზია)









  
   რენე  კალანდია თავის ერთ-ერთ ლექსში ასეთ რამეს იტყვის :

  ,, როგორც ხმელეთზე
გარიყული მედუზას  სუნთქვა,
გამჭვირვალეა პოეტის ბედი“

 დიახ, გამჭვირვალეა პოეტის ბედი, თუ ის ჭეშმარიტი მესიტყვეა, თუ მასში პოეტის დაუოკებელი გული ფეთქავს, დაუდეგარი სისხლი მოძრაობს, ამბოხებული და შეურყვნელი ღირსება მკვიდრობს. ამიტომაც იტყვის,  ასე თამამად, ასე გამჭოლად და პროფეტულად.
 როდესაც ჩვენ გვერდით იმყოფება ადამიანი, მასში ყოველთვის გვსურს ჩვეულებრივი პიროვნება დავინახოთ. გვიჭირს აღქმა, რომ ის  არ გვგავს, ჩვენნაირი არაა. დავშორდებით თუ არა, ჩვენ შორის მანძილი კი არ იზრდება, უფრო მოკლდება, თვალსაწიერიდან უფრო მკვეთრად ჩანს მიღმიერებაში გარდასახული.
 რენე კალანდიაც ასეთი იყო... 
 მისი პოეზია არაა ტრაფარეტული, შაბლონური. არ მიყვება უკვე გათელილ შარას, მუდმივად ახლის ძიებით არის მოტივირებული.
 მისი ლექსი მოცახცახეა, ნერვიული. მან ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა ქართულ პოეზიაში სტრიქონების დატეხვის მეთოდი, რომელსაც ანჟაბემანი ეწოდება. ეს არ არის, ნაძალადევად მოწოდებული მეთოდი, ის ლექსში ბუნებრივად, ორგანულად გამოიყურება.
 რენე კალანდია თანამედროვე აზროვნების პოეტია, დიახ არის.. მე მასზე აწმყო დროში ვსაუბრობ. მარადისობაში გარდასული, მუდმივად ჩვენი თანამდევიცაა...
ზემოთ აღვნიშნე მისი ლექსის თავისებურება, ნერვიული ცახცახი. ეს განწყობა პოეტს გარედან ეძლევა, თავად კი არ გადასდებს გარემოს თავის ხასიათს, არა. ,ეპოქის აჩქარებული რიტმი შემოაქვს ლექსში. უზუსტესად აღწერს ამ მდგომარეობას  მისი ადრეულ ახალგაზრდობაში, გამოცემული კრებული, რომელსაც ,,ნერვიული ქვაფენილი“ დაარქვა.
 რენე კალანდია ქართული პოეზიის თხუთმეტსაუკუნოვან უსიერ ტყეში პოულობს თავის საკუთვნო ადგილს.  იმიტომ, რომ ის ბრმად არ მიჰყოლია დიდი კლასიკოსების გზას. მათგან იღებდა, გარდაქმნიდა ,,რენესეულს“  ძერწავდა. ზოგი ამჩნევდა მის ამ თვისებებს, ზოგიც ვერ ამჩნევდა,ზოგიც სულაც თვალს ხუჭავდა ამ ყველაფერზე. ესეც ჩვეულებრივი მოვლენა იყო, და ალბათ მუდმივად ასეც იქნება წუთისოფლის ავან-ჩავანის გამოისობით.
 რენე კალანდიას პოეზია სულდგმულობს პარიზული ,,კაფე შანტანების,“  ,,ტავერნა-ბარების“ ფრანგული ეშხით და სურნელებით, თუმცა მასში ქართული დიდი სევდა და  ტრაგიზმიცაა საცნაური. რენე კალანდიას შემოქმედებაში რუსი ფუტურისტების, სიმბოლისტი მანდელშტამისა და კონკრეტულად, გენადი აიგის პოეზიის შტრიხებიც იკვეთება.  ასევე იგრძნობა, ლატვიური მოტივების ორგანული შეხამება ქართულ ხასიათთან. ამას ყველაფერს ოსტატური  კალმის მოსმით ახერხებს. პოეტმა ლატვიაში გარკვეული ხანი დაჰყო... გენადი აიგი, ასევე დიდი პოეტი, მისი მეგობარი იყო. და მაინც, რენე კალანდიას აზროვნება თავისთავადია, ტრადიციის გათვალისწინებით ცდილობს მოდერნული ავანგარდი წარმოაჩინოს.
 როდესაც  პოეტის  მეტაფორულ აზროვნებას, ვუკვირდები ვხვდები, თუ როგორი პარანორმალურ, მეტაპოეზიას გვაზიარებს. ასე ერთგვარად ფსიქოდელიური რაკურსით  იკვეთება რენე კალანდიას პოეზიის თანამდროვე სახე, ეპოქისეული აღქმა. ალბათ,ყველა რეალისტი პოეტი ღრუბელზე ლურჯს დაწერდა, ან ფოფინას, ბამბის ქულასნაირს. პოეტი კი გვეუბნება, რომ ღრუბელი კვადრატულიაო.:

,, მთის ალმასებზე
კვადრატული ღრუბელი იწვა“

 სამყაროს ასეთი აღქმა მომდინარეობს ,,კუბიზმიდან“. მართალია, ის პოეზიაში მთელი სიმძაფრით არ გამოვლენილა, როგორც მხატვრობაში, მაგრამ მაინც გარკვეული სახე და მიმართულება მიიღო თანამედროვე ავანგარდისტთა შემოქმედებაში. (ეჰინი და სხვა)
 რენე კალანდიას ამ აღქმაში სამყაროს შემადგენელი ერთი ნაწილის, ღრუბლის ფორმა იკვეთება. ფიზიკის კანონებით ყოველ საგანში ატომის უმცირესი მოლეკულები განიბნევიან, რომელნიც საგანს ერთ რაკურსში წარმოსახავენ, როგორც კუთხოვან მასას, კვადრატს ან კუბს. საგნის ზედაპირების ხაზი ერთმანეთში არეულია, ჭვრეტა ყველა კუთხიდან შეესაძლებელი  ხდება.
 ასეთი ურთულესი ნიუანსები გადმოიტანა პოეტმა. ეს ერთგვარი პროტესტი იყო კომუნისტური რეჟიმის მიმართ, რომელიც პოეტს სტანდარტულ აზროვნებისკენ უბიძგებდა.ამიტომაც რენე კალანდია არ იყო მათი საყვარელი პოეტი. ის მუდმივ მეამბოხედ დარჩა:

 ,, მე რომ დინებას დაბლა დაუყვე,
რუხ მგელს დარდით არ დაეძინება,
ტურა იფიქრებს: `ეს ნიშნავს უკვე
რენეც წილში ზის~... და ეწყინება...
თქვენ გქონდეთ სარჩო!.. არ გავუყვები
დინებას!.. აღმა უნდა გავცურო!..
მეგობარ ქაშაყს ზღაპარს ვუყვები
და არ ვაპირებ ,რომ გემსახუროთ!..

ეს უკომპრომისო მიდგომა მის არაერთ ლექსში ჩანს.დაუნდობელია პოეტი არსებული რეჟიმების მიმართ. ლექსი ირონიულ კონტექსტში ექცევა,  სარკაზმი დომინირებს.
,,როცა საჯდომი პატივშია-,და არა თავი.“
საოცრად ზუსტად არის  ნათქვამი მანერიზმის, თვალთმაქცობის შესახებაც. ის ვერ იტანს ნიღაბს, რომელიც სახეზე აუფარებია  საზოგადოებას..

 ,,წადით!.. მომშორდით!... მე მომბეზრდა თქვენი სინაზე
და გაოცება- ნიღაბიზმის აღორძინება. მქუხარე ტაშიც..
ან მე წავალ და სველ სილაზე დავტოვებ ამბოხს,
თავგანწირვას,აზრის დინებას.“

რენე კალანდიას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პოეტის ეს დაუმორჩილებელი, შეურიგებელი დამოკიდებულება არ არის ზედაპირული. პოეტი სათქმელს უაღრესად ონტოლოგიურად, ექსისტენციურად განიხილავს. მისი პროტესტი არ არის მიმართული, რომელიმე კონკრეტული რეჟიმის წინააღმდეგ.   ის ზოგადად თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ ფორმას აკრიტიკებს. პროტესტი მძაფრია, სათქმელი წვერწმახული და პირდაპირი.   ნაფიქრის დიაპაზონი ღრმაა, საყოველთაო. მთლიანობა დაურღვეველი, ტოპოკოსმიური, გლობალური.
 პოეტის ღირსება განისაზღვრება იმით, თუ ის  რამდენად ახერხებს  მკითხველი თანამონაწილე გახადოს თავისი ტკივილებისა, თავისი სევდისა. თუ პოეტი სიკვდილზე წერს, მკითხველმაც უნდა იგრძნოს ეს სიკვდილი. იმედგაცრუებაზე თუა საუბარი, მკითხველმა უნდა იგრძნოს ეს შემზარავი განცდა. რენე კალანდიას პოეზიას ეს შეუძლია. მის სიტყვაში აკუმულირებულ ენერგიას ძალუძს  სულიერად დაგანგრიოს, გაგაცამტვეროს, ამავე დროს, კიდეც აღგადგინოს, გაგამთლიანოს.
 ერთი პერიოდი რენე კალანდიას პოეზიაში აბსურდულობის ელემენტებმაც იმატა. თვითგაუცხოების, თვითიდენტიფიკაციის დაკარგვის გაცნობიერებამ პოეტი მთლიანად მოსწყვიტა გარესამყაროს. აბსურდული ელემენტები გამოკვეთილ სახეებად ჩამოყალიბდნენ.ალიტერაციულმა  ბგერწერამ, ლექსის ახალი, თავისებური რიტმი წარმოშვა. დადაისტური თუ სიურეალისტური სახეებისკენ ლტოლვაც არსებულის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო:

 ,,ჰერაკლიტე
ბოსელში იკეტება.
აცვია ნაკელის აბჯარი-
ჰერაკლიტე ფილოსოფიური ფანჯარა.“

აქაც ვერ გაუგეს. .. მუდმივად შაბლონური და დრომოჭმული სახეებისკენ მიუთითეს. ეს ყველაფერი წარმოშობდა რენე კალანდიას გარკვეულ პაროდირებას საზოგადოების ყალბი ორიენტირებისადმი.
პოეტის კალამს ყველაფერი შეეძლო, ყველაფერს დაატრიალებდა. ძალიან მარტივად იტყოდა ამ სათქმელსაც. :

,, მოაზროვნე ლერწამო,
უფლის თიხით შექმნილო.
სანამ უნდა ეწამო,
ცაში ფეხმოკვეთილო?!“

ზვარაკს როგორ გიშველო,
იმოსები რაღა დროს?!
გაჩენიდან შიშველო.“

 ამ ლექსში სინამდვილის მკვეთრი არტეფაქტი შემოგვთავაზა. რელიგიურ ჭრილში  ფილოსოფიურად, ექსისტენციალური შეკითხვის  კონტექსტში.  მოაზროვნე ლერწამია თავად პოეტი, რომელიც ცოდვების გამო ცაში ვეღარ ადის, თავის ძველ სამკვიდროს  ვეღარ უბრუნდება. სკეფსისი ეწყება ლირიკულ გმირს, ხოლო მიწაზე მისი ტანჯვა აღურიცხველია, წამება გაუსაძლისი.
 ირონიულ-პაროდიულ სტილს, ხშირად მიმართავს..ეს ფორმა განსხვავდება იგივე ტარიელ ჭანტურიას, ან ვახტანგ ჯავახაძის მეთოდისგან. რენე კალანდია ირჩევს ცრემლიან იუმორს, ტრაგი-კომიკურ ნარატივს:

 ,,მანდელშტამის უფულობით
დაშტამპული დავალ.
თუ მოვედი უუფლებო-
უუფლებო წავალ.“

მისთვის  ორგანულია სინტაგმების გადასვლა-მონაცვლეობა, ერთგვარი პარცელაცია. თვითონ პოეტიც, თითქოს დანაწევრებულ გარემოში ცხოვრობს. მისი სულიც დანაწევრებულია. ამ განწყობას უხამებს ლექსის სტრუქტურას.ინტონაცია, პაუზა, შეწყვეტა ისეა წარმოდგენილი, თითქოს ადამიანის მთელ ცხოვრებისეულ სიტყვებში განტოტვილ პარადიგმას გვიჩვენებდეს.

 აწ გარდაცვლილმა პოეტმა მამუკა წიკლაურმა შთამბეჭდავი პოეტის ხატი  წარმოგვიდგინა. შეუძლებელია  ეს არ გაგვახსენდეს:

 ,,დამთვრალა რენე და ქუჩა- ქუჩა თავის
ამაყ სულს დააფრიალებს“

არალინეალური, არატრადიციული მეთოდებით შემოსული პოეტი, ბოლომდე საკუთარი სტილის ერთგული დარჩა. ყველა ავანგარდისტი საბოლოოდ კლასიკას უბრუნდება, თუმცა ეს დაბრუნებაც, არ ყოფილა მასთან გადამღერებული თემებისა და გაცვეთილი რიტმების დემონსტრაცია. 
 არც სტრიქონების ასტროფიას მორიდებია. მეამბოხე სული ცხოვრებაშიც გამოაჩინა და შემოქმედებაშიც.
 პროტესტი ცხოვრების წესში. პროტესტი ფორმაში.  ყველგან პროტესტი დრომოჭმული სტერეოტიპების წინააღმდეგ.
 ერთგან ასეთ საოცარ რამეს იტყვის:

,, ,ჟამი სულისა და ხორცის გაყრის,დამდგარა-
შენთან საუბარს ვბედავ.
მეისტორიე სახეში მაყრის-ნაგავს და ძმაო,ვერაფერს ვხედავ.
აქ წყეულ გზაზე სხედან მგლები და კაბინეტებში სხედან ტურები.
ეჰ, თვალნი დამრჩა დასათხრელი და,-ლიტერატურას ვეტურტურები."

სათანადოდ რომ არ აფასებდა ქართული კრიტიკა, ამაზეც მიგვითითა. საკმაოდ მწარედ  გადაჰკრა მათრახი ,,ოფიციოზს.“

,,სულიერი დეპრესია-
თითქმის პესიმიზმი.
რაც ცუდია, რენესია,
რაც კარგია, სხვისი...
ცას მიაპობს ეკლესია
გუმბათით და ნისლი
გაფატრული - რენესია.
"უფლის ტაბლა" - სხვისი...
მუმლი მუხას შეესია
და წუილი ისმის:
მუმლის კბენა - რენესია,
მუხის სკამი - სხვისი...

აღარ არის ის მესია,
თუმცა კათარსისი -
მარადისი - რენესია,
ბულიმია - სხვისი...

ავტორის რეალური ცხოვრება თანხვედრილია მის ტექსტებთან. ეს ყველაზე მეტი ღირსებაა პოეტისთვის.
 და ბოლოს, თავად მისი ლექსი იტყვის ჩემ მთავარ სათქმელს:

,, ,რა უნდა გითხრათ,მართლაც მღილებო,
დრაცენას ბუჩქნო, ჟამ-ჟამად ხენო.
დაბადებამდე-გარდაცვლილებო,
თან ჩემს საფლავზე მობალახენო!"


პოეზია არ არის სტატიკური მოცემულობა, ის მუდმივად ვითარდება, დინამიურია. რენე კალანდიას პოეზია მომავალშია  საძიებელი. 

четверг, 25 сентября 2014 г.

ხათუნა როგავა - გარჩევა





   
       

 




  როცა გულს ტაძრად გაამზადებ, ხოლო მის კედლებზე ერთმანეთში გაზავებული სითბოს, სინათლისა და სიყვარულის ფერებს მოხაზავ კონტურებად- საოცნებო ფრესკების, ვინ იცის, მერამდენედ აღსადგენად თუ გასაცოცხლებლად, არც მოსალოდნელმა თუ მოულოდნელმა საფრთხეებმა უნდა დაგაბრკოლონ.
არ უნდა დაივიწყო, რომ სიცოცხლე ,,რეალობაა, სიზმარია ანდა მითია,
პირობითია, ყველაფერი პირობითია''.
რაც მეტი დრო გადის, მით უფრო სიღრმისეულად ათვითცნობიერებ, რაოდენ სასტიკი და დაუნდობელია ეს პირობითობა. 
ხვდები საკმაოდ გვიან, როცა 
,,მიწაზე აღარ რჩება ნაფეხურები,
ცა ვერ იქცევა საძინებელ ლამაზ ჭილოფად''.
ეს მიხვედრა გულის გაგლეჯვამდე გზაფრავს და გაიძულებს- ის უკვდავება, რომელიც სულის სახით გადმოგელოცა ზეცის მიერ, კვლავ უკანვე დააბრუნო სხეულთან ერთად.
რეალობა ეიფორული და არამდგრადია.
დრო- ცალკეულ ინდივიდთა ერთგული აპეკუნი, შენთვის დედინაცვლობს და ადამიანობიდან მხეცობისკენ გიკვალავს გზას:
,,მე მქონდა წარსული
ადამიანობიდან მხეცობამდე
და მხეცობიდან- ანგელოსობამდე.
რაღაც გამომრჩა,
ისევ მოვტრიალდები და
თავიდან დავიწყებ არსებობას.
მთავარია, წარსული მაქვს,
რაც ჩემს მომავალს განაპირობებს''.
ანგელოსობა, ქვეცნობიერად, სურვილია მიწის ბორკილების შემომსხვრევისა და დაშლილ-დაქუცმაცებული ,,მე''-ს ხელახლა გამთლიანებისა, თუმცა
,,ეს ყველაფერი ერთად არ იქნება''.
ვერც კბილების ნაცვლად ამოსული ეშვებით გააკვირვებ შენს ვაკუმს მიღმა არსებულ, შენგან გასაპარად გამზადებულ დედამიწას და ვერც ტანზე გამოსხმული ფრთების ჰაეროვნებით. 
და რაოდენ მძაფრია ტკივილი, როცა საკუთარი მხრებით ნაზიდი ქვეყანა განზე გაგიდგება, გაგიუცხოვდება, როცა გაგიჭირდება მასში იმ პირველსახის ამოცნობა, რომელიც ასე უსაზღვროდ, უკიდეგანოდ გიყვარდა.
წამიერი თამამი ამოსუნთქვაც კი ნაპრალს აჩენს შენსა და ხმელეთის იმ ნაგლეჯს შორის, მამული რომ ჰქვია და რომელიც წვა, დაგვა და სიკვდილი უფროა, ვიდრე დალხენა და ბედნიერება. 
და საყვედურნარევია შენი მყისიერი, ლავად ამოხეთქილი სავედრებელი:
,,ღმერთო, ჩემნაირ ხალხს რატომ აჩენ ამ მიწაზე-მეთქი,
მათ ხომ ყველაფერი ტკივათ და უყვართ,
ადვილად ეჩვევიან,
უფრო სწორად, შეეზრდებიან გარემოს, ადამიანებს,
სულში გადავლენ,
მათში იარსებებენ და მათშივე მოკვდებიან''.
ჰოდა, ქვის გული,
ქვის გული მინდა, ღმერთო,
ცივი, უგრძნობი.
არ მინდა ეს მხურვალე გული,
მოფართქალე,
ჩიტის თვალივით კამკამა და მფრთხალი, სევდიანი,
ქვა მინდა გულის ნაცვლად, ქვა...''
,,ტანზე წითელ ზოლად დარჩენილი სამყარო'', ეს შეუხორცებელი ჭრილობა თუ რისი ვაი-ვაგლახით პირშეკრული, ჯერაც მფეთქავი იარა მხოლოდ შენთვის რჩება საუკუნო მელანქოლიის საბაბად.
მხოლოდ შენ ერთი დისჰარმონიულობის მსხვე
რპლი, ის თეთრი ყვავი, რომელსაც ამრეზით გიყურებენ, თითქოს ყველას წინაშე ვალში ხარ.

პოეტური მგრძნობელობა, ზაალ ჯალაღონიას ლირიკაში ხან მკვეთრად თვალსაჩინო და ხელშესახებია, ხანაც- გამჭვირვალეობას გარიდებული და სულის ბნელ ლაბირინთებში უხმოდ მიყუჩებული. 
პოეტია მრავლისმეტყველი ტექსტები მატერიალურზე ამაღლებულად მუდამ სულიერებას წარმოაჩენენ. 
ზაალის ლექსებში ხშირია თვითუარყოფის ელემენტები, არასასურველი ცხოვრებისეულიშტრიხების წარსულისთვის სამუდამოდ მიბარების მცდელობა და განწმენდილი სულით უფლის წიაღში დაბრუნების დაუოკებელი წყურვილი. 
ლირიკოსი ვერლიბის ერთგული მიმდევარია. მისი წრფელი პოეზია ყველა ემოციით, ავტობიოგრაფიული პასაჟებით, მხატვრული სახეებით, ამა თუ იმ ნიშნით- დიდ ფერწერულ ტილოს გვაგონებს, რომლის აღქმა და წაკითხვა ყველას არ ძალუძს. 
ზაალის პოეზიით დაინტერესებულ მკითხველს მის სამყაროში ერთგვარ გზამკვლევად გამოადგება ლექსი, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ:
მე არ ვარ სალონური ტიპის პოეტი,
ჩემი ლექსები კაფეებსა თუ ტავერნა-ბარებს არ მოერგება,
არც იმ კატეგორიას მივეკუთვნები,
ლექსებს რომ წერენ, მაგრამ რომ ჰკითხო-
თავს იზღვევენ,
იტყვიან ჩუმად, მე პოეტი არ ვარო...
არც ტაში მიტაცებს,
აღარც განდიდების მანია მტანჯავს.
არც ეპატაჟის ვარ მე მოსურნე,
მხოლოდ ესაა,
მწყურვალი ვარ, წყალს ვეწაფები.
რომ არ ამოვთქვა,
დამენგრევა, ალბათ, გულ-ღვიძლი,
უბრალოდ, ყვავილი ვარ
და ვყავილობ ჩუმად...''
კითხულობ ამ სტრიქონებს და ეფემერული განწყობა თითქოს უკან იხევს. 
სულის გადასარჩენად პირველნაბიჯგადადგმულს ვონეგუტისეული უკვდავი ღაღადისი გაძლიერებს და მიგაცილებს მარადისობის საზღვრამდე: ,,ღმერთო, მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია, ძალა, რომ შევცვალო ის, რაც შემიძლია და გონება, რომ განვასხვავო ერთი მეორისგან''.
ამ მრწამსით გაკვალული ცხოვრება კი, სიბნელიდან სინათლეში შებიჯების თამამი მცდელობაა.
საღვთო ნათელი და სიყვარული მიჰმადლოს უფალმა ზაალს, ამ საოცრად თბილი, ადამიანური, ლამაზი პოეზიის შემოქმედს, ,,ორსავე სოფელსა შინა''.

ზეინაბ სარია ,,წინასიტყვაობა "





    






ემპირიულ სასრულობაში ცხოვრობს პოეტი, გარკვეულ გეოგრაფიულ და კულტურულ სივრცეში. როგორ აისახა ეს მომენტი მის ცნობიერებაში? “სამგლეთი”,_ აი, როგორ.
მაშ ასე, ავტორი “სამგლეთში” მყოფობს. და რაა სიცოცხლე მისთვის?
“სიცოცხლე გარეკანია სიკვდილისა,
რომელიც უნდა გადავიცვათ და
ასე მოვეჩვენოთ ერთმანეთს”,_ გვეტყვის ის.
გარკვეულ კონკრეტულ სივრცეში ცხოვრობს პოეტი, მაგრამ მისი ბინაა მთელი პლანეტა და ამიტომაც შეუძლია თქვას:
“ცა თვალებივით ამტკივდა,
გული _ მიწასავით.”
ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვალსაწიერდან საკუთარი მამული დაეკარგოს. პირიქით, ავტორს არ ტოვებს განცდა, რომ მხრებით მოაქვს თავისი სამშობლო. გასაგებია, რა სატკივარიც აწერინებს ლექსს “დიდგორის მხედარს”.
ხოლო “მეორე მე”_ს დაარქმევს ლექსს და იტყვის:
“ჩამჩურჩულებს ვიღაც ჩია,
სიტყვა მიდგას კარავად.
იმას ჩემი სული შია,
ძაღლი უყეფს ქარავანს.
დღისით, ღამით სულ ჩემშია,
მაგრამ მე ის არა ვარ.”
ასე ებრძვის იმ მიწიერს, საზრისს მოკლებულ მოცემულობას, მის არსებაში რომ მყოფობს და მუდმივად ქვე ეზიდება ზესკნელისაკენ მიმართულ სულს.
ხოლო პოეზია მის არსებაში განივთდება, როგორც სასწაულებრივი მზე, რომელიც ლექსის კვარით ახლა სხვებში უნდა აანთოს:
“მთელ სიცოცხლეს მერჩია
ის, რაც ზეცამ გამანდო.
ეს მზე ახლა ჩემშია,
გინდა შენშიც ავანთო?”
გვინდა, ზაალ, გვინდა!..
ხოლო ეს კრებული როგორ გაჩნდა?
შარშან ტარდებოდა შეხვედრა მასთან. გადავათვალიერე გამომსვლელთა სავარაუდო სია. მივხვდი, ეს იქნებოდა “ხოტბა-სადღეგრძელოების” აღვლენა. გამოვემშვიდობე ავტორს, სამერმისო ლექსები ვუსურვე და დავთქვით, ორ თვეში მომაწვდიდა ლექსებს, რომლებსაც თვითონვე გადაარჩევდა მკაცრად, მე კი დაბეჭდვაზე ვიზრუნებდი.
ასე იშვა ეს კრებული.
აქ ყველაფერი უცებ გასაგები და მარტივი როდია.
...და რაც მარტივია, უბრალო და უმნიშვნელო როდია. ...და რაც რთულია, უცებ თავმისანებებელი როდია.
ერთად ვიფიქროთ ზაალის ლექსებზე, მკითხველებო!..


ხათუნა გოგია- ცის მხატვრული მოდელი ზაალ ჯალაღონიას პოეზიაში ცაო, ცაო, ხატება შენი აქამდე გულზედ მაქვს დაჩნეული!’’ /ნ. ბარათაშვილი/. ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა ( ფს.18,1).






 




ზაალ ჯალაღონია ბარათაშვილის სულიერი მემკვიდრეა, წინაპარივით ცის იქითა სადგურს ეძიებს ამაოების გადასალახად. ცა _ ზენაართ სამყოფი! მაინც სად არის იგი? არის ის ზეკოსმიური სივრცე, რომელზეც მნათობნი კაშკაშებენ და ვარსკვლავთა ჯარია განლაგებული, სანამდეც ადამიანის მზერა ვერ სწვდება? არა! ‘’სასუფეველი ცისა გულთა შინა არს’’. მთავარი და ძირითადი, ადამიანის ყველაზე შინაგანი არსის წარმომაჩენელი - ეს მისი გულია! მისი ყველაზე დიადი სიწმინდე, კვარცხლბეკი უზესთაესისა, ტაძარი სულისა წმიდისა. ამიტომაც მიმართავს უფალი თითოეულ ჩვენგანს: "მომეც მე, შვილო, გული შენი" (იგავნი 23,26). შორიც არის და სულ ახლოც, მაგრამ მაგრამ ადამიანები მას სხვაგან ვეძებთ, ამიტომ ვეღარ ვპოულობთ. ზაალის ლექსებში ყველაზე ხშირად ცის ხსენენებაა, არა ხილული ცის, არამედ უხილავის, მაგრამ მაინც ყველაზე ახლომყოფის, რომელიც სადაც არ უნდა წახვიდე, თუნდაც მარადისობაში გადახვიდე, მუდამ შენთან, ისევ საკუთარ უბეში იქნება: 1. ‘’ერთ დღეს, როცა ჩემს ნაწერებს გადავხედე, დავინახე, რომ ყველაზე ხშირად ზეცა დამიწერია, ცა ძირს ჩამომიტანია. როცა იქნება და წავალ, ცას კი არ მივეახლები, არამედ აქედან წავიღებ ზეცას’’...2. ან ‘’მერე ცათა დასავალს, მივადგები უცვლელი, ალბათ სულიც იქ წავა, ეს კანკალა ფურცელი’’.
როგორც მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის, ადამიანის გული არასოდეს რჩება ცარიელი, ის ყოველთვის სავსეა ან ჯოჯოხეთით, ან ამა სოფლით, ანდა ღმერთით ამიტომაც ის რაც გულში ხდება, არასდროს არ არის არარეალური, რადგანაც იგი ადამიანის უშინაგანესი არსიდან მოდის. ცის ძიება საკუთარი გულის, საკუთარი თავის ძიებაა, რთული, მაგრამ გარდაუვალი პროცესი: ‘’გზაზე ვიარე, ცა მიყვარდა გამორჩეულად საკუთარ თავსაც აქ მივსდიე, ვეღარ ვიხელთე. ‘’მზე წმინდა წყალში აირეკლება, ზეცა კი წმინდა გულში’’.
ამ ძიების გზაზე ადამიანი მარტოობაში ვერ დარჩება, აუცილებლად ჩნდება მეორე ხატება: ‘’იმ სიჩუმეშიც არ მიგრძვნია თავი ეულად, რადგან მიწიდან შენს თვალებით ამოვიხედე. სიძნელეების დაძლევაშიც სწორედ ის თანაუგრძნობს და ეხმარება: ‘’გაჩერებულ გულს შენს სახელს ჩავძახი’’.
არყოფნის ნისლიდან გამოღწევა მხოლოდ სიყვარულის ყოვლისშემძლეობითა განპირობებული. ბედნიერება საკუთარ გულში უნდა იპოვო, სხვაგან ძებნას აზრი არა აქვს: ‘’მოვკვდები, მაგრამ ვიცი, შენთვის ვიცოცხლებ’’. . ‘’მე არყოფნიდან წამოვედი, შენკენ ვიცოცე’’ . ‘’ მე შენს სულში ვარ გადაშლილი, როგორც ლოტოსი’’. სიყვარული არის სულის კეთილი განწყობა, რომლის წყალობითაც ის, ღვთის შემეცნების გარდა, არაფერს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ასეთ სიყვარულით აღსავსე მდგომარეობას ვერ მიაღწევს ის, ვინც რაიმე მიწიერისაკენ ისწრაფვის /მაქსიმე აღმსარებელი/.
პოეტის გული ჩიტის თვალივით კამკამაა, ‘’ზეცის პერანგი მთვარის შუქზე ცრემლივით ბრწყინავს’’, ხან ფართქალაა, ხან გრდემლივით სცემს. იგი _ ამეთვისტოა, შეჩვეულია მხოლოდ ის გამოთქვას, რაც მასშია, არასდროს ცრუობს და არ ფარისევლობს. ყველაფერი იმდენად ამაღლებულია, რომ პიროვნება თავად ვერ აცნობიერებს ამ სიმაღლეს. შორეული სიყვარულის ხატება არსად კონკრეტდება, მაგრამ გაიელვებს მისი დეტალი: ‘’დღეს შეგიყვარებ, ამ არეულ მიწიერ საგნებს, ხვალ წვიმასავით დამეღვრება შენი თითები’’.
ყოველი ალიონი სამყაროს ხელახალი შობაა: ‘’ირწევა დილა, როგორც აკვანი, სადაც მზე თვალებს უჩუმრად ახელს’’. ყოველ დილით განახლდება ცა და ქვეყანა, არც ერთი ამინდი არ ჰგავს ერთმანეთს, არც ერთი დღე არ მეორდება, ყოველდღიურად ყოველივე ერთადერთია: სულ სხვა ზეცა დაგვხვდება, მზეც სხვანაირაი ამოვა, ასე იმიტომ მოგეჩვენება, რომ მაინც პირველად ხედავ’’.
ღვთაებრივი შესაქმე ექვს დღეში დამთვრდა, რათა ამიერიდან ადამიანმა გააგრძელოს იგი. ხელოვანის მიერ განხორციელებული შექმნა-გარდაქმნის იდუმალი მისტერია ღვთაებრივი შესაქმის შევსებაა. ყოველი ხელოვანი სინამდვილეს ხელახლა შობს: ‘’გაოგნებული დააცქერდა ნახატს ოსტატი, მაშინ როდესაც გადმოვედი მხატვრის ტილოდან’.’
პოეტის მიერ ნაპოვნი ფერები ეს უკვე არსებულის აღმოჩენა როდია მხოლოდ, ეს თვისობრივად ახლის, სავსებით განუმეორებლის შექმნაა. ეს მის გმირული მცდელობაა თავი დააღწიოს ამაოების მომქანცველ ძალადობას: ‘’ჰანგად ვიშლები ისე, როგორც ერთ დროს მოცარტი, ფერებსაც ვიძენ მე გამების სანაპიროდან’’. ყოველი ახალი ლექსი იდეალურად იშვება და მშობელსაც აკვირვებს მისი სიდიადე. ყოველი არსი შემოქმედს ამხელს; ყოველი არსი შემოქმედს აქებს: ლოცვად დაღვრილა თეთრი გვირილა, მზეს გადაედნო ფერით ფერებში’’. ნეტარია გონება, რომელიც ქმნილებათა მიღმა დაუცხრომლად ტკბება ღვთაებრივი სილამაზით. როგორც მზის შუქი იზიდავს ჯანსაღ თვალს, ასევე ღვთის შემეცნებაც თავისთავად აღაფრთოვენებს წმინდა გონებას სიყვარულის მეშვეობით. ღმერთს ჩვენ ვიცნობთ არა მისი არსებით, არამედ მისი დიადი ქმნილებებითა და მათდამი მიმისი მზრუნველობით. მათში,როგორც სარკეში, ჩვენ ღვთის უსასრულო სიკეთეს, სიბრძნესა და ძალას ვხედავთ: ’’მოილოგინებს ცა, მიწა, ქალი, და დაბადება სასწაულს ახდენს’.’
მისტიური და გრძნობადი განყოფილი არ არის. მათ შორის ზღვარი, ანტინომია _ მიწა და ცა არ არსებობს. სამყარო ერთიანია და დაუშლელი, მწყობრი წესრიგის საუფლოა. ბუნება მარტივია, მაგრამ ადამიანები ართულებენ. ‘’ვარსკვლავებიც მიწიდან ამოდიან ყვავილებად’’. ბუნება გვკითხულობს ჩვენ და ჩვენი შემწეა. ის გადაშლილი წიგნია, მაგრამ ჩვენ დაგვავიწყდა მისი ანბანი, მისი ბგერები, მაგრამ პოეტი რჩეულია: ‘’საიდუმლო ენაზე მოსაუბრე ღრუბლის ქულავ, მე ჩემსას გეტყვი, ეს ენა ბალღი როცა ვიყავ, მაშინ ვისწავლე’’; მე, ერთი ძველი წიგნიდან ამოხეული ფურცელი ვარ, სადაც ზეცა ანბანივით იკითხება.
გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის. იგი ღვთის სასუფეველია, ამიტომაც ყველაზე უსაფრთხო ადგილია, სადაც ვერავინ ჩაგისაფრდება: ‘’წლები აქვეა, ღამე უთიე, ფიქრი გაშალე მხოლოდ აფრებად. ასე იქნება, ასე, უთუოდ,ცასთან ვერავინ ჩაგისაფრდება’’.
ჩვენ ყველანი ერთიანი მთელის ნაწილები ვართ, სადაც პირობითია ცნება: ნაცნობი და უცნობი. დედამიწაზე იმდენია ადამიანი, რომელიც არასდროს გვინახავს, მაგრამ ჩვენიანია: ‘’მე აქ უცნობებს წლობით ველოდე და ჩემი თავი გამომეცხადა’’
ცხოვრების დუნე ამაოებას ადამიანის ჩაკეტვა სურს სურს ჩარჩოებში, გაბატონება მის სულზე. პოეტი გამოგლეჯს ძალაუფლების თუნდაც ნაწილს მას, ართმევს ძალას და ასუსტებს მას. ცხოვრებისაგან გულზე დაჩნეული ჭრილობები ესთეტიურ სინამდვილედ გარდაისახება და გული მისგან თავისუფლდება. იგი ყოფით რეალობაზე მაღლა გვაყენებს, ცაში გვეპატიჟება, საკუთარ გულს გადაგიშლის. გვათავისუფლებს. თავისუფლება კი ერთადერთი პირობაა იმისთვის, რომ ადამიანი - ღვთის ხატი - მატერიას აღემატოს. ასე სათუთია და სათნო ხელოვნების ზემოქმედება.
ღვთის სასუფეველი ტრანცენდენტული, არამატერიალური არსია, ალბათ ამით აიხსნება ბრძოლა ყოველივე მატერიალურთან, თვით საკუთარ სხეულთან: ‘’ჩუმად მენგრევა მთელი სხეული, როგორც ტაძარი გამოკეტილი’’ ან ‘’მინდა ამ სხეულს ისე გავექცე, რომ განშორება იყოს ადვილი’’, ’’ სხეულს მინგრევს შენი ხსენება.’’
გული - ღვთის სასუფეველი მისი დიდებისთვის განჩინებული, მაგრამ და ამინც სიტყვაში ჩაუტევნელი არსია: ‘’სულის იქითაც უნდა გნახო, სადმე იქნები, საფეხური კი იკლაკნება ცაში სვეტებად, ზეცა სიტყვაში ჩამწყვდეული ხშირად იმსხვრევა, სიტყვაა ისაა, თავად შენში რომ არ ეტევა’’.

четверг, 4 сентября 2014 г.

ზაალ ჯალაღონია - ბორჯღალი როგორც სოლარულ-ლოგოგრამული ნიშანი


        
                                          
        
    ბორჯღალი მისტიკურ- სიმბოლური ნიშანია, რომელიც ხატისებურ, იკონურ დანიშნულებას ასრულებდა სხვადასხვა ცივილიზაციებსა და კულტურებში. მას მეორენაირად შეიძლება სვასტიკაც ვუწოდოთ.სვასტიკა (სანსკრ. „კეთილად ყოფადი“) — ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფართოდ გავრცელებული გრაფიკული სიმბოლო; მკლავებმოხრილი ჯვრის სახეობა, რომელსაც თითქმის ყველა უძველეს კულტურასა და ცივილიზაციაში საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა.

არსებობს ოთხმხრიანი, სამხმრიანი (ე.წ. „ტრიკვესტი“) და მრავალმხრიანი სვასტიკები; ამასთან სვასტიკის ზემხრები კუთხოვანი ან მომრგვალებულია (მომრგვალებულ მხრებიან სვასტიკას ქართულად ბორჯღალი ეწოდება). ასევე ცნობილია სვასტიკის კომპოზიციის მიხედვით შედგენილი რთული ორნამენტები. ორნამენტული ლოგოგრამა, რომელიც ვრცელდებოდა: შუამდინარეთი, ირანი, ინდოეთი, კავკასია. უძველესობა ყველაზე მეტად ეტყობა კავკასიურ და შუმერულ, ინდურ სვასტიკებს. ასევე საკმაოდ ძველი კულტურის ნიშანს წარმოადგენს არიული და ელამური ორნამენტული სიმბოლოებიც. საქართველოში ჩანს კოლხური სვასტიკა და მტკვარ- არაქსის კულტურის ნუმუშები. რომელნიც მთლიანად ვრცელდებიან მთელ კავკასიაზე. თუ დავაკვირდებით და თვალს გადავავლებთ მსოფლიო ისტორიას, სვასტიკა, ქართული ბორჯღალის ფორმის საგნები, თითქმის ყველა რელიგიაში მოიძებნება. რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ სიმბოლოს საკმაოდ ღრმა დატვირთვა ჰქონდა. ეს იქნებოდა როგორც რელიგიური ასევე სოციალურ-ყოფითი.მაგ შუმერში-მესაპოტამიას მთელ რეგიონში შეინიშნება აღნიშნული საგნის სიჭარბე.ეს გათხრების დროს დადასტურდა. შუმერში სვასტიკა სინათლის,ნაყოფიერების ქალღმერთ ინანას სიმბოლოდ მიიჩნეოდა.აღსანიშნავია, რომ შუმერების კალენდარსაც სვასტიკის ფორმას აძლევდნენ. ოთხი ქალის სილუეტი წელიწადის ოთხ დროს ნიშნავდა, თითო სილუეტს სამი ნაწნავი აქვს, რაც სეზონში სამი თვის არსებობის დამდასტურებელია. სვასტიკა გვხვდება ბაბილონურ მითოლოგიაშიც, აქ კი, ეს სიმბოლო იშთარს განასახიერებს, მას ხატავენ იშთარის ჭიპს ქვემოთ..საკმაოდ საინტერესოდ გვესახება მეგრულ ენაში არსებული სიტყვა თარი,
თარ-თარი მთავარ-მთავარი, დიდ-დიდი, მთელ-მთელი, საღ-საღი. იშ-თარის დეფინიციაში ეს მომენტი შეიძლება წარმმართველიც გახდეს. ნებისმიერი ღვთაება, წინამძღოლი ხომ მთავარია, დიდებულია, ანუ თარია. სვასტიკას ვხვდებით მინოსურ სამყაროშიც, სადაც იგი დოქებზე, კერამიკულ ნაწარმზე ხშირად გვხვდება. ასევე საბრძოლო ფარებზე, მუზარადებზე. ეტრუსკებში კი ის ნაყოფიერებას და ბრძოლას მუდმივად უკავშირდება, მეომრის უმთავრესი ატრიბუტიც გახლდათ.ეგვიპტეში სვასტიკა მზის სიმბოლოა და ამასთანავე „აღორძინების“ კულტთან არის მჭიდროდ შერწყმული. მისი ტარება მხოლოდ ადეპტებს, ქურუმებს შეეძლოთ, აქ ის ოთხი ელემენტის კავშირს გულისხმობს, აგრეთვე სიმბოლოა დღისა და ღამის გასაყარის (როგორც ორი ერთმანეთზე გადადებული და მოძრავი ძელის კავშირი), რამაც სვასტიკა განახლებისა და აღორძინების ხატებას დაუკავშირა და ამის გამო ოსირისის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.საბერძნეთში და რომში სვასტიკა არის ნაყოფიერების და ძალაუფლების სოლარული ნიშანი, ბერძნები სახავდნენ ზევსთან, ჰელიოსთან, ჰერასთან, არტემიდასთან და აფროდიტესთან ერთად. ბერძნულ სვასტიკას „ტესერა-გამაც“ეწოდება, რადგან მისი თითოეული მოხრილი მკლავი, ბერძნული ანბანის ასოს„გამას ჰგავს.სვასტიკა უცხო არ ყოფილა ჩინეთშიც, ის ჩანს მრავალ ყოფით თუ რელიგიურ ძეგლებზე განსაკუთრებით პაგოდებზე.ინის ქალურ საწყისზე მუდმივად გამოსახული იყო სვასტიკა.ჯინო მაჰავირას ჯაინიზმისთვისაც მისაღები აღმოჩნდა ეს სიმბოლო .მისი მოძღვრება არ ქადაგებს ღმერთის რწმენას, მაგრამ ის უსასრულობას აღიარებდა, ამ უსასრულობას კი სვასტიკით გამოხატავდნენ.უსასრულო ცოდნა, უსასრულო სიკეთე და სხვა,.საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ იგი ინდოეთში. თავად სვასტიკა ძველი ინდური ენიდან სანსკრტიდან იღებს სათავეს. ის შეიმჩნევა ბუდას ფუგურაზეც, უფრო მხრებზე და მზის წნულის ადგილას, მუცელსა და გულ-მკერდზე. ჯერ კიდევ ჰარაფას კულტურის დროს (ძვ. წ. III-II ათასწლეულები. შეინიშნება ინდურ პაგოდებზე. სუბასტიკა ეწოდება შებრუნებულ სვასტიკას, რომელიც ასევე ხშირად გვხვდებოდა ამ სივრცეში. ტრიალი საათის მიმართულების სააწინააღმდეგო აქვს. სვასტიკას ვხვდებით ასევე ირანში. ირანო-არიული მოდგმის რელიგიებშიც (ზოროასტრიზმი, მითრა, მაზდეანობა) ცენტრალური ადგილს იკავებს. სვასტიკას მხედრული სიმამაცის აღსანიშნავად დაჯილდოებისას იყენებდა კარლოს დიდი., რომელმა შექმნა ფრანკთა უზარმაზარი იმპერია. ამ სიმბოლომ არ დატოვა არც სკანდინავია, გერმანიის ქვეყნები. ძველ გერმანულ მითოლოგიაში ის გვხვდება თორთან, რომელსაც სვასტიკის ფორმის ჩაქუჩი უჭირავს ხელში და ცაზე ელვას წარმოშობს.როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას ვხვდებით ინდიელებთან,,ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მაიებისა და აცტეკების ცივილიზაციებში ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში - ტენესების, ოჰაიოების და ნავაჰოების ცივილიზაციებში. ასევე ჩანს, სემიტურ გადმოცემებში. ისრაელში სვასტიკის ფორმის საგნები შესულია შუმერიდან, ამიტომ  ცალკე ისრაელის კულტურაში, ის არ გვხვდება. თუ გავითვალისწინებთ იმ უტყუარ ფაქტებს, რომ შუმერულ ცივილიზაციას დაემყნო სემიტური კულტურა, განსაკუთრებით ისრაელის, ძველი აღთქმისეული, შესაქმისა თუ სხვა თქმულებები სათავეს იღებენ სწორედ აქედან. შუმერული ზიუსუდრას პროტოტიპი ხდება ებრაელი ნოე. თავდაპირველი და ავთენტური რა თქმა უნდა, შუმერებისა გახლავთ. ამის შემდეგ ის ფართოდ შედის ებრაულ ცნობიერებაში , მას ვხვდებით სინაგოგების კედლებზე და სოლომონის ტაძრის კედლებზეც.აქაც იგი, მზეს, ნაყოფიერებას და სიძლიერეს განასახიერებდა. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ სვასტიკა საკუთარი იდეოლოგიის მთავარ სიმბოლოდ გამოიყენა ჰიტლერმა. ამ ლოგოგრამაზე ცნობები თავიდან ავგუსტ ჰაუსჰოფერს, მიაწოდა მისტიკოსმა და უაღრესად ზეგანათლებულმა პიროვნებამ გიორგი გურჯიევმა, რის შემდეგაც გერმანელ მშრომელთა ნაციონალურ-სოციალისტურმა პარტიამ მემკვიდრეობით მიიღო იგი).ამ სიმბოლომ თავიდანვე დიდი პოპულარობა მოიტანა გერმანელ ხალხში. ჰიტლერი მოგვიანებით წერდა: „ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ ყუმბარის აფეთქებას ჯობდა“. მან სვასტიკა დაუკავშირა „არიული რასის“ სიწმინდეს, მისტერიულ თაურფენომენს და მის გარშემო ნაცისტური იდეოლოგია ააგო..ადრეული ქრისტიანობის დროს რომში სვასტიკის გამოსახულება გვხვდებოდა საფლავის ქვებზე. ცნობილია, აგრეთვე, კიევის წმინდა სოფიის ტაძრის ცნობილი ფრესკა, რომელსაც კომპოზიციურ ფონად გასდევს სვასტიკის ფორმის ჯვრის სიმბოლოები. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც შეინიშნება იგი,ტაძრის იატაკზე.
 ცალკე აღნიშვნის ღირსია სვასტიკის ანთროპოლოგიური დანიშნულება. სვასტიკები იგივე ჩაკრებია.ანუ შემეცნების ორგანოები ადამიანის "სხვა", ემოციონალურ-შეგრძნებად სხეულში, რომელსაც სპეციალურ ლიტერატურაში "ასტრალურ სხეულსაც" უწოდებენ. ჩაკრა ბორბალია  რაც მედიტაციურად ადამიანის ველს უკავშირედება. ამით იოგებიც მოქმედებენ.
ჩაკრა იხსნება იხურება ყვავილობს ჭკნება.
 ჩაკრა სანსკრიტზე ნიშნავს ბორბალს აღმოსავლეთ კულტურებში ჩაკრაში იგულისხმება, ადამიანის დახვეწილი სხეულის ენერგეტიკული ფსიქოფიზიოლოგიური ცენტრები....ვიზუალიზაციისას ჩაკრებს წარმოსახავენ როგორც ქარბორბალას და ადარებენ ლოტოსის ყვავილის ფორმას, თავისი განშტოებებით. ისინი მიმართული არიან ხერხემლიდან სხეულის ფრონტალურ მხრისაკენ. ჩაკრები ორგანიზმში აქტიურდებიან ენერგიის აღმავლობისას.(მომატებისას). ჩაკრებს აკავშირებენ, როგორც ორგანიზმში ენერგეტიკული ნაკადების გადამანაწილებელ ოპერატორებად. ჩაკრები იქმნება ორი ძირითადი ვერტიკალური – აღმავალი და დაღმავალი ენერგეტიკული ნაკადების ურთიერთ ეს არის ფსიქო-ენერგეტიკული ცენტრები. მათი რაოდენობა უამრავია, მაგრამ ტრადიციულად გამოიყოფა შვიდი მათგან, შვიდი ძირითადი ჩაკრა. ჩაკრები ბრუნავენ საათის ისრის ან საწინააღმდეგო მიმართულებით. საათის ისრის მიმართულებით ბრუნვას ადამიანისთვის ევოლუცია მოაქვს, ხოლო საწინააღმდეგოდ ბრუნვას კი დამანგრეველი შედეგები. შვიდი ჩაკრა განლაგებულია ხერხემლის ფუძიდან თავის წვერომდე გავლებულ ერთ ხაზზე. ჩაკრების მეშვეობით ვიღებთ კოსმიურ ენერგიას, რომელიც ნაწილდება მთელს სხეულში და აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენთვის.  ასევე, ჩაკრები გამტარია იმ ენერგიებისა, რასაც ჩვენ გამოვყოფთ. შესაბამისად, ჩაკრები ასახავენ ჩვენს ფსიქო-ენერგეტიკულ მდგომარეობას. თუ ჩაკრები შეუფერხებლად ფუნქციონირებენ ადამიანი ჰარმონიულად ვითარდება, როგორც ინტელექტუალური, ისე ემოციური თვალსაზრისით.ისინი ადამიანის ნატიფ, ენერგეტიკულ სხეულში მდებარეობენ.
 ანტროპოლოგიური დანიშნულების წინ წამოსაწევად აუსჰოფერმა და გურჯიევმა ევროპული კულტურის წრეში შემოიყვანეს ჩაკრები. ეს მაკროსმიურ მოვლენას ასახავდა.
. როგორც დავინახეთ  მიმოხილვისას, ეს სიმბოლო, ლოგოგრამა, ერთ-ერთი ცნობილი , ყველაზე მისტიური ნიშანი გამოდგა, რაც კი კაცობრიობის გონს ოდესმე შეუქმნია.მეტაფიზიკოსები იმასაც, ამტკიცებენ, რომ მისი გამოყენება ან ცვლილება არაფრით შეიძლება, ჰიტლერის ფიასკოს მიზეზადაც ასახელებენ. ჩვენ ამ მხრივ ვერაფერს დავამტკიცებთ, თუმცა აღვნიშნეთ ესეც. არც უგულებლყოფა შეგვიძლია. ეს მეცნიერებას სცილდება, ამიტომ აქ ვამთავრებთ მეტაფიზიკურ მსჯელობის ავ-კარგზე განხილვას. განსხვავებულია ბორჯღალის ფორმებიც. განირჩევა რამდენიმე სახის, მისი ფრთების მიხედვით. ქართულ ბორჯღალს აქვს 7 ან 9 ფრთა. დღევანდელი თანამედროვე მხატვრობაში და გამოსახვისას დამკვიდრებულია 8 ფრთიანიც,ასევე 12 ფრთიანი და სხვა. რაც ჩვენი აზრით, გაუმართლებელია. ესქატოლოგიურად ფრთების რაოდენობას მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მისი არევა, ყოვლად დაუშვებელია. არ შეიძლება მიმართულების შეცვლაც,. ეს ყველაფერი ერთგვარ კანონიკას ექვემდებარება. ბორჯღალის ფრთების რაოდენობა უშუალოდ დაკავშირებულია მიღმურ სამყაროსთან, ცასთან, ეთერთან. მაგ მისი 7 ფრთა სიმბოლურად ასახავს მეშვიდე ცას, არა ფიზიკურ ცას, არამედ სულიერ ცას. რომელსაც ზეცა ეწოდება. ანუ ცის ზევითი. ცათა ცა, და ცათა ცათანი. შვიდი - შვიდობას უკავშირდება. სულიერ შვიდობას. ასეთივეა მეცხრე ცა და 9 ფრთიანი ბორჯღალიც. ამ ყველაფრის უგულებელყოფა ყოვლად დაუშვებელი რამ გახლავთ. შვიდი ნათობა, სავანე.ქართველთა კოსმოგონია ჩართულია ამ პროცესში, რაც ზეციერ სინათლესთან თანაზიარობას გადის.ქართულ კოსმოგონიას ჰყავდა რამდენიმე მნათობი, ესენია. მთვარე, ჯუმა, ცისკარი, მარიხი, დია, ზუალი და არდი (მზე). ეს 7 მნათობი კრავდა ზეციურ კაბადონს. ასეთი იყო ქართველთა რწმენა-წარმოდგენები. ბორჯღალი კოლხურ-იბერიულ ანუ პრტოქართველურ სიმბოლოდ გვესახება, მართალია ის სხვაგანაც შეინიშნება, მაგრამ უფრო სარწმუნოა, რომ ის ჩვენგან, კოლხ-იბერებისგან გავრცელებულიყო მთელს მსოფლიოში. ასეთი ორნამენტული სიმბოლოები ჩანს ბასკურ საკულტო ნაგებობზე, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, იმ გარემოებას, რომ ბასკური კულტურაც იკვებებოდა  პროტოქართველური ცივილიზაციით, კოლხურ-იბერიული ფენომენით. საკითხის გასარკვევად, აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვემიჯნებით რაიმე დაყოფას კოლხურ-იბერიულიმოდგმისა. ჩვენი აზრით, ეს ერთი და იგივე ცნებებია პროტოქართველური ხალხებისა. კრებითი სახელია, რომელიც ერთსა და იგივეს შეიცავს თავის თავში. ჩვენი აზრით, საქართველოში უნდა გაიგონ ერთი და ძალიან მარტივი რამ, კოლხეთი არ ნიშნავს მხოლოდ დასავლეთ, საქართველოს და არც იბერიაა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველო. ორივე ერთი ხალხის კრებითი სახელია. ამდენად თრიალეთის, მტკვარ-არაქსის და კოლხური კულტურა არ იყო, სხვადასხვა ხალხების მიერ შექმნილი კულტურა. ერთი კულტურის, ხალხის ცნობიერების გაფართოვება- გადასვლის მომენტებთან გვაქვს საქმე.
 საქართველოში ბორჯღალი გვხვდება სხვადასხვა ადგილას, კოლხური კულტურის ნიმუშებზე (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი — I ათასწლეულის I ნახევარი). კერძოდ, კოლხეთში ნაპოვნი ბრინჯაოს ცულებს ამოტვიფრული აქვთ სვასტიკის ნიშანი.
(მტკვარ-არაქსის კულტურა ძვ. წ. IV ათასწლეული)
სვასტიკის ნიმუშები აღმოჩენილია თრიალეთის კულტურაში, რომელიც ძვ. წ. III – II ათასწლეულით თარიღდება. ეს აღმოჩენები, გვარაუდებინებს, რომ ის ქართველთა, ძველ კოლხ-იბერთა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებდა. ის გვხვდებოდა ასევე საკულტო ნაგებობებზე, სახლის დედაბოძზე, საინტერესოა ასევე, ლაზური ორნამენტები, სადაც ამავე ნიშანს ხშირად შევხვდებით. ბორჯღალი საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე წმინდა ჩუქურთმა იყო და ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ლოგოგრამა. ბორჯღალის ორნამენტს ხშირად შევხვდებით ძველი ქართული სახლების აივნებზე, კარიბჭეზე, შრომისა და საბრძოლო იარაღებზე, სამეფო ბეჭდებზე (მცხეთა), შენობებზე, და ჭურჭელზე. გვხვდება ქართულ ტაძრების კედლებზე. მაგ სვეტიცხოველი, ბაგრატის, ტაძარი მარტყოფი, პალესტინაში — ქართველთა (ლაზთა)ჯვრის მონასტრის კედლებზე.და სხვა. ქართულად გვაქვს სახელწოდების სხვადასხვა ვარიაცია, ქართული ბორჯღალისა. არის როგორც ბორჯღალი, ბორჯღალა, და ბორჯღალო. სამივე თანაბრად გამოიყენება, მაგრამ ჩვენ ვემხრობით თავდაპირველ ფორმას, ბორჯღალი. ა-სა დო ო-ს დამატება გვიანდელი პროცესია. რაც უფრო აღმოსავლეთ საქართველოს კუთხურ- კილოების გავლენად გვესახება. ამიტომ სახელი მისი გახლავთ ბორჯღალი. შეგნებულად, ბოლომდე დავიტოვებთ ეტიმოლოგიის განხილვას. ამ მხრივაც, არ გვაქვს სახარბიელოდ საქმე, მრავალი უზუსტობა იმკვიდრებს ფეხს ამ სიტყვაში, რასაც ზოგჯერ შეგნებულადაც სჩადიან. ყურადღება გავამახვილოთ ბორჯღალის სიმბოლურ დანიშნულებაზე. ამ ლოგოგრამას თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ის ძალიან ჰგავს მზეს. სხივგაშლილ, ცხრათვალა მზეს. ეს ყველაფერი უშუალო კავშირშია სინათლესთან, ხოლო სინათლე კოსმიურ მოვლენებთან. ქართული მნათობების სახელები, მათი მოძრაობა, ეს ყველაფერი უკავშირდება და ასახავს სინათლის გადმოსვლას, ფრქვევას დედამიწაზე.ეს ორნამენტული კომპოზიცია მიიჩნეოდა მზის მისტერიად, სიცოცხლის უკვდავმყოფადობის, საიდუმლო ცოდნის, ძალაუფლების, შემოქმედი ძალის, კეთილდღეობისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ. ღმერთის სამყოფელის მისტიურ ადგილს სიმბოლურად გამოხატავდა 7 მნათობი: სტანდარტული ქართული ბორჯღალის ფრთებიც 7-ია , ,. მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარე
ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური. ჯუმა ნაყოფიერების, მწყემსთა და საქონლის მფარველი წარმართული ღვთაება. მეგრულად ჯუმა-ძმა.
მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, აფროდიტე, იშტარი
მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი
დია (იგივე მუშთარი) — იუპიტერი
ზუალი — სატურნი
ჰელიო(იგივე არდი) —მზე. დია კი განიმარტება, როგორც დედა მეგრულად. ქართულ ლექსიკონებში მასზე ასეთი ცნობებია დაცული.:ესე დია არს მეექვსესა ცასა ზედა, ხოლო ცისა მის სიმგრგვლე არს ოთხას ოთხმოცდაათი ბევრის ბევრი და სამას სამოცდათვრამეტი ეჯი. ხოლო სივრცე მისი ასორმოცი ბევრის ბევრი და ოთხას ოცდათვრამეტი ათას ექვსასი ეჯი. ქვეყანით იქიმდე სამოცდაათი ბევრის ბევრი და თოთხმეტი ათას რვაასი ეჯი. ამ დიას ცაშიგან ერთი სხვა ვარსკვლავია, სიმგრგვლე მისი არს ასორმოცდაორი ათასი ეჯი. სივრცე მისი ორმოცდაათიათას ექვსას ორმოცი ეჯი, ხოლო სიდიდე დიასი არს ოთხმოცდაათხუთმეტჯერ ქვეყანისა ოდენი. ესე დიას ცა მოიქცევის დასავლიდამ აღმოსავალის მიმართ ათორმეტთა წელიწადთა შინა ერთ გზის. ამისი უთქვამსთ სახე ბერის კაცისა. გვირგვინოსანი, მარცხენესა ჴელთა ქონებად არგნისა და მარჯვენათა ჴელთა ცეცხლისასა. დია, რომელ არს ზ ე ვ ს „. დია, როგორც აღვნიშნეთ მეგრული სიტყვაა. ამიტომაც ეს პლანეტა მეგრელთა წარმოდგენებში განსაკუთრებით ცოცხლობს. ქართულ ოფიციალურ წყაროებში არსად არ არის განმარტებული, რომ ის მეგრულ-დედას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მეგრელთა შეგნებაში ეს პლანეტა ცალკე პლანზე დგას. მას მიაწერენ საკუთრივ ერთი კუთხის სამეგრელოს მფარველობასაც.,,
,,იუპიტერი, რომელსაც თექვსმეტი წვრილ-წვრილი თანამგზავრი ჰყავს, მფარველობს გეოგრაფიულ ზონას, რომელსაც სამეგრელო მიეკუთვნება“ (ალიო ქობალია -,,მეგრული ლექსიკონი)

ეს კრებითი შვიდი მნათობი აისახა ქართულ სიმბოლოზე. წრე როგორც ცნობილია, ნიშნავს მარადისობას. საწყისი წერტილიდან, იმავე წერტილამდე მოსვლას, რასაც მარადისობის ფენომენი ეწოდება. ეს ციკლური ბრუნვა უსასრულოა, მას სასრული არ გააჩნია. ამიტომაც ქართველთა ცნობიერებაში მარადიულობა ასე განივრცო და გამოიხატა. ქართველი კაცი, ამ სიმბოლოსთან აიგივებდა მთელ სამყაროს, ამ ცნობიერებით უსწორებდა იგი მომავალს თვალს, აქ იყო იმედი, იმისა, რომ ყველაფერი საწყისს წერტილს დაუბრუნდებოდა. მზის პრიმატი, არ იყო ქართველებში ჰელიოცენტრიზმის ქადაგება, მაგრამ მზეს ჩვენს ცნობიერებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. გეოცენტრიზმი თუ ჰელიოცენტრიზმი აქ მთლიანად ცალკედ განიხილებოდა, ეს არ ყოფილა, დედამიწის მოძრაობის ან მზის მოძრაობის აღმნიშვნელი იკონი, არამედ აქ ჩანდა უფრო ღრმა სიმბოლიზირება, საკრალიზაცია მოვლენისა. მეტაფიზიკურ ჭრილში განხილული, რაც ყოველგვარ მიწიერებაზე მაღლა იდგა. ქართულ პანთეონში აღნიშნული ჯუმა უკავშირდებოდა ხვავსა და ბარაქას, ნაყოფიერებას. ეს კი თავისთავად მიერთებული იყო განცდასთან მზის სინათლესთან, რომელიც სიცოცხლეს განაპირობებდა. საინტერესოდ გვესახება ასევე ბარბალეს კულტი, რომელიც მთელს საქართველოში იყო გავრცელებული. ეს კულტი სისხლ-ხორცეულად არის დაკავშირებული მზესთა ნმის მცხუნვარებასთან და სიმრგვალესთან, დისკოსთან. წარმართული პანთეონის მკვიდრი ქალღმერთი ბარბალე მიიჩნეოდა, როგორც მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ხვავისა და ბარაქის, ნაყოფიერების მომნიჭებელ ქალღმერთად, მასზე ამყარებდნენ იმედებს შვილიერებაზე, გამრავლებაზე. ქართულში გვაქვს სხვადასხვა ვარიაციები მისი სახელისა.- ბარბალე/ბარბარე, - სვანური - ბარბალი/ბარბარი და მთიულური ბარბალა/ბარბარა) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. რაც აქ გახლავთ მოცემული , ამის იქით ქართველი მეცნიერები არ მიდიან. ყველგან  გვერდს უვლიან მეგრულ ენაში შემორჩენილ მასალებს. მე ამ გულისტკივილს არაერთხელ გავახმოვანებ ამ თუნდაც მეცნიერულ გამოკვლევაში, რადგან სახეზეა, მიზანმიმართული პროცესი, რაც ემსახურება მეგრულის უკანა პლანზე გაწევას. როდესაც სვანურ ბარბალზე მიდის მსჯელობა, იქ არავინ არ ასახელებს მეგრულ ენაში დაცულ ფორმებს. არადა, ხვედრითი წილი სწორედ მათზე მოდის. რა უფლებით ამბობენ, რომ ეს არის სვანური და არა მეგრულ-ზანური ფორმაა? მაშინ განავრცონ ეს ფორმები  სვანურით, რაც ყოვლად წარმოუდგენელია. ჩვენ კი ახლა მოვიტანთ რამდენიმე პარარელურ ფორმებს მეგრული ენიდან.
(ბარბალი მზის სიმბოლოა) და იგივე ბარობა უნდა იყოს. ბარბალობის შემდეგ დღე მატულობდა. (ბარბალობას თუნთი ინჯირუ მუშ ფოთქვის დო ირულუანს გაზარხულშა. ბარბალობას დათვი წვება ბუნაგში და გაზაფხულამდე იძინებს (იხ. ობარბალე ღეჯი, ობარბალე ჩხოუ, ობარბალე უღუ, ობარბალე ბეჭილია, ობარბალე ჩინთი);(ალიო ქობალია ,,მეგრული ლექსიკონი) , ასევე ფორმები, რომელნიც უშუალოდ უკავშირდებიან მეგრულ ენაზე ბარბალს და მზეს. ბარაციცი-მეგრულად მზიანი.,
(იბარბალ- ბრუნავს, ტრიალებს, იბარბანჩ- ცეცხლი გიზგიზებს.პარალელური ფორმებითურთ. ბარბანჩა-გიზგიზა, ბორბონჩია-მოგიზგიზე. სიმრგვალესთან ასოცირებული ფორმები. ბარბატელი-
დახვეული, დაგორგლილი რამ , ისევ ცეცხლთან ასოცირებული,
ბარგანჯი ბრიალი, გზნება (ცეცხლისა)
ბარგანჯია ბრიალა, ცეცხლოვანი, გიზგიზა. და ბოლოს ბარჩხალი და ბარჩხალა. როგორც დავინახეთ, უამრავი მასალა ყოფილა მეგრულ ენაში წარმოდგენილი. ამ რაოდეონობის პარალელური ფორმებითურთ მოიძიონ ქართულ სალიტერატურო ენაში ან სვანურშიც და შემდეგ ამტკიცონ ეს აბსურდული მოსაზრებები. საერთოქართულის მზაკვრული ტერმინით მთლიანად ნიველირება ხდება მეგრულ-ზანური ენისა და ცნობიერებისა, მთლიანად უგულებეყოფილია მისი უდიდესი როლი ქართული ცნობიერების ჩამოყალიბებაში. როდის უნდა მოეღოს ბოლო,ასეთ ფსევდო მეცნიერებას და მეცნიერებს?



კოლხი კაცის შეგნება ოდითგან მაღალი და გამორჩეული გახლდათ. ის ყოველგვარ ჰელიოცენტრიზმსა და გეოცენტრიზმზე მაღლა იდგა. სამყაროს ერთიანობის განცდა აისახა კოლხურ ლექსში, რომელსაც საგალობელიც შეიძლება ვუწოდოთ თავისი ხასიათიდან გამომდინარე. უღრმესია ეს ლექსი. ულამაზესია მეგრულ ენაზე ეს ყოველი. ,,ბჟა დია რე ჩქიმი, თუთა მუაჩქიმი, ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი,და დო ჯიმა ჩქიმი“ მზე დედაა ჩემი, მთვარე მამაჩემი, მოციმციმე ვარსკვლავები, და და ძმაა ჩემი.“ მარადქალურ ასპექტად დედის წარმოდგენა, ხოლო მთვარის კი მამაკაცურ საწისად. ყოველთვის პრტოქართველურ სამყაროში შეინიშნება. ყველა კულტურა, სადაც მსგავს ასახვას ვნახავთ, ღვიძლი ნაწილი იქნება ჩვენი კულტურისა. ასე მოაზრება სამყაროსი, ამ სახის კოსმოგონია განაპირობებდა ქართველი კაცის აზროვნებისა და ცხოვრების წესს. ქართული სახლის, დარბაზის ფორმა და მის ცენტრში მოთავსებული დედაბოძი, მთლიანად იჭერდა სახლის თაღს, მასზე იყო დამყარებული სახლის სიმაგრეც.სწორედ ამ დედაბოძზე იყო ამოტვიფრული სიმბოლური ნიშნები. აღსანიშნავია, რომ ეს სიმბოლოები სიდიდით კომპოზიციაში შემავალ ვარსკვლავთა ფორმებს ბევრად აღემატება; ეს მოვლენა შემთხვევითი არ არის და იმაზე მიგვითითებს, რომ მზეს და მთვარეს ჩვენი წარმართი წინაპრების ცნობიერებაში გაღმერთებულ მნათობთაგან მთავარი ადგილი ეკავათ. საინტერესო და საკმაოდ საკრალიზებულია, ქართული ხალხური ლექსი ,,მზე შინა“ რომლის სიღრმე და ვიზონიზმი განსაცვიფრებელია. ამ ლექსში საოცარი მოწიწება გამოსჭვივის მზისადმი. ქართველი კაცი მზეს უმღერის, სთხოვს მას შემოსვლას, მაგრამ ყველგან ჩანს, რომ ეს არაა ფიზიკური მზე, აქ უფრო სულიერ მზეზე მიდის მინიშნება. ამ შემთხვევაშიც მზე მარადქალური საწყისის განმასახირებელია. ,, მზე დაწვა და მთვარე შობა“ ეს სტრიქონები არის უმაღლესი პოეზია, მაგრამ ის ამავე დროს შეიცავს უღრმეს ინიუტიურ განჭვრეტას. რაც უკვე ქრისტიანულ მსოფლაქღმაში იმკვიდრებს ადგილს. ჩვენს ცნობიერებაში ამ სახით არსებობდა მუდამ მზე, ის რაც მხატვრულად გამოისახა და იკონირდა, სიმბოლიზირება განიცადა, ჯერ ცნობიერში აღიძრა და განსხეულდა. ამიტომ თამამად უნდა ვამტკიცოთ ქართველებმა, რომ სვასტიკა და ბორჯღალი თავისთავად პროტოქართველური კულტურის მონაპაოვარია. შემდეგ იქნა ის ინდოევროპულ-არიულ რსსაში გადასული, როდესაც კოლხურ-იბერიულმა ფენომენმა უკანა პლანზე გადაიწია და ასპარეზი დაუთმო თავიდან ველურ ტომებს, რომელიც ამ ცივილიზაციის ათვისებით გაკულტურდნენ, წამყვანი პოზიციები დაიკავეს ყველგან, სადაც კი ჩვენი კოლხურ-იბერიული ცივილიზაცია ბატონობდა.  
ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ გეომეტრიულ ნიშნების საკითხს.
  გეომეტრიულ ნიშნების კვლევა მსოფლიოში ძალიან გვიან დაიწყო XIX საუკუნემდე, ის არც არსებობდა მეცნიერული სახით. გეომეტრიულ- ,,კოსმოგონიური ნიშნები ადამიანის განყენებული აზროვნების დასაწისიდან იღებს სათავეს“. ეს ცნობილი დებულებაა, რასაც მეორე მნიშვნელოვანი დეფინიციაც დაერთო.,,გეომეტრიული სიმბოლიკა საკულტო სამსახურთან და ტრადიციასთან მოიაზრება." საერთოდ მკვლევართა შეთანხმებული აზრი დღეისთვის გახლავთ შემდეგი:,,გეომეტრიული ნიშნები წარმოადგენენ ხილული სამყაროდან აღებული მოდელის სტილიზაციას". ფრანგი მეცნიერი დეშელტი ბოლობშეხრილ ჯვარს სვასტიკას, მზის ლოგოგრამას ემბლემას უკავშირებდა, ამ ფენომენს სამხრეთიდან წამოსულად თვლიდა. წრეში ჩამჯდარი წერტილი, ბორჯღალი არ იწვევს სხვა მოსაზრების გაჩენის შესაძლებლობას, იგი ყველა მეცნიერთან მზეს ასახავს. აქ მსჯელობაში დაიბადა მეცნიერებში საკმაოდ საგულისხმო მოსაზრება, რომ ამ სიმბოლო-ლოგაგრამებს, ხომ არ ჰქონდათ იეროგლიფური ფუნქციაც, რაც არ იყო საფუძველსმოკლებული დებულება.ინგლისელი მეცნიერის ფრიდრეს პირტის აზრით დამწერლობის წარმოშობა უკავშირდება სწორედ ამ წინაისტორიულ სიმბოლოებს, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა შუამდინარეთში, ეგვიპტეში, მცირე აზიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთის რიგ ქვეყანებში. ხოლო მეცნიერმა ჰომელმა წამოაყენა ასეთი მოსაზრება, სემიტური დამწერლობის ნიშანმიმდევრობა გადმოღებულია ქალდებისგან, რადგან სემიტური დამწერლობის ნიშნები სტრუქტურულად ემყარება ქალდების ასტროლოგიურ მონაცემებს და მათ კანონებს. პირტის ეს მოსაზრება, ჩავარდა, არ გაიზიარეს, თუმცა მისი არგუმენტირებული უარყოფაც სათანადო დონეზე არ მომხდარა. ქართველმა მეცნიერმა აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ ამ დებულების არსებობა დაუშვა, იგი წერს:,,,,საერთოდ არ უნდა იყოს გამორიცხული, რომ ნიშანთმიმდევრობა რომელიმე გრაფიკულ სისტემაში გარკვეულ ასტროლოგიურ წარმოდგენებსაც უკავშირდებოდეს. ასტროლოგიური წარმოდგენები დამწერლობასთან კავშირში თავს იჩენს ზოგ უძველეს ორიგინალურ წერით სისტემაში, რომლებიც ღვთაებრივი ძალის პროდუქტად არის მიჩნეული როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ ცივილიზაციებში. განსაკუთრებით ძლიერია წერის მისტიკური ძალა იმ საზოგადოებათა წარმოდგენებში, სადაც დამწერლობა ქურუმთა სპეციალური კასტის კუთვნილებას წარმოადგენდა. იმ საზოგადოებებში, სადაც წერა ფართოდ ვრცელდება და საზოგადოებრივ კუთვნილებად იქცევა, დამწერლობას არ უკავშირდება ის მისტიკური წარმოდგენები, რაც მთელი რიგი აღმოსავლური ცივილიზაციებისთვისაა დამახასიათებელი. Aასე, მაგალითად, ბერძნული ცივილიზაციისათვის უცხოა წარმოდგენები წერის მისტიკური ძალისა და დამწერლობის ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ.” (თ. გამყრელიძე ,,წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა”. 1990წ.).
ეს დებულება, საკმაოდ სწორი გახლავთ, ამ ყოველივეს ამყარებს ქართული ასომთავრული ანბანის მოხაზულობა. ქართული ასომთავრული ანბანი კი თავიდანვე ემყარება კოლხურ დამწერლობას, რომელიც ქურუმთა შემწეოებით ინახებოდა. ამ მხრივ ყველაზე დაცული ადგილი იყო მთა. რომელიც ზოგადად კულტურის შემნახველ, გადამრჩენ ადგილს წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნის რელიეფური მდგომარეობა იძლეოდა ამის შესაძლებლობას. ქართული გენი თუ ქართული კულტურა სწორედ მთაში გადარჩა. მთას აქვს ეს თავისებურება, მნიშვნელოვანი როლი გადამრჩენლისა. მთაში კულტურა არ იქმნება კულტურის შენარჩუნება ხდება. ჩვენი მეცნიერების უმეტესი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხევსურეთში, სვანეთში სიმრავლე წარწერებისა, კრიპტებისა და სხვა საინტერესო ნიშნებისა ლოკალურ ფენომენად უნდა გამოცხადდეს, რაც არაა სწორი, და მნიშვნელოვნად აფერხებს ჩვენს ისტორიულ-ლინგვისტურ წინსვლას. სახეზეა, თამაზ გამყრელიძის დებულების სიზუსტე.სვასტიკა არის ქართულ ასომთავრულ ანბანშიც, რომელიც ”ქანის” ასო-ნიშანია მთელ რიგ ასომთავრულ ძეგლებზე (卐). ანბანში გამოხატული ეს ნიშანი მიუთითებს გეომეტრული სიმბოლოების იეოროგლიფურ ან ანბანურ, დამწერლობაში, როგორც მნიშვნელოვანი ფუნქციის შემსრულებელზე.
ამჯერად უნდა განვიხილოთ ბორჯღალის ეტიმოლოგია, მისი წარმომავლობა თუ საიდან უნდა გაჩენილიყო ეს სიტყვა თუ სიტყვა-კომპოზიტი. ქართველ მეცნიერებში ამაზე სხვადასხვა აზრი არსებობს, თუმცა ყველაფერი ძალიან მარტივია. ამ სიმბოლოს ეტიმოლოგიის გარკვევას არ სჭირდება დიდი ლინგვისტური შორსმჭვრეტელობა, თუ ვიხელმძღვანელებთ სინდისიერად და პატიოსნად. გამოვრიცხავთ, ყოველგვარ ბოღმას და თავს არ მოვახვევთ ლინგვისტურ პოლიტიკას. როდესაც ასეთ რამეებზე ვამახვილებთ ყურადღებას და მივანიშნებთ. ესეიგი, საფუძველიც არსებობს საიმისო. განვიხილოთ თითოეული მოსაზრება. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე მოსაზრება ძალიან ახლოს დგას სიმართლესთან.
ბორჯღალი” არის ქართველური წარმოშობის და მისი შესატყვისია მეგრული “ბარჩხალი” – (თვალისმომჭრელი) ნათება, ელვარება, კაშკაში. დღევანდელ სალაპარაკო მეგრულში “ბჟა ბარჩხალია” – იტყვიან მცხუნვარე, მოკაშკაშე, სხივებდაფენილ მზეზე, საერთოდ მნათობებზე. ეს მოსაზრება საკმაოდ სწორია, თუმცა მასზე ცალკე უნდა ვიმსჯელოთ, რადგან დაზუსტებას მოითხოვს.

ზოგი მკვლევარი “ბორჯღალ”-ის განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა: “ბორჯ” მეგრულად “დრო”-ს, “ჟამს” აღნიშნავს, ხოლო “ღალ” (ა) მეგრულად წაღებას, სვლას ნიშნავს. ამ ინტერპრეტაციით, მთლიანობაში, “ბორჯღალ” დროის სვლას, ჟამის წამღებს, მარადისობას ნიშნავს. დრო ტრიალებს ისე როგორც დედამიწა მზის გარშემო და ამ წრებრუნვით დრო გადის ულევად. მარადიულობის განსახიერებაა. აქვე აღსანიშნავია, რომ “ღალ” (ი) მეგრულად მდინარესაც აღნიშნავს, ანუ გამდინარეა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია.
ეს მოსაზრება უფრო ნაკლებ სარწმუნოა. დროის მდინარებასთან ,,ღალას“ და ,,ბორჯს“ ასე ვერ დავაკავშირებთ, თუმცა სიმბოლო, რომ მარადისობასაც განასახიერებს ამაზე ზემოთაც ვისაუბრეთ. თავიანთი კუთხით, ამ ორივე მოსაზრებას არსებობის უფლება აქვთ, ჩვენ გვაინტერესებს სიტყვის წარმომავლობა უშუალოდ, რასაც ბოლომდე ესენი ვერ ასახავენ.

ზოგი მკვლევარის მიხედვით ბორჯღი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს “ფესვს, საძირკველს”, აქედან არის ნაწარმოები მისი გვიანდელი ფორმა “ბურჯი”. სიტყვა “ღალ” ნიშნავს „წმინდა (ჯანსაღ)ნაყოფს”, „მოსავალს“, „გამოსავალს“, „ბარაქას“. მაშასადამე ბორჯღალო სიტყვა-კომპოზიტია და ნიშნავს — ბურჯის (ბორჯი), იგივე ფესვის — გამოსავალს, „წმინდა ნაყოფს“, ბარაქას. იკითხება, როგორც ბურჯიდან (ბორჯი), იგივე წმინდა ფესვიდან აღმოცენებული „წმინდა“ (ჯანსაღი) ნაყოფი.

ამასთანავე „ბორჯღლი“ ეწოდება ირმის რქასა და ხის ისეთ მსხვილ ტოტს, რომელიც მდიდარია შედარებით წვრილი ტოტებით. ირმის რქა ოდითგანვე მიიჩნეოდა სიცოცხლის ხის სიმბოლოდ, ხოლო მისი ცვლა ქართულ მითოლოგიაში უკვდავების მინიშნება იყო.
აქ კი იძულებულნი ვართ შევჩერდეთ და მეტი ყურადღება დავუთმოთ აქ ნათქვამ სიცრუეს. პირველი სიცრუე, რაც შეინიშნება არის ის, რომ ბორჯღი არ გახლავთ ძველი ქართული სიტყვა. ის მეგრულ-ზანური სიტყვაა. ამ თანმიმდევრობის დარღვევა შეგნებული ხასიათი აქვს. მეგრულ-ზანური ენიდან კი ძველ ქართულში მისი დამკვიდრება ჩვენთვისაც მისაღებია. ისმება მარტივი კითხვა, რამდენად ვარიაციულად შეიძლება ეს სიტყვა გაიშალოს ქართულ ენაში? სად, რომელ ენას მოუვა უფრო მეტი ხვედრითი წილი? ესეც ადვილად დადგინდება.,,ბორჯღამი- ღივიანი. ბორჯღება თვალის მოჭრა, აჭრელება. ბორჯღი- ღივი, ფესვაკი; ზრო, ვარჯი; თვალის ჩინი, ფესვი თვალისა.(ალიო ქობალია,,მეგრული ლექსიკონი“) კარგად ჩანს, რომ მეგრულ ენაში არის ეს სიტყვა, ამიტომ ძველი ქართული ენისთვის მისი მიკუთვნება რბილად, რომ ვთქვათ უსინდისობაა.თუ ასე დაიწერებოდა, რომ ის ტავიდან მეგრულ-ზანური ენიდან შევიდა ძველ ქართულ ენაში, მაშინ პრობლემა მოხსნებოდა. თანმიმდევრობის დაცვას ლინგვისტიკაში მნიშვნელოვანია. თანაც მეცნიერის პატიოსნებაც იკვეთება ამ შემთხვევაში. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე შეურიგებელი ბრძოლაა გამოცხადებული მეგრულ-ზანური ტოპონიმების მიმართ. რაც ჩვენს ისტორიულ სიმართლეს და წინსვლას მუდამ აფერხებდა. ეს უკვე ავადმყოფურ ხასიათს იღებს, რასაც ქართველმა ერმა უნდა დაუსვას წერტილი. ბურჯი არაბულ სიტყვად არის ამასთანავე მიჩნეული, სად ბურჯი და ბორჯღალი. ეს აბსურდია. როდესაც პირდაპირ არის მეგრულში ბორჯღი. რა პრინციპით უნდა ვთქვათ მასზე უარი?  გაშლილს განტოტვილს მეგრულში ბირჯღალი, ბერჯღელია, აკობარჯღილი, მობარჯღილი, ბორჯღანც და სხვა სიტყვების უამრავი ვარიაცია გააჩნია? რატომ უნდა უგულევებელვყოთ მეგრული ენის მონაცემები? ასეთი მიდგომა ხომ არის ავადმყოფური. და თუ ავადმყოფურია, რატომ გინდათ ეს თქვენეული სენი მთელს საქართველოში გაფანტოთ და დაასნებოვნოთ საზოგადოება. ქართველ კაცს რატომ ურჩევნია არაბული სიტყვიდან მისი ახსნა და არა მეგრულიდან. მაშინ როდესაც ყველაფერი გამჭვირვალეა, რატომ იგონებენ ახალ-ახალ თეორიებს, მოსაზრებებს ამ გამჭვირვალობის ასამღვრევად?
ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენეულ მოსაზრებას. რაც ემყარება უტყუარ ჭეშმარიტებას. თუ ვაღიარებთ, რომ ბორჯღალი გახლავთ მზის სიმბოლო სოლარული ნიშანი, მაშინ, ის არის ტოტებად გაშლილი სხივად გამოსული, ფესვებგაბარჯღული. რა ეწოდება მეგრულად გაშლილს, განტოტვილს ან ტოტს?  ბორჯღოლი-ტოტი. რა ეწოდება მეგრულად ფესვს, ხორთუმს ფესვაკს? ჯღალი. ანუ ბორ-ჯღალი. დისკოდან გამოსული ფესვი სხივი, ნათება. ჯღალ-ი (ჯღალს) 1. კლანჭი; ჭანგი, ბრჭყალი. ართშა ჯღალი ქიგაშქუ-და, უკულ ვეგჩნორცხებუე -- ერთხელ ჭანგი თუ ჩაგარტყა, მერე არ ჩამოგცილდება. დირსიოლუ არწივიქჷ, ქიგიაშქუ ჯღალი გვერცჷ -- დატრიალდა არწივი, დაარტყა კლანჭი გველს. 2. ჯღა; სიმინდის გარეთა ფესვი, რომელიც გამოაქვს ტაროს გამოტანისთანავე. სიმიდი ჯღალემს გეითიღანს დო დიხას აშქვანს -- სიმინდი ჯღებს გამოიტანს და მიწაში ასობს.,,( ოთარ ქაჯაია,,მეგრული ლექსიკონი) ჯღა ჩხა, ბორჯღალა სარი; ღოჯი, ღივი; ბორჯღლედი

ჯღალი ღივი, ფესვაკი

ბირჯღალი- გაფარჩხული; ბორჯღალა; ფიცხი, ბრაზიანი
. ბირჯღი- ბორჯღლი, ფესვი თვალისა. (ალიო ქობალია ,,მეგრული ლექსიკონი“) როგორც ვხედავთ ჯღა- ფესვი ტოტი, კლანჭი, ხორთუმი. მრავალი მნიშვნელობა აქვს. ჯღა ჩხა, ბორჯღალა სარი; ღოჯი, ღივი; ბორჯღლედი

ჯღალი ღივი, ფესვაკი

ბირჯღალი გაფარჩხული; ბორჯღალა; ფიცხი, ბრაზიანი
. ბირჯღი ბორჯღლი, ფესვი თვალისა. სწორედ ჯღამ მოგვცა ვარიაციაში ჩხა. რადგან ჯღ მჟღერი ფონემები , ჩხ ჩქამიერ თანხმოვნებად იქცევიან. ამიტომ ეწოდება ვაზის ტოტს ჩხა. რომელიც ჯღა -დან მომდინარეობს. გავადევნოთ ტვალი მათ ლინგვისტურ ცვლილებას. მაგ. ჯღა-ჩხა, ბორჯღანს ბორჩხანს, ჯღავილი- ჩხავილი. ჯღრჯღ-ჩხართვი. როგორც ვხედავთ კანონზომიერი ხდება ეს გადასვლა. ასეთი მოვლენაა მეგრული ბარჩხალიც, ნათება. ჯღა, ჩხა გადმოდის ნათება, ემანაციაში ექცევა, დისკოდან სხივი ფესვისმაგვარი გადმოდის, გაშლილი. ეს ყველაფერი სახეზეა, ამიტომ ნუ ცდილობენ ჩვენი ,,ყოვლისმცოდნე“ მეცნიერები ქართველი ხალხი შეცდომაში შეიყვანონ, ნუ უბნევენ თავგზას. მეგრული ენის გარეშე ამ სიმბოლოს ეტიმოლოგიის ახსნა არის წყლის ნაყვა, ხოლო მათი კვაზიმეცნიერული დებულებები კი სასაცილო. დასკვნა კი ასეთია. ბორჯღალი, ბორ-ჯღალი. არის მეგრული სიტყვა. რომელიც ნიშნავს ფესვს, განტოტვილს, გასხივებულს, დისკოდან ემანირებულს სხივს, ბარჩხალს.თავად ბარჩხალი ნიშნავს სხივმფრქვეველს რომელიც მზეს გვერდებიდან გამოეყოფა, რომელიც ჰგავს ჯღას, ფესვს.ასე რომ  მოეშვით ქართველი ერის ისტორიის ნიველირებას, დააშორეთ ლინგვისტიკა პოლიტიკას. ნუ უხშობთ ერს კანონზომიერი განვითარების შესაძლებლობას.