вторник, 26 августа 2014 г.

ზაალ ჯალაღონია - ქალდია -ანუ ლაზეთ-ჭანეთის საკითხისათვის

                                                          

          




  ქალდია- ლაზეთი ისტორიულად არის ის ტერიტორია, სადაც მოხდა ქართველური ტომების თავმოყრა - განაწილება.. ეს ისეთი მტკიცე არგუმენტებით გამყარებული თემაა, რომ მასზე დღეს უკვე არავინ დაობს. მეცნიერებიც შეთანხმებულები არიან. ყველა აცნობიერებს იმას, რომ ლაზეთ-ჭანეთი,  ძველი ქალდია,ქართველთა ფესვია, საფუძველთა-საფუძველია. როგორი გასაკვირია, მაშინ იმის  წაკითხვა სამეცნიერო წერილებში, რომ ქალდია ეს ჭანეთი,ლაზეთია,მაგრამ ის სრულიად ცალკე დგას  ,მეგრული შტოსგან. ამაზე უფრო დიდი სიბეცე განა არსებობს რამე? თუ იმაზე თანხმდება ყველა, რომ  ქალდია არის საქართველოს  ფესვი,საიდანაც ამოიზარდა ჩვენი შეგნება, ცნობიერება,რომ ეს მხარე იყო და არის  დასახლებული ლაზებით, (ჭანებით,) რომელნიც  მთიანი ადგილების მოსახლეებად იწოდებიან. ანუ იგივე ლაზები არიან. რატომ კნინდება ეს ცნობა, ვის აძლევს ხელს მისი შებრუნებული სახით წარმოჩენა. ნუთუ, იმდენად დაეცა ჩვენი ისტორიოგრაფია, რომ ლაზი რამე სხვა, მეგრელისგან დამოუკიდებელი ჰგონია ვინმეს? ისინი ტერიტორიულად დაშორდნენ მეგრელებს, თორემ სხვანაირად ისეთივე მეგრელები იყვნენ, როგორც სამეგრელოში დაბადებული ნებისმიერი მეგრელია. რომელ  მეცნიერულ სამართლიანობაზეა საუბარი, მაშინ როდესაც, წერენ ქალდიაზე, ლაზეთზე და იქ ერთი სიტყვით არ მოიხსენიება მეგრელი. , ელემანტარული ჭეშმარიტება, რომ  ქალდი იგივე ლაზი, ჭანის აღმნიშვნელია, ხოლო ეს ხალხები არიან ერთი და იგივენი, იდენტური მეგრელებისა.  რისი გეშინიათ პატივცემულო მკვლევარებო, იმისი აღიარებისა, რომ ქალდი იგივე ლაზია, ჭანია და მეგრელია? რომ ეს შეგნებულად გაყოფილი და გახლეჩილი ერთი და იგივე ხალხი სათავეში დგანან ქართული   სახელმწიფოსი, რომ მათგან წარმოიშვა უმეტესი ტომები ქართველთა?  თუ ასეთი საშიშია იმის აღიარება, რომ ეს ხალხები იყვნენ კოლხები,მხოლოდ კოლხურ სივრცეში მყოფნი და სწორედ კოლხეთმა დაუდო სათავე  მთლიან საქართველოს. ამის აღიარების გვეშინია? თუ იმას ვერ ვამბობთ სახალხოდ, რომ ეს კოლხეთი ლაზი, ჭანი თავისთავად მეგრელს უკავშირდება, მეგრულ შტოს მოიცავს. რა ზიგზაგებით მივიწევთ ამ საკითხისაკენ?!

 ბერძნულ წყაროებს გადავავლოთ თვალი,  ვნახოთ სომხური,  ზოგი ქართული წყაროებიც, გაგვიჭირდება იმის დადგენა, რომ  ეს ხალხები კოლხები,უფრო კონკრეტულად ლაზები,მეგრელები არიან? არ გაგვიჭირდება  როცა სინდისი სუფთა გვაქვს, როდესაც  არ გვაწუხებს კომპლექსები, ამისთვის  მოვიხმოთ ძველი ბერძენი ისტორიკოსის დიოდორე სიცილიელის ცნობა."
ელინები გაემართნენ ელინურ ქალაქ ტრაპეზუნტში, (ელინების მიერ დაარსებული ზ. ჯ )რომელიც სინოპელთა კოლონიაა და მდებარეობს კოლხთა ქვეყანაში"
 . ამ ცნობით ჩვენ ვიგებთ, რომ ძველ ელინელებს, არავის ეჭვი არ ეპარებოდა იმაში , რომ ტრაპეზუნტი კოლხთა ქალაქი იყო, კოლხეთში მდებარე. არც ის იყო, შემთხვევითი, რომ ქართველი მთარგმნელები  სიტყვა კოლხის აღსანიშნავად ყოველთვის ლაზს ან მეგრელს იყენებდნენ. ეს ჩვეულებრივი, იმანენტური მოვლენა გახლდათ. ლაზეთი ეს იყო იგივე სამეგრელო. ხოლო მოსახლეობა ყოველთვის იქ იყო მეგრული.   შემთხვევითი ხასიათი ამას არ ჰქონია. ეს მოიცავდა გენეტიკურ მახსოვრობას. დღესაც, როდესაც  ქართველთა გარკვეული ნაწილი ცდილობს კოლხური ხსოვნა დაივიწყოს, კოლხობა უარყოს,მას დამცველად ისევ მეგრელი ჰყავს. ესაა სწორედ მახსოვრობაზე მეტი ზეცნობიერება. ნუ გაგვინაწყენდებიან სხვა კუთხის ქართველები,მაგრამ ეს არის რეალობა. სვანი სვანობს, გურული,გურულობს, მესხი მესხობს და ასე შემდეგ. ერთადერთი მეგრელი არ ივიწყებს მის უძველეს სახელს და ებგურად უდგას მას. ამის უღიარებლობა არ იქნება ჩვენი მხრიდან გამართლებული
.  საგულისხმოა ის გარემოება, რომ  მეგრულ შტოს იდენტიფიკაციის უნარს უსპობენ კოლხებთან, იწერება ათასი უმსგავსო  შრომები, რომელთაც არაფერი საერთო მეცნიერებასთან არ გააჩნიათ.  ამკვიდრებენ  უსახურ დებულებებს, რომ თითქოს მეგრელებს, არავითარი კავშირი არ აქვს  კოლხებთან, ეს რომ აბსურდია და ყოველგვარ მეცნიერულ ჭეშმარიტებას უარყოფს, ამას ვნახავთ მოხმობილი წყაროების გაანალიზებით
 V საუკუნის ანონიმი მწერალი  “დიოსკურიიდან (რომელსაც აგრეთვე სებასტუპოლი ეწოდება) ვიდრე აფსარის წყლამდე წინათ ცხოვრობდა ის ხალხი, რომელსაც კოლხები ეწოდებოდათ და [მერე] გადაერქვათ ლაზები”(3) .
იოანე ლიდეს (V-VI ს.) მიხედვით, ლაზები იგივე კოლხებია. “კოლხები, რომელთაც აგრეთვე ლაზები ეწოდებათ(4) .
იგივეს აღნიშნავს ბიზანტიელი მწერალი და ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი (ახ. წ. VI ს.). იგი წერს: “სახელი “კოლხები”, როგორც სხვა მრავალი ტომებისა, ამჟამად “ლაზთა” სახელად შეიცვალა”(5) .
პროკოპი კესარიელის უმცროსი თანამედროვე აგათია სქოლასტიკოსი (536-582 წწ.) აღნიშნავს: “ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის”(6) . საყურადღებოა აგათიას მტკიცება, რომ თვით ლაზები თავიანთ თავს კოლხების შთამომავლებად თვლიდნენ და უზომოდ ყოყოჩობდნენ და ტრაბახობდნენ. იგი წერს: “ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ; ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღლობენ, შესაძლებელია არცთუ ისე უსაფუძვლოდ”(7) .
აკად. ნ. ბერძენიშვილი გადმოგვცემს: “ლაზებს მიაჩნიათ, რომ მათი სამეფო კოლხთა სამეფოს გაგრძელებაა, რომ ლაზები პირდაპირი, ჩამომავლობითი და არამხოლოდ პოლიტიკური მემკვიდრენი არიან კოლხეთის სამეფოსი და კოლხთა, რომ, მაშასადამე, ძველი კოლხიდა მათ აქვე ეგულებათ, რომ მათი “სამეფო უძველესია”(8) .
აგათია სქოლასტიკოსი თავის თხზულებაში ყველგან კოლხს ლაზის მნიშვნელობით ხმარობს. ლაზი აიეტი თავის სამშობლოს კოლხების ქვეყანას უწოდებს. იგი ასე მიმართავს თავის თანამემამულეებს: “გაქრა კოლხთა ძველი ღირსება და ამიერიდან ვეღარ ვეღირსებით იმას, რომ სხვებს ვმბრძანებლობდეთ… მე ვინატრიდი კოლხეთის…სახელმწიფოს ჰქონდეს მისი ძველი ძლიერება, რომ მას არ დასჭირებოდეს უცხო და გარეშე დახმარება…”(9)
კვიტაია კოლხეთის ქალაქია, ხოლო კოლხები ლაზური ტომია, ცხოვრობენ აბაზგების მახლობლად”; კოლხებს აზიელი სკვითებიც და ლევკოსირებიც ჰქვიათ; ისინი ცხოვრობენ აზიის მხარეში მდინარე ფაზისის ირგვლივ”… (გეორგიკა, 1967, გვ.32, 36-37)…
 კოლხთა შორის გავლენიანს, გონიერს და თავისი ქცევით მეტად მდაბიურს”. ფარტაზი ლაზების თათბირზე თავის თანამემამულეებს მიმართავს როგორც კოლხებს. იგი ასე იწყებს თავის სიტყვას: “ჩვეულებრივი ამბავი დაგემართათ, კოლხებო, რომ მეტად მოხერხებულად და წარმტაცად თქმულმა სიტყვებმა გონება შეგირყიეს”(10) . შემდეგ ფარტაზე განაგრძობს: “თქვენ კი, კოლხებო, არასდროს არ უნდა დაუკავშიროთ თქვენი აზრები გარეშე მოსაზრებებს… ჰო და, აბა, რის გულისათვის უნდა გადავიდეთ, კოლხებო, სპარსელების მხარეზე… ეს არ შეეფერება მეფეს, ისიც ლაზთა მეფეს, მით უმეტეს გუბაზს. ის რომ აქ იყოს, უეჭველია ის, როგორც ღვთისნიერი და გონიერი ადამიანი, გაგვკიცხავდა ჩვენ ამგვარი ზრახვებისათვის; მოგვიწოდებდა.. აღვჭურვილიყავით კოლხის თავისუფალი შეგნებით”
 როგორც დავინახეთ, კოლხები ყოველთვის მეგრელებს,  ლაზებს, განასახიერებს,  იდენტიფიკაცია სწორედ ამათთან ხდება. ეს არ ყოფილა შემთხვევითი და რიგითი მოვლენა. ყველაფერი გენეტიკური მახსოვრობის შედეგი იყო . ,ამიტომ რაც უნდა ამტკიცონ კოლხების დაშორება მეგრული შტოსგან, ასეთ მკვლევართა მოსაზრებებს უეჭველი მარცხი ელოდებათ.
  კლარჯეთის ზღვისპირა ზოლი ლაზეთის ნაწილი ანუ  ,ძველი ეგრისის კუთვნილი ტერიტორია და ღვიძლი ნაწილი გახლდათ.
  ქალდია, ანუ ხალდია ამ სივრცეს ვერ მოშორდება, ლაზეთს მას ვერ ავაცილებთ, ლაზეთ-ჭანეთი ეს იგივე ქალდიაა.
 ასევე არ შეგვიძლია უყურადღებოდ დავტოვოთ ლაზეთის თაობაზე რამდენიმე საჭირბოროტო საკითხი, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს სათანადოდ არგუმენტირებული პასუხები.
  ლაზებს ზოგი მეცნიერი, შეგნებულად ყოფს მეგრელებისგან და უნდათ დაამკვიდრონ ისე, თითქოს, ლაზები მეგრელების მონათესავე ტომები იყვნენ და მეტი არაფერი. ეს მცდარი წარმოდგენაა. და რატომ?. ლაზები იგივე მეგრელები არიან და არა მონათესავენი მეგრელებისა, როდესაც ეგრისის სამეფოში ცალკე წარმოჩინდა ლაზიკის საერისთავო, ეს მოხდა ახალი წელ აღ პირველ საუკუუნეებში.  ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მეგრელებს ეწოდათ ლაზები.,რომლებიც მეტყველებდნენ მეგრულად. აქ დაისმის ერთი კითხვა, მათი მეტყველება მეგრულისგან, დიალექტურად განსხვავდებოდა თუ კილოკავის დონეზე იყო  ეს განსხვავება?. ამას დაბეჯითებით ვერ დავამტკიცებთ, თუმცა ერთი ცხადია, ისინი იყვნენ მეგრელები და მათი ენა იყო მეგრული.. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ იმ ფაქტს, რომ ლაზები მეგრელებისგან დამოუკიდებლად განიხილონ.მეგრელებს ბიზანტიელებმა უწოდეს ლაზები,ეგრისის სამეფოს ლაზიკა.მეგრულ ენასაც თავისთავად, ლაზური დაერქვა. ამ ტერიტორიას და ხალხს ლაზეთს, ლაზებს ეძახდნენ ბიზანტიელები, თორემ  ქართულ სინამდვილეში და ქართველებისთვის, ისინი მუდამ მეგრელებად რჩებოდნენ.,,ზღვისპირა მცხოვრებ მეგრელს ეწოდებოდა ლაზი.“ (ანზორ შონია),,ეგრისის სამეფო და ქართული სახელმწიფოებრიობა“),მეგრელებად  აღიქვამდნენ თავიანთ თავსაც ლაზები. ისინი ამ  ხსოვნას არ ივიწყებდნენ
,, ლაზეფეს-ნა გვარი უღუნან... ლაზური ჯინსი მუთეფეში უჩქინან.მუთეფეს ჯვეშეფე მი რტეს? ლაზეფე ჯვეში მეგრელიშენ რენან გოქთერი.

,,ლაზებს რომ გვარი აქვთ,ლაზებმა თავისი მოდგმა იციან.მათი მოდგმა ვინ იყვნენ? ლაზები ძველი მეგრელებიდან არიან შეცვლილნი.“

ლუტფიე-ფატ-ოღლი 1960 წ

ირინე ასათიანი,, ლაზური (ჭანური) ტექსტები. გამოც არტანუჯი გვ 15 იქვე-
 ,,ლაზეფეშე დიდ ფადიშაჰი ფოთის რტუ. ჩქი ბორტით ხოლო მეგრელი.მეგრელფე ივეს დო ლაზეფე დივეს მუსლიმანეფი.

ლაზების დიდი ხელმწიფე ფოთში იჯდა. ჩვენ მეგრელები ვიყავით. მეგრელები ვიყავით და ლაზი მუსლუმანები გავხდით.

ჰაკი-ჯამფერ- ოღლი 1960 წ

ირინე ასათიანი,, ლაზური (ჭანური) ტექსტები. გამოც არტანუჯი გვ 9
 დღვანდელი გადასახედიდან, სულ სხვა მდგომარეობაა, გვაქვს, მეგრული ენა და გვაქვს ლაზური ენა ცალ–ცალკე. ზოგ მეცნიერს ლაზური დღესაც არ მიაჩნია ენად, რაც არ არის სწორი. თავიდანვე ის მართლა არ ყოფილა ენა, მაგრამ დღეს ენაა, ლინგვისტური ყველანაირი ფორმაციით და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ. მასში იმდენი დავიწყებული კოლხური სიტყვა არსებობს, რომელნიც ისევ შემოსაყვანი არიან  მეგრულ ენაში.თურქული ენის ჰეგემონია, რომ არ ყოფილიყო, ნათელია, სულსხვა სურათი იქნებოდა, მაგრამ დღეს ეს რეალობა გვაქვს, რასაც აუცილებლად უნდა ავუწყოთ ფეხი და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რათა ეს ორი ენა სრულ თანაფარდობაში დარჩნენ ერთმანეთთან საკუთარი ლინგვისტური უფლებებით. ლაზური ენის გადარჩენა, საჭირო და აუცილებელია, რათა მეგრულ ენას გვერდში ჰყავდეს მუდმივი სისხლხორცეული მეკავშირე. და ორივე ენამ ერთმანეთის დაკარგულ–დავიწყებული ელემენტებით შეივსონ თავიანთი ლექსიკა. გარკვეული დოზით, როგორც ამას ენა გადაწყვეტს, ლექსიკის რაღაც ნაწილმა შეიძლება დროთა განმავლობაში ჩაანაცვლოს სალიტერატურო ქართულში არხეიანად მოკალათებული ბარბარიზმებიც.
 ჩვენ ეს ზემოთაღნიშნული გარემოება  შევნიშნეთ და ამიტომაც დავაზუსტეთ, რამდენიმე საკითხი. ეს თემა სისხლხორცეულად უკავშირდება თავისთავად ქალდიას თემასაც. რადგან ის ლაზეთისგან მოწყვეტილი არ გახლავს.
 ამ თემაზე ჭანეთ ,ლაზეთის იდენტობაზე, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, საკმაოდ დეტალურად წარმოვაჩინეთ ის ,,როდესაც წანარებზე  გვქონდა მსჯელობა. ამიტომ ამ საკითხს ისევ ჩვენი ნაწერებიდან განვიხილავთ. თუ როგორ არის წარმოდგენილი  ხალდია, ქალდია  უცხოურ წყაროებში. მანამდე  ვნახოთ პავლე ინგოროყვას შეხედულება ამ ყველაფერზე. ,,. სომხურ წყაროებში, ისევე როგორც ქართულში, სამხრეთ-კოლხეთის მიმართ დამოწმებულია იგივე სატომო სახელწოდებანი; ჭანები, ლაზები, ხალდები. სახელდობრ, სომხურ წყაროებში ლაზია (”ლაზივ”) - ეწოდება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, რიზეს მხარეს: ცენტრალურ ნაწილს, ტრაპიზონის მხარეს, ეწოდება ხალდია (”ხატიქ”) და ჭანეთი (”ჭანივ”). დასავლეთ ნაწილს, (კერასუნ-ფარნაკიის მხარეს) მიემართება ზოგადი სახელწოდება პონტოსი.

ჩვენ უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ მე-7-9 საუკუნეთა სომხურ გეოგრაფიაში პროვინციები ლაზეთით და ხალდია - ჭანეთი ითვლებიან ნაწილად `ეკგერის~ (ეგრისის) ანუ კოლხეთის ქვეყნისა.

გ. ბერძნულ წყაროებში, VIII საუკუნიდან მოკიდებული, ჭანეთ-ლაზეთი (სამხრეთ კოლხეთის ქვეყანა) და მისი ცალკეული ნაწილები ცნობილია შემდეგი სახელწოდებებით.
1.    ხალდიის თემი. სახელწოდება ხალდია თავდაპირველად მიემართება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს, ტრაპიზონის მხარეს, მაგრამ რადგან ტრაპიზონის ადმინისტრაციული ერთეული - ხალდიის თემი ცალკეულ პერიოდებში აერთიანებდა ტერიტორიას ჭოროხიდან თერმოდონამდე, ამიტომ სახელწოდება ხალდიის თემი, ხალდია, ჩვენ გვხვდება აგრეთვე როგორც ზოგადი სახელწოდება მთელი სამხრეთი კოლხეთისა.

2. ლაზეთი, ლაზიკა. ბერძნულ წყაროებში, VII-VIII საუკუნეებიდან მოკიდებული, სახელწოდება ლაზეთი (ლაზიკა) მიემართება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, რიზეს მხარეს (ისევე, როგორც ქართულსა და სომხურ წყაროებში). მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრაპიზონის მხარე VIII საუკუნის მეორე ნახევარში ადმინისტრაციულად დასავლეთ საქართველოს დაუკავშირდა, ეს სახელწოდება ლაზეთი (ლაზიკა) გავრცელდა აგრეთვე ტრაპიზონის მხარეზედაც (იხ. ზემოთ, გვ. 214-215). მომდევნო პერიოდებში სახელწოდებით ლაზეთი აღინიშნება როგორც საკუთრივ რიზეს მხარე (უპირატესად). ისე მთელი სამხრეთი კოლხეთი. ასე მაგალითად, საშუალო საუკუნეთა ბერძენი ავტორის გიორი პახიმერის თხზულებაში ტრაპიზონის მეფეებს მიემართება სახელწოდება მთავარი ლაზთა, მფლობელი ლაზთა.

3) საშუალო საუკუნეთა ბერძნულ წყაროებში ქვეყნის საერთო სახელადა იხმარება აგრეთვე სახელწოდება კოლხეთი (სამხრეთ კოლხეთი). ასე, საშუალო საუკუნეთა ბერძენი ავტორი ლაონიკოს ხალკოკონდილესი ტრაპიზონისმეფეებს მოიხსენებს სახელწოდებით: კოლხეთის მეფენი, კოლხეთის მთავარნი.

4) სატომო სახელწოდება ჭანი გვიანი ხანის ბერძნულ წყაროებში უპირატესად მიემართება ტრაპიზონისმხარეში, პონტოს მთიანეთში მოსახლე მთიელებს.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსახლე ქართველი ტომები საშუალო საუკუნეთა ბერძნულ წყაროებში ცნობილი არიან ხალიბებისა და ტიბარენების (ტიბრანების) სახელწოდებით. ამ სატომო სახელიდან ქვეყნის დასავლეთ ნაწილს (კერასუნ-ფარნაკიის მხარეს) ეწოდება ხალიბთა და ტიბარენთა მხარე ანუ ხალიბია.

გ. თურქ-სელჯუკების ოფიციალურ მატიანეში, რომელსაც სელჯუკ-ნამე ეწოდება, ჭანეთ-ლაზეთის (სამხრეთ კოლხეთის) შესახებ შემდეგი ცნობებია წარმოდგენილი. ჭანეთ-ლაზეთის (სამხრეთ კოლხეთის) ქვეყანას, მთლიანად აღებულს, აქ ეწოდება სრულიადი ჭანეთი. ეს ქვეყანა, სრულიადი ჭანეთი, მატიანის ცნობით განიყოფება სამ მხარედ: 1) ლაზიის მხარე - (რიზეს პროვინცია); 2. საკუთრივ ტრაპიზონის მხარე; 3) საკუთრივ ჭანეთის მხარე (ვიწრო მნიშვნელობით), რა სახელწოდებითაც უპირატესად ცნობილი ყოფილა ქვეყნის დასავლეთი ნაწილი.
(პავლე ინგოროყვა
წიგნიდან ”ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის გამო
)
 ასე ამომწურავად,  განიხილა ეს საკითხი პავლე ინგოროყვამ,დეტალურად მოგვცა  ქალდიის ადგილმდებარეობის თუ  იქ მოსახლე ტომების ვინაობის საკითხი.
 ლაზია–ქალდიას საკითხისთვის კიდევ უნდა დაზუსტდეს ერთი გარემოება, ვინ მართავდა ლაზეთს, ბერძენი, თუ ქართველი (მეგრელი –ლაზი). ამ საკითხის გარკვევა მნიშვნელოვნად გვესახება.
  ზოგიერთი ისტორიკოსი სამართლიანად ამბობს, ტრაპიზონის მხარეს ბერძენი ისტორიკოსები "მეგრელთა ქვეყნად" მოიხსენიებდნენო.  ეს მხარე, რომ III-VI სს-ში იგი ეგრისის (ლაზიკის) შემადგენლობაში შედიოდა, თავიდან - დიდი კოლხეთის. ამ მხარეში   დავით აღმაშენებელმა გაავრცელა თავისი სახელწიფოს გავლენა და მისი მმართველი გრიგოლ გაბრა (გაბრა-გავრა)  "დასვა ნაჭარმაგევს პურად"  ეს ფაქტი უაღრესად საინტერესოდ გვესახება. თუ ვინ მართავდა ლაზეთს,ამის შესახებ,ნორმალური კვლევა არ გაგვაჩნია. ბუნდოვანია  ეს თემა. ხოლო ამ გაბრებსაც, როგორც ყველაფერს, გვეცილებიან არმენები.სასაცილოა,მაგრამ ნამდვილად ასეა. ისტორიაში ის მაინც გარკვევით ჩანს, რომ გაბრები იყვნენ მართლმადიდებლები,ამიტომ არმენების თავგამოდება უადგილოა.
  შევეცადოთ, გავარკვიოთ ლაზეთის მთავრების წარმომავლობა. რას უნდა ნიშნავდეს ,,გავრა“ ამ ტერმინს ვხვდებით ორი სახით, როგორც ,,გავრა“ და ,,გაბრა“. ჩვენ მართებულ ფორმად მიგვაჩნია გაბრა, ამიტომაც შემდეგში ამ ფორმას მივმართავთ.
 მეგრულში არის გვარი გაბრა-ვა. მეგრული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვა სუფიქსი არ მიყვება ა-თი დაბოლოებულ მეგრულ გვარებს გამოთქმისას, მაგ, ჭითანა-ვა, ჭითანა, ხურცილა-ვა, ხურცილა, ჩიქობა-ვა ჩიქობა და სხვ..ასევე შესაძლებელია, გაბრა სწორედ ეს მეგრული ფორმა გაბრა-ვა ყოფილიყო.
გვარის ამ ფორმით არსებობა ფაქტობრივადაც დადასტურებულია, საეკლესიო წიგნში და დღესაც ცხოვრობენ ამ გვარის წარმომადგენლები სამეგრელოში. გაბრავა – გვ. 41 [დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი I] 
გაბრავა – ხობი, ზუგდიდი, ბულიწყუ, ხეთა, აბასთუმანი, ერგეტა
 ამ მოსაზრებას  ამყარებს მეგრულში შემორჩენილი სიტყვა გაბრა., რომელსაც რამდენიმე სემანტიკა გააჩნია.
.ასევე ამ გვარიდან წარმოშობილად მიგვაჩნია შვილი და ძე-თი დამთავრებული  ასეთი გვარები:გაბაიძე –მათი განსახლების არეალი აჭარაა, ანუ უძველესი კოლხეთ-ლაზეთი.
 ადლია, ანგისა, აქუცა, ახალშენი, ბათუმი, ბაკო, ბარათაული, ბობოყვათი, გვარა, გონიო, დაგვა, დანდალო, თხილვანა, თხილნარი, კახაბერი, კვირიკე, კოკოტაური, ლეღვა, მახალაკიძეები, მახვილაური, მახინჯაური, მახო, მერჩხეთი, მეჯინისწყაი,  მუხაესტატე, მწვანე კონცხი, ნაკაიძეები, ნიგაზეული, ოჩხამური, სალიბაურისი, სკვანა, სკურა, ურეხი, ფუშრუკაული, ქედა, ქედლები, ქობულეთი, შუახევი, ჩაისუბანი, ჩაქვი, ციხისძირი, ძმაგულა, წყავროკა, ჭარნალი, ხალა, ხელვაჩაური, ხიხაძირი, ხულო, ხუცუბანი, ჯალაბაშვილები, ჯიხანჯური  დაბო
 გვხვდება ასევე გვარი გაბრაშვილი.
 გაბრა მეგრულად ეწოდება ერთი ვერსიით, თანასწორს, გამთანაბრებელს,გულისსწორს. სულხან -საბას აზრით კი გაბრა არის თურქული სიტყვა,  და იქ ცხენის სამუნველს აღნიშნავს. გაბრა და გაბლა ერთი და იგივე სიტყვაა,მხოლოდ ერთგან რ- ნაცვლად ლ- ჯდება. შეიძლება, გაბლა მართლაც  Turk. [გაბმა] E სგან მიღებული ფორმა იყოს,მაგრამ მეგრულში ამ სიტყვას სხვა სემანტიკაც აქვს, ამდენად მისი წარმოშობა შეიძლება სწორედ  აქედან ყოფილიყო და სულაც არაა საჭირო გავლენა თურქულით განისაზღვროს. ან შეიძლება ის სხვადსხვა წარმოშობის სიტყვები იყოს.
 გაბლა მეგრულში მალამოსაც აღნიშანვს, აქ  ცხენის სამუნველის სიამოვნების გამოწვევის უნართან  გვაქვს აშკარად საქმე,მაგრამ სემანტიკით თანაბარ,  სწორთან ვერ დავაყენებთ მას.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ გაბლა გავლენიანსაც აღნიშნავს. ამ შემთხვევაში, უფრო დავუახლოვდებით  საკითხის გადაწყვეტას, რომ ლაზეთის მთავრები გაბრები-გაბლები ანუ თანასწორნი, სამართლიანი და გავლენიანი მთავრის სინონიმებად მოიზრებოდნენ.გაბრა (ბულგ. Габра) — სოფელი ბულგარეთშიც არსებობს.
შეიძლებოდა მიგვეღო გვარი გაბრასგან დღევანდელი გვარი გაბრა-ვა, რომელიც ვა დაურთველობის გამო გაბრად იკითხება. თუ ეს მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება საკითხიც ამოწურულად ჩაითვლება. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ გაბლა-გაბრა, გავლენიანის სინონიმად უფრო მისაღებია.,ისინი ხომ მთავრები იყვნენ.
 თეოდორე გავრა გახლდათ დამფუძნებელი ხალდიის (ტრაპიზონის) ადგილობრივი სამფლობელოსი, სამთავროსი.
 ასევე საგულისხმოა, ის ფაქტი რომ პავლე ინგოროყვა მათ ხალდია- ჭანეთის ადგილობრივ თავადთა გვარეულობის შტოს წარმომადგენლად მიიჩნევს

თეოდორე გავრაც სწორედ  ადგილობრივ თავადთა გვარეულობიდან  არისო.
 პავლე ინგოროყვა მაღალ შეფასებას აძლევს თეოდორე გავრას (გაბრას) მოღვაწეობას.
 ,,ტრაპიზონის განთავისუფლების შემდეგ 1074 წლის ახლო, თეოდორე გავრას მოუხდენია ადგილობრივი ძალების ორგანიზაცია, ენერგიულად შესდგომია ბროძოლას თურქ-სელჯუკების წინააღმდეგ და საბოლოოდ გაუწმენდია ხალდიის თემი (ტრაპიზონისა და კერასუნის მხარეები) შემოსეული მტრებისაგან.

ამ ბრძოლების დროს კონსტანტინეპოლის მთავრობას არავითარი დახმარება არ გაუწევია ტრაპიზონისათვის, ანატოლია ამ დროს მოფენილი იყო თურქთა ურდოებით, რომლებიც მაშინ პირველად მკვიდრდებოდნენ ანატოლიის მიწა-წყლებზე, და ურთიერთობა კონსტანტინეპოლისა ტრაპიზონთან ფაქტიურად შეწყვეტილი იყო. მთელ ამ ბრძოლებს თურქებთან ხალდიის თემში აწარმოებენ ადგილობრივი ხალდია - ჭანეთის ჯარები თეოდორე გავრას მოთავეობით.“ ასევე გარკვევით წერს, რომ თეოდორე გავრა სრულიად დამოუკიდებლად მართავს ხალდიის (ტრაპიზონის) სამთავროს.(პავლე ინგოროყვა
წიგნიდან ”ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის გამო”)




რადგან ინგოროყვა ეხება ჭანების საკითხს, ჩვენც მოვხაზავთ რამდენიმე დეტალს ჭანებზე. აქ  საინტერესოდ გვეჩვენება მიხეილ წერეთლის მოსაზრებაც, რომელსაც მოვიყვანთ, რადგან ის ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ გახლავთ დაშორებული. ჩვენი მსჯელობის მთავარ ხაზსაც სათანადოდ მიჰყვება,,,
 ,,ქართველებს საერთოდ ყველას “ქართველები” არ ერქვათ თავდაპირველად. როგორც ყოველი სხვა ერი, რომლის სოციალური ცხოვრება თავდაპირველად არ არის ძლიერის კოჰეზიისა, იგი დაყოფილი იყო სხვა და სხვა ჯგუფებად, რომელთაც სხვა და სხვა სახელები ჰქონდათ მიუხედავად ერთის ენისა და ერთის სისხლისა.

მაგრამ ეს სახელ-წოდებანი მხოლოდ რამოდენიმე ქართულ ძირისაგან არიან წარმომდგარნი. მაგალითად, სიტყვა “ტაბალისაგან” და “თუბალისაგან”, რომელიც მოხსენებულია ასსურეთის მეფის სალმანასსარ მეორის წარწერაში (860-825 წ. ქრ. წ.), როგორც ქართველი ტომი, მტკიცე ენათ-მეცნიერების კანონთა ძალით წარმომდგარან: ჰიბერი, ივერი, “იბერეს” (ლათინურად), ვირქ (სომხურად), იბერი, იმერეთი, იმერელი, ეგერი, ეგრისი, მეგრელი, გურია.- როგორც მკითხველი ჰხედავს, ეს მთელი ნახევარი საქართველოს ტომების სახელებია.- აგრეთვე ასსურულ წყაროებში ტაბალი და მუსკი, ანუ მესხი, ყოველთვის ერთად არიან მოხსენებულნი. მათ ერთად იხსენიებს აგრეთვე ჰეროდოტე. მესხის სახელი კი ეხლაც არის დარჩენილი და ქართველთა ერთ საუკეთესო ტომს აღნიშნავს. თაბალისა და თუბალისაგან წარმომდგარი ხალხი მეგრულ ჭანურ-ქართული შტოის ხალხი იყო. აგრეთვე ბერძნულ მწერლობაში მოხსენებული მოსსინიკები იმავე ჭანებსა ნიშნავდნენ და ეკუთვნოდნენ ამავე შტოს.


მიხეილ წერეთელი

  იბერებზე მსჯელობა აქ არ გვაქვს მიზნად განზრახული,ამიტომ ამ თემას არ შევეხებით. ,როგორც წერეთელი აღნიშნავს, ტაბალი,მუსკი, ერთად არიან მოხსენიებულნიო. თანაც პირდაპირ ასეხელებს, რომ ესენი მეგრულ–ჭანური შტოის ხალხი იყო. იქ ქართველი მხოლოდ, დღვანდელი იდენტიფიკაციისთვის იქნა მითითებული. რასაც ჩვენ არამც და არამც, არ ვეწინააღმდეგებით,ერთი კი ცხადია, ჩვენი მეცნიერები  თავდაპირველად საკითხს  გადაჭრით და ზუსტად ამბობდნენ.არ ეჩოთირებოდათ , რომელიმე შტოის ტომების გარკვევა. თავის სახელს უძებნიდნენ. დღეს რა ხდება, ქართველი მეცნიერების გარკვეული ნაწილი, მეგრულ შტოს საერთოდ უარყოფს კვლევების დროს, ხოლო მესხურს კი საერთოდ გამოგონილ იარლიყებს აკერებს. ერთიანობის კონტექსტში. ასეთი მიდგომა მუდმივ უკმაყოფილებას იწვევს, დამახინჯებით და მიჩუმათებით საქმე წინ კი არ მიდის, არამედ ყოვნდება. იქნებ გაითავისონ ეს ჩვენმა მკვლევრებმა, თორემ დღეს რომ ყველა ერთმანეთისანი ვართ და ჩვენი ეროვნება, რომ ქართველობით განისაზღვრება ცხადია.ამას ხელს  ფაქტების აღიარება არ უშლის,პირიქით,ხელს უწყობს.უღიარებლობა და მიჩქმალვა ან გაყალბება არის დამღუპველი მოვლენა. რამდენი ცნობაც წარმოვადგინეთ, ყველა თითქმის ერთს და იმავეს ღაღადებს, მეგრულ შტოის დიდი  განსახლება იკვეთება.


 ჭანები და ლაზები მოიხსენიებიან ერთად, ასევე ისინი მუდამ ახლოს დგანან მაკრონებთან და სანებთან. ეს მომენტი გვაძლევს კიდევ ერთ უტყუარ მტკიცებულებას, რომ სანები და ჭანები იგივე მაკრონებად  ლაზებად დავსახოთ. ან ძალიან ახლოს მდგომნი მათთან.პროკოპი კესარიელის თანახმად, ჭანებს უწინ “სანები” რქმევიათ: “..ჭანების ტომი, თავიდანვე ბარბაროსები, რომელნიც არავის ქვეშევრდომები არ არიან, წინა ხანებში სანებად (Σάνοι, Σοῦνοι) წოდებულნი...” [[Procop., Wars, I, XV, 21-25; II, III, 39]. ძველი ბერძნული წერილობითი წყაროების საფუძველზე, შესაძლებლობა გვაქვს თვალი “სანების” ვინაობის საკითხსაც მივაპყროთ; სტრაბონის “გეოგრაფია” მათ, თავის მხრივ, მაკრონების შთამომავლებად მიიჩნევს:
“ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ მდებარეობენ ტიბარანები, ხალდები და სანები, ადრეულ ხანებში მაკრონებად წოდებულნი.მაკრონები არიან ცნობილნი , როგორც მაკროკეფალები ანუ გრძელთავიანები. და მათ მიიჩნევენ დღევანდელი მეგრელების წინაპრებად. (მეგრელ//მარგალ) შემავალ არგ (არკ) (<აგრ//აკრ) ძირს, რომელიც გაფორმებულია 
ჭანურისათვის დამახასიათებელი ონ სუფიქსით. ასევე ტიბარენები,და ხალდები. ეს ყველანი ერთ იდენტობაში მოდიან. ჩვენ თუ ამ ხაზს გავყვებით, ყველაფერი წესრიგში ექცევა და არანაირ გაუგებრობას არ ექნება ადგილი. ,,ჭანივქი“ თუ ხალტიკია. აქ ყველაფერი ნათელი და გარკვეულია. სანი, წანი, ლაზი, ჭანი,. არის ერთი და იგივე სახელები უბრალოდ გვაქვს ფორმობრივი ვარიაციები. ამიტომ ქართველთა ხალტია და ხალდეთი იგივე კოლხების, მეგრელების სამოსახლო ადგილი იყო.“( ჩვენივე ნაშრომიდან. ზ ჯალაღონია ,,წანარები“)
 აქვე გვინდა დავაზუსტოთ,ის უმთავრესი ცდომილება, რომელმაც მრავალი ახალი სიცრუე წარმოშვა. მხედველობაში გვაქვს,ბერძნული ენის თავისებურება და ხასიათი.პროფესორმა დესტუნისმა აღნიშნა, როდესაც ,,ტ ძ „ ერთად არის დაწერილი,ის აუცილებლად ნიშნავს ევროპული ენების ,,ც“, ,,ჩ“  ,,ჯ“. ჯ ასო  განასახიერებს ქართულ ჭ-. ევსტათი თესალონიკელი ამბობს: ,,მაკრონები(მეგრელები)...მათ ჩვენ ეხლა, სანნებს, ანუ მდაბიურად ტძანებს ვეძხით,სანების ქვეყანასაც ტძანიკეს უძახიანო“(ლატიშევი 1, 208) მაშასადამე ბერძნული ტძანიკი ქართულ ჭანიკ“-ს უდრის.ოსმალეთში შემონახული ტრაპიზონის ოლქის მესამე მაზრას სახელი ჯანიკი ჰქვია,რაც იგივე ჭანიკ-ს უდრის. ეს მნიშვნელოვანია ყოველთვის, როდესაც ამ ტომებზე ვმსჯელობთ.
 რაც შეეხება,   სომხურ წყაროებს, აქ ყველაფერი ისეა წარმოდგენილი, როგორც ის სინამდვილეშია,ანუ ეს ყველა ცნობა ეთანხმება ასევე ბერძნულ წყაროებს. ,, მაგ ,, გეორგიკების” ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, ხალიბებს სახელი ეწოდათ ხალიბიუმიდან, კუნძულ ევბეის სოფლიდან, რადგან აქედან გადასახლდნენ (SC, II, 751).“ ხალდ-ჰალიძონები//ხალიბები და ხალდები//ქალდები –ფიქსირდება ჰომეროსთან; მათი ქვეყანაა ალიბე (ხეთური ჰალლუწა); სტრაბონის აზრით (XII, 3,19-24), ჰომეროსის ჰალიძონები, ხალიბები და ქალდები, რომლებიც ცხოვრობენ ტრაპიზონტისა და ფარნაკიის ზემოთ, ერთი და იგივე ხალხი არიან; ეს აზრი გაზიარებულია თანამედროვე მეცნიერებაშიც (იხ., მაგ., თ.ყაუხჩიშვილი, 1976 გვ. 34-35); ისინი ცხოვრობდნენ შავი ზღვის პირას ჰალისის ხეობაში; ანტიკურ წყაროებში ხალიბები კოლხური ტომადაა მიჩნეული (რ.გორდეზიანი, 1966, გვ.267); აღსანიშნავია, ისიც, რომ ხალიბები//ჰალიძონები გაიგივებული აქვს სტეფანე ბიზანტიელს (გეორგიკა, 1936, გვ.288); გარდა ამისა, ეს ტომები რკინის (ლითონის) დამუშავების  ოსტატებად არიან მიჩნეულნი და ამ საქმის სათავეებთან დგანან, ურარტულ წყაროებში მოსხენიებული დიდი გაერთიანება ხალიტუ ხალიბთა ტომების გაერთიანება იყო (თ.მიქელაძე, 1967, გვ.109). ხალიბები გაიგივებულნი არიან ხალდებთან; ხალიბებს მოგვიანებით ჭანებად იხსენიებენ;
ჰომეროსი (ძვ.წ. VIII ს.): “ჰალიძონები ეპისტროფოსს, ოდიოს მოჰყვნენ ვერცხლის შორეულ საბადოდან – ალიბეს მხრიდან” (ჰომეროსი, 1975, გვ.95). ტიბარენების მეზობლად ასახელებენ ხალიბებს ჰეკატა~ოს მილეტელი (ძვ.წ. VI ს.) და ფსევდო-სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.). ჰეროდოტეს მიხედვით, ხალიბები ცხოვრობენ მცირე აზიის ჩრდილო სანაპიროზე მისიებს, მარიანდინებსა და პაფლაგონელებს შორის (ჰეროდოტე, 1975, გვ. 45, 660). ქსენოფონტი (ძვ.წ. IV) სტრაბონისგან განსხვავებით, ხალიბებსა და ხალდებს სხვადასხვა ტომებად მიიჩნევს (შდრ., სტრაბონი: “ხალდები ძველად ხალიბებად იწოდებოდნენ” XI, 14,12; XII, 3,12); კერძოდ: ბერძენმა მოქირავნეებმა ჯერ მძიმე ბრძოლებით გაიარეს კარდუხების ქვეყანა, შემდეგ მათ ვანის ტბის მეზობლად მცხოვრები ხალდები შეხვდნენ, შემდეგ ასევე მძიმე ბრძოლებით გაიარეს ტაოხებისა და ხალიბების ქვეყნები და შემდეგ, კერასუნტსა და ორდუს შორის ისევ შეხვდნენ მოსინიკებს დამორჩილებულ და ბერძნებისადმი კეთილგანწყობილ ხალიბებს (წყაროებისა და მსჯელობისათვის იხ., თ.მიქელაძე 1967). ქსენოფონტეს დროს ორი სხვადასხვა, მაგრამ მონათესავე ქართველური ტომია; არ არის გამორიცხული, რომ მათი სახელები ერთი სიტყვის ვარიანტები იყოს; ამოსავალი ფუძე
ხალდები//ქალდები ცხოვრობდნენ ვანის ტბის მიდამოებში; ურარტუს დაცემის შემდეგ ამ ტერიტორიის ნაწილი დაიპყრეს მოსულმა არმენებმა.რომლებიც ინდოეთიდან იქნენ გადმოხვეწილნი. როგორც ჩანს, ამ ხანებში ხალიბთა განსახლება გადმოდის შავიზღვისპირეთში.”[19 (
 ურთიერთსაწინაღმდეგო შხედულებებს მუდმივად წავაწყდებით წყაროებში,მაგრამ ორიენტირი ლოგიკაზე,უმეტეს ისტორიულ წყაროებზე,მტკიცებულებაზე და რა თქმა უნდა,ინტუიციაზეც უნდა გაკეთდეს. მაგ როდესაც აღვნიშნეთ, რომ სომხურ წყაროებში, ბიზანტიურ თუ ბერძნულში ყველაფერი ზუსტად არის წარმოდგენილიო,  არ  უნდა გამოვტოვოთ ქართულიც, არის ისეთი ცნობები, რომელნიც ამ გარემოებას ადასტურებენ. უპირველესყოვლისა, უნდა დავასახელოთ იოანე საბანისიძის ცნობა
,, იოვანე საბანისძე: დასავლეთ საქართველოში შედის შავიზღვისპირეთი ქალდიის ქალაქ ტრაპიზუნტიდან ნიკოფსიამდე: ,,…საზღვარ არს ზღვა~ იგი პონტო~სა~, სამკადრებელი ყოვლადვე ქრისტიანეთა~, მისაზღვრამდე ქალდა~სა, ტრაპეზუნტია~ მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეა~სა~ და ნაფსა~ს (ე.ი. ნიკოფსიის) ნავთსადგური…” (გეორგიკა 1952, გვ. 232); იხ., აგრეთვე ს.ყაუხჩიშვილის კომენტარი ანნა კომნენეს (XII ს.) ცნობაზე, სადაც გაზიარებულია აზრი, რომ ხალდები ლაზურ-ჭანური ტომია (გეორგიკა, 1966, გვ.111).
 აქაც სრული თანხვედრა გვაქვს ჩვენ მოსაზრებასთან, რომც შევეცადოთ და დავფაროთ ქალდებთან მიმართებაში ბევრი რამ, ვერ ავცდებით ლაზებს,ჭანებს, მეგრელებს. რაც ერთი ხალხის სხვადსხვა დროს მიღებული სახელებია. კიდე უნდა მივაქციოთ ერთ გარემოებას ყურადღება, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ  ჩვენი მოდგმის ტომების მრავალსახელიანობა,რაც სხვადასხვა მიზეზებით იყო განპირობებული. დღეს ყველა მკვლევარმა უნდა მოიშოროს კომპლექსები კვლევის დროს ერთმანეთის იდენტურ  ტომებს ეწოდოს ერთი სახელი,წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თავიდან ვერ ავიცილებთ ერთმანეთისადმი დამღუპველ გაუცხოებას. კოლხურ ტომებს უნდა ეწოდოს არა აბსურდული ტერმინი ,,დასავლურ ქართული,“ არამედ, ,,კოლხური ტომები,“ როდესაც სვანებზეა საუბარი,  მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ ესენი არიან კოლხური ტომები,იმ გაგებით, რომ, ისინი შედიოდნენ კოლხების სამეფოში, სახელიც კოლხების პოლიტიკური ჰეგემონობის გამო გავრცელდა სხვა მონათესავე ტომებზეც.თორემ ტერმინი ,,კოლხური“ სვანებთან მიმართებაში, ფარავს მათ სვანურ წარმომავლობას, როგორც ხალხისა..თუმცა სვანური ტომების გამოყენება,  როგორ მოხერხდება,როდესაც  ჩვენი ურყევი რწმენით და მტკიცებებით,  მაქსიმუმ ორი–სამი ტომი შეიძლება სვანურ ტომებად დავსახოთ.ესენია პირველრიგში მისიმიალები, სუანო–კოლხები ანუ ნარევი სანიგები.და საკუთრივ სვანები. დანარჩენი სვანური ტომები არ ჩანან.
 კიდევ გვინდა შევეხოთ და დავაზუსტოთ ერთი ელემენტარული  დებულება,რასაც ხშირად ტომების წარმომავლობის დროს არ ითვალისწინებენ.მაშინ მონათესავე ტომები, ადგილმდებარეობის გამოც იცვლიდნენ სახელს,ამიტომ სახელმწიფოებრივი შეგნებაც არ ჰქონდათ. ტომებად იყვნენ და ხშირად ერთმანეთსაც ეომებოდნენ.  პროცენტული მონაცემებით, რომ ვიმსჯელოთ, მეგრული შტოის ტომები ყველაზე მრავალრიცხოვანი გამოდიან. ფაქტობრივად, სხვა შტოის ტომები არ ჩანან ამ რაოდენობით.თუ ჩანან, უკვე სხვა ხალხებში შერეულნი და ცნობიერება დავიწყებულნი. გარდა სვანებისა, სხვა ტომები ან მეგრულ შტოდან ამოზრდილნი არიან, ან ძალიან მცირე ნაწილი მათგან განსხვავებული. ყველა მონაცემი ამაზე მიგვითითებს,.. ტენდენციურად ხშირად სწორედ მეგრული შტოის წარმომადგენელი ტომების ,,მითვისება“ ხდება. ან  ამ ტომების სხვა ეთნიკურ ჯგუფებად გამოყვანა. ხშირად არის დამკვიდრებული სრულიად უაზრო და ყალბი ტერმინი ,,დასავლურ ქართული ტომები“ , ეს ხომ დიდი აბსურდია, რომელსაც არანაირი გამართლება არ ეძებნება. იმ უძველეს ხანაში, საიდან და როგორ იყო დაყოფილი საქართველო დასავლეთ–აღმოსავლეთად? ამ ტერმინით მთლიანად იფარება, როგორც  მეგრული, ასევე სვანური, შტო.
 ერთ საკმაოდ საინტერესო  მოსაზრებას გვთავაზობს  დიდი ივანე ჯავახიშვილი,  რასაც ჩვენ  ვიზიარებთ. ,ეს ეხება მესხებს,
 ,,ჰეკატეოს მილეტელი ამბობს მოსხები კოლხების ტომიაო., ხოლო ეს იმას ნიშნავს, რომ ჰეკატეს მოსხებისა და კოლხების ნათესაობის ამბავი სცოდნია.ამის შემდეგ, როგორც სჩანს, ქართველი ტომები უფრო დაქვეითებულან და ეროვნული შემეცნება დაუკარგავთ, თუმცა–კი პოლიტიკურად ამ დროს სრულებით დამოუკიდებელნი იყვნენ."

ივანე ჯავახიშვილი ,,ქართველ ერის ისტორია" თუმანიშვილის გამოცემა 1908 წ გვ
104
 ეს მოსაზრება არ ვრცელდება მხოლოდ მესხებზე, ასეა თითქმის უმეტეს ტომებთან მიმართებაში. ეს ტომები მონათესავენი, იდენტურნი დროთა განმავლობაში ერთმანეთის მიმართ სრულიად გაუცხოებულნიც შეიქნებოდნენ ხოლმე, მიზეზი  ალბათ სავარაუდოდ იყო სახელმწიფოებრივი, შეგნების უქონლობა, ასეთ შემთხვევაში უცხოელი მათ აღიქვამდა, როგორც სრულიად უცხოს. და დასკვნებიც შესაბამისი იყო, რადგან სრულიად უცხონი ჩანდნენ. სწორედ ამ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას ჯავახიშვილი.

  გვინდა აღვნიშნოთ, ერთი გარემოება, რომელიც საკითხს უშუალოდ უკავშირდება. როგორი შეხედულება გააჩნდა ამ საკითხებზე  ჩვენ სასიქადულო მეცნიერს  ივ ჯავახიშვილს?.   ჯავახიშვილის ადრეულ ნაშრომებში დეტალურად ყველაფერი არის გადმოცემული, ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია,მაგრამ შემდეგროინდელ გამოცემებში თანდათან ყველაფერი იცვლება, ან მთლიანად ამოღებულია. ძირითადად ცნობები ეხება ჩვენს  ფესვებს და სათავეებს, ყველაფერზე ღიად საუბრობდა  დიდი ივანე.  მისი პირვანდელი  ნაშრომი ,,ქართველ ერის ისტორია“ რომელიც 1908 წელს თუმანიშვილის რედაქციით გამოვიდა, არ ეპიტნავათ მეფის რუსეთის მოხელეებს, ასევე არც კომუნისტებს, და ნაშრომი მის არცერთ გამოცემაში არ შეუტანიათ, არც 12 ტომეულში  შესულა, რომელიც 80– წლებში გამოიცა. როგორც მეფის რუსეთის მთავრობამ, ასევე კომუნისტურმა ის დაბლოკა.  დღემდე კი თავს გვახვევენ გაყალბებულ ცნობებს, რომელიც ჯავახიშვილის ნაკალმარს არ წარმოადგენს ან ის გადასხვაფერებულია, ზევიდან დირექტივებით გახლავთ დაწერილი. არ გაგიკვირდეთ, ეს საქართველოა, აქ ასეთი რამეები  არაა მიუღებელი, დაწვრილებით ამ საკითხებზე სხვა ნაშრომში დეტალურად მივუბრუნდებით, როდესაც იბერების იდენტობას  შევეხებით. ისე თავიდანვე უნდა განვაცხადოთ, რომ ძირითადი ,,რედაქტირებები ,ე წ“  ,მეგრულმა  საკითხებმა განიცადეს, სადაც დიდი მეცნიერი პირუთვნელად ამბობდა ამ  შტოს პირველადობას. ვინ არიან ქალდები ჯავახიშვილისთვის, როგორ იყო ადრეულ  მის  ნაწერებში და რა დაგვიტოვეს მისგან.?
,, ქალდები ასურეთის საზღვართან იყვნენ
განლაგებული და წარმოქმნეს დიდი
სახელმწიფო, რომელიც რამდენიმე სამეფოს
აერთიანებდა. ქალდები შედგებოდა
ურთიერთ მონათესავე რამდენიმე ტომისა -
გან _ ტაბალები,, ტაბელები,
კასკები, მუსკები, მოსინიკები, ჰენიოხები,
კარდუხები, ტიბარები... 
ისინი მეგრულ-კოლხური ტომები იყვნენ.

ივანე ჯავახიშვილი
ეხლანდელ ხალდებს ძველად ხალიბებს ეძახდნენო, სწორედ იმათ ქვეყანაში ძევს ფარნაკია, რომელსაც ხმელეთზე მადანის მაღაროები აქვს და ზღვაც მის კეთილდღეობას ხელს უწყობსო.ტრაპიზონისა და ფარნაკიის ზევით ტიბარენნი,ხალდები და ზანები ცხოვრობენო, (სტრაბონი)რომელთაც წინად მაკრონებს ეძახდნენ,შემდეგ მცირე სომხეთი მდებარეობსო. მაშასადამე, ტრაპიზონისა და ფარნაკიის დასავლეთით ჯერ ტიბარენნი ბინადრობდნენ,მერე ხალდები ანუ ხალიბები და მაკრონები, რომელთაც სტრაბონის დროს ზანებს ანუ ჭანებს ეძახდნენ."

ივანე ჯავახიშვილი ,,ქართველ ერის ისტორია" 1908 წ თუმანიშვილის გამოცემა
 როდესაც ტიბარებზე ვასაუბრობთ უპრიანი იქნება ასევე მოვიხმოთ ალექსანდრე ცაგარელის ნააზრევი ამ ყველაფერზე.
,, ბერძნული სახელწოდება ტიბარენი ასურულ წარწერების ,,ტაბალ" და ,,დაბადების" ტუბალს უდრის. ენი დაბოლოეებაა,,,ტიბარ" ფესო არის. ამ ტიბარს, ანუ ,,თიბარს" უდრის ,,ჰიბერ–ი რომელიც რომაელების iberses-შია შენახული, ანუ ,,იბერ–ი", მეგრულში სიტყვის თავში მყოფ ,,თანის" ამოვარდნა ჩვეულებრივი მოვლენაა მაგ, ,,თის" მაგიერ ,, ი,, ,,თე–ს " მაგიერ ,,ე", ,,თენას" მაგიერ ,,ენა" ,,თეფერის" მაგიერ ,,ეფერი" და სხვა."

ცაგარელი.,,ეტიუდები" გვ 39
ტიბარენები რომ ზანების-ჭანების "მეგრელ-ლაზების- წინაპრები იყვნენ შესანიშნავად და მეცნიერულად დაამტკიცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნანა ხაზარაძემ. იხილეთ სტატია: "ტიბარენები. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში"; მისივე: "აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. + ათასწლეულის პირველ ნახევარში", თბ. 1978 წ. და ნაშრომი.
 თვალი გადავავლოთ ტაოხებს,როგორ არიან ისინი  გაშიფრულნი და გამოკვლეულნი?
 თ.მიქელაძისა და ვ.ლიჩელის აზრით ტაოხები დასავლურ-ქართული, კერძოდ, მეგრულ-ჭანური ენის მქონე ეთნიკური ჯგუფია (თ.მიქელაძე, 1967, გვ. 129; ვ.ლიჩელი, 2001, გვ. 23);
 ისევ ჯავახიშვილის  დატერორებული ცნობები ვნახოთ
,, ,ხალდებს და სანებს წინათ მაკრონებს ეძახდნენო.,ანუ (მეგრელებს), ამბობს სტრაბონი. ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდან მეგრელებს ,,ზანი",,,სანი" რქმევია,თვით სახელი ლაზიკა ლაზნიკას მაგიერ. (სრული ფორმა იქნებოდა ლაზანიკა)ეს ,სწორედ ზანიკისაგან უნდა იყოს ნაწარმოები."

ივანე ჯავახიშვილი ,ქართველ ერის ისტორია", ტფილისი თუმანიშვილის გამოცემა,1908 წელი. გვ 26

 როგორი გამჭვირვალეა ძველი ნაწერები,არცერთი საკითხი პოლიტიკურად არ არის გადაწყვეტილი. დღეს რა ხდება, რას ვმალავთ, სანამდე უნდა გაგრძელდეს მეგრული შტოს იგნორირება დ მათი წარმომავლობის ან უშორესი წარსულის მუდმივი გაყალბება?
 ჯავახიშვილის ამ ცნობებით  მაკრონები, სანები და ხალდები, ზანები, ჭანები ერთმანეთის იდენტურნი არიან,რასაც ჩვენც ვიზიარებთ.
მკვლევარ, ბართლომე სართანიასაც იგივე დასკვნა გამოუტანია.შეიძლება ვინმეს, არ მიაჩნდეს მისი ნაწერი ჭეშმარიტებად,მაგრამ ამდენი მოყვანილი ცნობების მერე, სრული უფლება გვაქვს  ამ მკვლევარის ნააზრევიც გამოვაჩინოთ, რადგან  ყველაფერს ზუსტად და პირუთვნელად ასახავს.
 ,, ქალდების მთელი
შემადგენლობა თავიდანვე მეგრელები ყოფილან
_
მათი სასაუბრო ენა ძველი მეგ -
რული ყოფილა... მეგრელი ქალდია ახლო
აღმოსავლეთში თავის დროზე ძლიერი
სახელმწიფო იყო _ კულტურით და სამ -
ხედრო თვალსაზრისითაც. აქედან შეიძ -
ლება დავასკვნათ, რომ მეგრელურ ქალ -
დების `იმპერია~ ახლო აღმოსავლეთში,
ეს იყო პირველ მეგრელთა საიმპერიო
ქვეყანა _ მიუხედავად იმისა, რომ იგი
ჯერ კიდეევ იმ პერიოდში სატომო სახელად
არ ატარებდა, _ _ `,მეგრელმა ქალდებმა
500
წელიწადზე _ -გაცილებით მეტხანს
იბატონეს მეზობელ ქვეყნებზე _ ბაბი -
ლონზე, სირიაზე, პალესტინაზე და იერუსალიმ
ზე, რომ ამ ქვეყნებმა ხანგრძლივი
დროის განმავლობაში განიცადეს მეგრე -
ლიზაცია _ ისინი გამეგრელდნენ. ამ რიგად,
მეგრული ქალდია ვეებერთელა იმპე -
რიის მფლობელი ქვეყანა იყო უძველეს
დროში...

ბართლომე სართანია
 თუ დავაკვირდებით, ჩვენ მიერ მოყვანილი არცერთი ცნობა არ არის მხოლოდ ერთი  აზრის მიკერძოებული მიყოლა თუ გაზიარება,ყველა გამოთქმულ შეხედულებას მეორე ან მესამე აზრი და მოსაზრება უმაგრებს ზურგს. თუ ბართლომე სართანია, ქალდეას მეგრელებს უკავშირებს, იქვე ჯავახიშვილის მოსაზრება უმაგრებს ზურგს. კიდევ მოვიყვანთ ვლადიმერ ვახანიას მოსაზრებას, მკვლევარის მტკიცებულება მთლიანად ემხთხვევა სომხურ, ბერძნულ, ბიზანტიურ წყაროებს.
 ,, მეგრული ქალდეა ახლო აღმოსავლეთში თავის დროზე ძლიერი სახელმწიფო იყო – კულტურით და სამხედრო ძლიერებით, რომელიც 25 სამეფოს აერთიანებდა. ქალდ–მეგრელები 500 წელი მართავდნენ და აბატონობდნენ მრავალ ქვეყანაზე: ბაბილონზე, სირიაზე, ეგვიპტეზე, ეთიოპიაზე, პალესტინაზე და იერუსალიმზე. ამრიგად მეგრული ქალდეა ვეებერთელა იმპერეიიის მფლობელი ქვეყანა იყო და დაიშალა ასურეთთან დამარცხების შემდეგ, რის გამო ნაწილი დარჩა აღნიშნულ ქვეყანაში, ნაწილი კი აღმოჩნდა (დაუბრუნდა) თავის პირვანდელ ქვეყანაში, ძირითადად დღევანდელ საქართველოში. (ვლადიმერ ვახანია, „კოლხეთ–საქართველოს ეპოსი“ (გვ 296–297) 
 ეს საკითხი და შესაბამისად დასკვნები,ბევრისთვის არ იქნება სასიამოვნო,ჩვენთვის ისიც ცხადია, რომ ეს მტკიცებულებები გარკვეულად არმენების ისტორიულ მადასაც შეადარონ,მაგრამ როდესაც ფაქტები დევს,მათი უგულებელყოფა არ მიგვაჩნია გამართლებულად. ვლადიმერ ვახანიას და სხვათა ეს მოსაზრებები ეჭვს დაბადებს,ამიტომაც მას გვერდით უნდა დავუდოთ გამოჩენილი მეცნიერის იური მოსენკისის მოსაზრება, რომელიც ნიკო მარის მთელ რიგ დებულებებსაც უფრო ამყარებს.

 მНЕИЗВЕСТНЫЙ КАРТВЕЛЬСКИЙ ЯЗЫК И 600-ЛЕТНЕЕ ПРАВЛЕНИЕ ГРУЗИНСКОЙ ДИНАСТИИ В МЕСОПОТАМИИ
В древневосточной истории известно племя касситов (коссеев, киссиев). Название этого племени Н.Я.Марр справедливо сравнивал с грузинским kaci, мегрело–чанским kočiи баскским kison(на письме kizon) «человек»1. Сюда можно добавить еще слово cissonв древнеаквитанских надписях (Гасконь, рубеж эр).
От касситского языка осталось всего около сотни слов, но их сравнение с картвельскими и баскским дает важные результаты.
Касситские слова da-kaš «звезда» и da-gigi«небо» содержат известный картвельский префикс da-.
Касситск. buri«владыка» соответствует баскскому buru«голова», а касситск. burna«покровительствуемый» – грузинскому sa-bur-avi, sa-bur-veli«то, что накрывается сверху».
Касситск. Harbe«бог–бык» соответствует грузинскому xari«бык» (ранее это слово писалось с особой буквы, происходящей от иероглифического изображения быка2).
Касситск. Gidar«бог войны» соответствует баскскому gudu“война”, gudari«воин», шумерскому gud«воин» и, возможно, грузинскому čidi«поединок».
Касситск. Sah«бог солнца» соответствует грузинскому корню в словах si-cxe«жара», cx-eli«горячий», cx-adi«ясный», cx-ivi«луч» (с надежными соответствиями в других картвельских языках).
Касситск. kukla«раб» (с начальным частичным удвоением) соответствует грузинскому glexi«раб»3, «крестьянин».
Итак, можно предполагать, что касситский язык – еще один древний язык картвельской семьи. Династия его носителей правила Вавилонией с середины XVIII до середины XII века до н.э.
1 Марр Н.Я. Избранные работы. – М.; Л., 1933–1937. – Т. 5. – С. 5.
2.Об этом значении слова см.: Марр Н.Я. Избранные… – Т. 5. – С. 156, 464
 საკმაოდ სწორი შეხედულება  ჰქონდა იანსენს,რომელიც მშენივრად გაერკვა ამ მრავალ ტომიანობის არსში და ზოგი ქართველი მეცნიერის მსგავსად,ისინი სხვადასხვა ეთნოსებად არ შეურაცხავს.
 ,, ზუსტი დეტალებისა და ღირებული
ნდობის მქონე ტრადიციული მინიშნებების უქონლობის პირობებში, ჩვენ
ვთვლით, რომ ტრაპეზუნტის შიდა მხარეებში მოსახლე მთიელების
ანონიმური მასების საკითხის გასარკვევად მიკვლეული არაბერძნული
წარმომავლობის მასალა, /გვ. 122/ როგორც გამოჩნდა, კავკასიური
წარმომავლობისაა; იგი იმ მოსახლეობის კუთვნილებაა, რომელსაც
უწოდებენ კოლხებს, როდესაც არქაულობას ესმევა ხაზი, ლაზებს,
როდესაც თანამედროვე პერსპექტივას (ეს მოიცავს დროის ინტერვალს,
პროკოპიდან დღევანდელობამდე) ანიჭებდნენ უპირატესობას, ანდა
ხალიბებს, როდესაც მხედველობაში აქვთ ამ მოსახლეობის ტრადიციული
საქმიანობა, მადნეულის მოპოვება და მეტალურგია. როგორც ჩანს, ასეთი
იყო განზოგადების ის სამი თანმიმდევრობა, რომელსაც მისდევდნენ
ავტორები ანტიკური ხანის დამლევს და რომელთა მითითებებსაც ჩვენ
ვალდებულნი ვართ რომ მივდიოთ” [71, 50].

იანსენი
 იანსენის ამ მოსაზრებით ყველა ეს ხალხი სხვადასხვა ეთნოსები კი არ იყვნენ, არამედ ერთი ხალხის დროში შეცვლილი სახელები გახლდათ.

ძველი ქართული წერილობით წყაროებისათვისაც, ტრაპეზუნტი მეგრული ქალაქია ხალდიის მიწაზე[8], ბასილი ეზოსმოძღუარის მიხედვით, ლაზია ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით მდებარეობს, XIII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიის დასალაშქრად თამარის მიერ წარგზავნილმა ლიხთიქითურებმა პირველად სწორედ ეს მხარე დაიკავეს[9]. პონტოს ძირითადი გეოგრაფიული თავისებურებაა, ზღვის გაყოლებაზე ჩამწკრივებული მთები, კოლხეთიდან – ჭოროხის შესართავის ჩრდილოეთიდან – თემისკირამდე (თანამედროვე ქ.თერმეს მახლობლად), დასავლეთით [შდრ. Str. XI, II, 15]. გ.ქავთარაძე - ანატოლია - კავკასიის მიჯნის ძველი ისტორიის ზოგიერთი საკითხი
 რადგანაც განვიზრახეთ ამ თემაზე გვესაუბრა, გვინდოდა რა, დაგვედგინა ძირითადი მოსახლეობის წარმომავლობა,გვერდი ვერ ავუარეთ ამ მკვლევრების მოსაზრებებს თუ მტკიცებულებებს. ჩვენი მიზანია, ზედმიწევნით გამოვიკვლიოთ ქალდიის, იგივე ხალდიის მცხოვრებთა ვინაობა. ვერ გავექცეცით ამ სივრცეში მეგრულ შტოს,როგორც ვხედავთ, ისინი წარმმართველნი ჩანან ამ არეალის  დაფარვა, ათვისება ძირითადად ისევ მეგრული შტოის ხალხებით ხდება.,,ტაო-ისპირის მოსახლეობა უძველეს დროს და VIII-XII ს. ს.
უძველეს დროს ლაზისტანვით ტაო და ისპირიც ქართველთა ტომს ლაზებს (ხალიბებს) ეკუთვნოდა.“იხ, (იხ. ქართველი ერის ისტ. გვ 1, 320, 327 333 )
 ,,კლარჯეთი და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ტაოს მხარე თავისი ისტორიული ცხოვრების გარიჟრაჟზე წარმოგვიდგება თუბალ–კაინური ანუ ივერიულ–ჭანური (иверо-чʼанский) მოსახლეობით, რომელიც ქართულს (грузинский или кʼартʼский) ენათესავება.
( иверы–ში მერმინდელი მეგრელები იგულისხმებიან)[75]
Житие св. Григория Хандзтииского, Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С-Петербург, 1911, გვ. II
   ლაზურ-ჭანურ-მეგრულ სივრცეს ჩვენ უბრალოდ სახელებს არ შეუცვლით, აქ ეს შტო დომინანტია,იმდენად დომინირებს, რომ ის ყველა ქართულ წყაროში მოხსენიებულია, როგორც ლაზთა,  მეგრელთა სამკვიდრო. არც დავმალეთ,რადგან ჩვენ პოლიტიკური კარნახით არ მოვქმედებთ.საერთოდ უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურმა ისტორიამ,ლინგვისტიკამ, ქართველი საკმაოდ დააზარალა,მას ცნობიერების უნარი წაართვა და ყალბ ფასეულობებს მიაჯაჭვა. კუთხური პარტიკულარისტული აზროვნების დამკვიდრებამ კი საფუძველი შეურყია ქართულ ცნობიერებას. პოლიტიკური ჰეგემონია ყველაფრის გამოცხადება ქართლურად და არა ქართველურად,მაშინ როდესაც. ქალდეთის ფორმაციაში, არ ჩანს არც კახელი, არც ქართლელი., მათ რანგზე სიძველით ლაზი  მეგრელი ვერ დადგება, ეს არის ელემენტარული კანონზომიერება, ეს გახლავთ რეალობის შეგრძნება. მოხსენიებულია ლაზი,ჭანი, მეგრელი. რაც ერთი შტოს სახელებია. აქ  ვერ შემოვიყვანთ სხვა სახელდებას ქართველური ტომებისა ამ დროს ეს დიფერენციაცია ჯერ არ დაწყებულა.,მაგრამ სათავეში უკვე მეგრული შტო იხსენიება. ეს არის ისტორიის რეალობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ყველანი ქალდეველების შთამომავალნი ვართ, სულ მცირედ ეხება ლაზს,მეგრელს,ისინი თავად არიან ქალდეველები,იმ უხსოვარ ჟამიდანვე და შესაბამისად სათავეშიც დგანან.
  აი ეს მიდგომა  გახლავთ არა კუთხური აზროვნების შედეგი, არამედ ისტორიული სიმართლის აღნიშვნა, ეს რომ ასე იყო, საკმაო მაგალითები წარმოვადგინეთ, კიდევ  ზემოდასახელებულ ავტორებს შევაწევთ ცნობილი ისტორიკოსის გიორგი მელიქიშვილის მოსაზრებას,რაც ისევ ქალდების ვინაობის საკითხს შეეხება.
 გიორგი მელიქიშვილი თავის ნაშრომში ,,ნაირი ურარტუ“ აღნიშნავს,რომ ლაზ,ჭან,მეგრული ტომები დიდხანს იყვნენ განფენილი ხალდიის მიწაზე, მთელ ტერიტორიაზე. შავი ზღვისპირეთის ტერიტორიაზე ძირითადად მოსახლეობდნენ ქალდები ანუ მეგრელ-ლაზები-ჭანები. ეს ტომები მსხვილ გაერთიანებულ ტომებად იწოდებოდნენ. (იხ,გ.მელიქიშვილი ,,ქართველი ხალხის წარმოშობის საკითხისათვის“გვ 28 და  ,,ნაირი ურარტუ“ გვ 141.)
 ქალდების მთლიანი განსახლება. ეს ნაკრები ტომები,მოსინიკები,კარდუხები,ტიბარენები,დ რილები და სხვა,კოლხური ტომები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ქალდიი უდესი ნაწილი დასახლებული იყო ამ ტომებით. ქალდიაში მეგრული შტო, ლაზური შტო დომინანტი გახლავთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ აღვნიშნოთ, რომ აქ შეიძლებოდა ყოფილიყო ტომთა გაერთიანებები,მაგრამ ისინი დომინანტად არ ჩანან ქალდიაში,ესა სწორედ იმის მიზეზი, რომ წარმოდგენილი და კიდევ მრავალი ტომი მეგრული შტოს ტომები იყვნენ.
 ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი თავის წიგნში ,,მატიანე ქართველთა“ შესანიშნავად აყალიბებს თავის აზრებს ამის თაობაზე,მან ერთგვარი გმირობაც კი ჩაიდინა, როდესაც ეს დიდი სიმართლე  გააცხადა. ,, ლაზები ქართული მოდგმაა,ლაზური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს განეკუთვნება და ქართულთან ერთად ძველი ქალდეურის-შუმერულის გენეტიკურად მონათესავეა.უძველესი დროიდან დღემდე თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლაზებს-ქალდებს- ხალდებს ეძახდნენ. თავდაპირველად ლაზური (მეგრული) ტომები სახლობდნენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,კოლხაც და დიაოხიც ლაზური ქვეყნები იყო. (სიმონ მასხარაშვილი ,,მატიანე ქართველთა“)
 აქვე  წარმოვადგენთ ივანე ჯავახიშვილის ვრცელ ამონარიდს
,, VII საუკუნიდან ქრ. წ. მოყოლებული, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაპირებსა და მის მოსაზღვრე ქვეყანაში არას დროს, თამარ მეფის ლაშქრობის გარდა, ქართველების ბატონობას ხანგრძლივ ფეხი არ შეუდგამს და არ მოუკიდია; მაშასადამე, ქართველებს არც შეეძლოთ, რომ აქ თავიანთი ენაკილოკავები რაიმე გზით გაევრცელებინათ; პირიქით, სპარსების, ბერძნებისა, რომაელებისა, ბიზანტიელებისა, სელჯუკებისა და ოსმალების ხანგრძლივ ბატონობას თავისი კვალი უნდა დაეტოვებინა ადგილობრივ მკვიდრთა დედაენაში და მოსალოდნელიც იყო, რომ მათ თავიანთი დედაენა დაევიწყნათ. თუ მრავალ უცხოელთა ბატონობისდა მიუხედავად აქ მაინც ლაზურ-ჭანური ლაპარაკი ეხლაც ისმის, ეს მხოლოდ იმის დამამტკიცებელი და მომასწავებელი საბუთია, რომ ლაზურ-ჭანური აქ იმთავითვე სუფევდა, რომ ხალიბები, ტიბარენნი, მოსსვინიკები, დრილები და სხვანი სწორედ ლაზურ-ჭანურს ლაპარაკობდნენ, რომ ყველანი ისინი ქართველ ეროვნებას ეკუთვნოდნენ”.(ივანე ჯავახიშვილი ბიზანტიელი ავტორების მიერ ქართული ტომების მოხსენიების შესახებ)
 იმის გამო, რომ მაშინდელ ხალდებს არ უწოდებდნენ მეგრელებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი, სხვა ხალხები იყვნენ. როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, ქალდები იგივე ლაზები არიან, მათში გაბნეულნი იყო სხვა კოლხური ტომებიც,რომლებიც მცირერიცხოვანნი იყვნენ,ეს სივრცე,მთლიანად ათვისებული გახლდათ სწორედ მეგრული შტოს ტომებისგან და ისინი იყვნენ დომინანტიც.აქედან გამომდინარე, ვერცერთი ქართველური ტომი ქალდებთან იდენტობის თვალსაზრისით,მეგრელ-ლაზებზე, წინ ვერ დადგება.ესაა ისტორიული სიმართლე, რაც აქ წარმოდგენილმა მასალებმაც დაგვიდასტურეს. 

воскресенье, 17 августа 2014 г.

ზაალ ჯალაღონია - ტოპონიმ გადიდის გაგებისთვის


        

 გადიდი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე. მდინარე ღელესყურის შუა დინებაში.  ამ ტოპონიმზე მეცნიერებს თითქმის ჩამოყალიბებული აზრი აქვთ. მიაჩნიათ რომ ტოპონიმი მეგრული (ზანური) წარმოშობისაა,მაგრამ არის ერთი გარემოება, ზუსტად საიდან, როგორი   ადგილმდებარეობის გამო შეერქვა ამ სოფელს ეს სახელი
 როდესაც ტოპონიმის კვლევას ვიწყებთ, უმთავრესია გავერკვეთ ყველა იმ ცნობებს, რაც კი მასზე არსებულა და შემოგვენახა. ხალხური გადმოცემები  აკადემურობას მოკლებულნი არიან, თუმცა მათ მაინც დიდი ღირებულება გააჩნიათ. ჩვენს შემთხვევაშიც იგივე მდგომარეობა გვაქვს, არ ვიზიარებთ ხალხურ ვერსიებს ამ კონკრეტულ ტოპონიმთან მიმართ ებით,მაგრამ ხალხურ ცნობებს აუცილებლად განვიხილავთ.
გადმოცემით  უწინ ამ ადგილებში სამ ძმას უცხოვრია, დიდხანს ცხოვრობდნენ თურმე ერთად,მაგრამ ბოლოს აყრილან, უფროსი ცალკე წასულა,ხოლო შუათანა და ნაბოლარა ერთად დარჩენილან. რამდენიმე ხნის შემდეგ, უფროს ძმას მოუწადინებია თავისი ძმების ნახვა, სწვევია კიდეც მათ, და განცვიფრებულა,იმდენად კარგად და მოშენებულად უხილავს ძმების სახლ-კარი.გაჰკვირვებია და უთქვამს: ,,ესენი როგორ გადიდებულანო,ასე როგორ გადიდდითო“. ეს გახლავთ ხალხური ვერსია, რაც რა თქმა უნდა, შორსაა ჭეშმარიტებისგან.თავისთავად, მაინც საინტერესოა. ეს ხალხური ვერსია იმდენად ფართოდ ყოფილა გავრცელებული, რომ რუს გეოგრაფ კონსტ ჰანს, სწორედ ამ ფორმით შეუტანია და მისთვის მტკიცებითი ფორმა გადიდი მიუნიჭებია. 1.იოს.ყიფშიძე, ,,მეგრული ენის გრამატიკა“.. სანკტ-პეტერბურგი, 1913,გვ 205,რუს ენაზე)
 მეცნიერული, წმინდა ლინგვისტური ძიებებით კი, სხვა რამ იკვეთება, გადიდი ზანური ტოპონიმია, ის წარმოსდგება ორი სიტყვის შერწყმისგან. გა + დიდი. გა მეგრულ ენაზე ნიშნავს მთას, გორაკს., დიდი კი, დაახლოებით  ჭყონდიდის, ზუგდიდის,  იდენტური ფორმისაა. ანუ ,,ჭყონდიდი“- ,,რკონდიდი“ ,,მუხა დიდი“ ,,ზუგდიდი“- ბორცვდიდი“. 
 ტოპონიმის ასეთ წაკითხვას გვთავაზობს მკვლევარი გურამ ბედოშვილიც, და მიაჩნია იგი ზანურ ტოპონიმად. 2.გ.ბედოშვილი ,,ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი“, თბ.2002 წ.
 ასეთ ახსნას დიდი ხნის განმავლობაში ჩვენც ვიზიარებდით,მაგრამ ბოლო დროინდელმა ჩვენმა მუშაობამ ამ საკითხზე ახალი ვერსია გაგვიჩინა,  გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ გადიდ-ი, შეიძლება სულაც არ იყოს გა- მთა, არამედ ის მომდინარეობდეს მეგრული ღალიდან, ანუ მდინარე, ხოლო ამგვარი შეკვეცილი სახით წარმოება სიტყვებისა მეგრულს ახასიათებს. მაგ, ღადიდ-ი ანუ ღელე დიდი.
 სავარაუდოდ, ღ გადაიქცა გ-დ. ღადიდი მეგრულად დიდ ღელეს ნიშნავს. საერთოდ უნდა ითქვას, ერთ ტენდენციზე, რომელიც მეგრულ ენაში არსებობს, ესაა ორ სიტყვიანი სიტყვების დიდი რაოდეონობა, მაგ; გა, წა, ღა და სხვა. ჩვენი აზრით, მეგრულში თავიდან იყო წყლის აღმნიშვნელ სიტყვად წა, რომლის კვალიც არსებობს, წაკურთხიაში, წაჩხურაში და აქ ყველაგან იგულისხმება წყალი. ასევეა გა, თა, რომლისგანაც მოდის მერე მთა, მ-ს დართვით. ჩხოროწყუს რაიონში მაღალმთიან სოფელს თაია ჰქვია ანუ თა, ასეთივეა გაგიდა, რომ დავშალოთ ეს სიტყვა, მივიღებთ გა- გიდას შეიძლება ეს იყოს მუცელგამობერილი მთა. გიდა გამობერილს, გაბერილს ნიშნავს მეგრულად. ამდენად, სახეზეა, რომ თავიდან იყო წა, გა, თა, ზა, - იგივე  გზა და სხვა.

 გადიდის ღადიდიდან  წარმოშობის ამ ვერსიის  აღნიშვნა მოვიწადინეთ, რათა ზედმიწევნით გამორკვეულიყო  ტოპონიმის ნამდვილი მნიშვნელობა. ერთი კი ცხადია, მისი მეგრული (ზანური) წარმომავლობა, ეჭვს არ იწვევს.

пятница, 8 августа 2014 г.

ზაალ ჯალაღონია- წანარები

              

 ვინ ჩაუყარა დღევანდელი კახეთისა და ხევსურეთის მოსახლეობას საფუძველი? ესენი იყვნენ კოლხური ტომი წანარები.ყაზბეგის რაიონი , ისტორიული ხევი ადრე მოიხსენიებოდა ,როგორც წანარეთი. მათი განსახლების არეალი ფართო და ვრცელი ყოფილა. ამაზე არსებობს, როგორც სომხური, ასევე არაბული წყაროები.მათ ათვისებული ჰქონდათ კავკასიiს ცენტარალური ნაწილი და დარიალის ხეობა.ისტორიოგრაფიაში გარკვევით წერია, რომ ამ ტომებმა დაუდეს სათავე სწორედ მთიელებს და კახეთის მთლიან მოსახლეობას.კახეთის სამთავროს ჩამოყალიბებაში მათი წვლილი დიდია.თითქოს ყველაფერი უნდა გარკვეულიყო, მაგრამ ეს მაინც არ მოხდა.წანარების ვინაობა დღემდე დაუდგენელი რჩება.თუმცა ამის მიზეზი ჩემთვის პირადად უცნობია, წყაროებს, რომ დავუკვირდებით და დეტალურად გავადევნებთ თვალს, ძალიან ადვილია ამ ტომების ვინაობის დადგენაც.ეთნონიმ „წანარის" (სანარი) ყველაზე ადრეულ მოხსენიებას ვხვდებით პტოლემაოსის " გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში", სადაც ძალზე მოკლედ და ლაკონურად აღნიშნულია, რომ . . . ალბანის იქით – სანარები ცხოვრობენო. ამ უძველესი ცნობიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ წანარები II საუკუნეში კავკასიონის მთიანეთში სახლობენ.ზოგ წყაროებში ეს ხალხი მოიხსენიებიან, დვალების და ალანების მეზობლად,ასევე თუშებისა და ლეკების გარემოცვაშიც.ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ „წანარებს არაგვის ხეობაში ჰქონდათ მკვიდრობა და თითქოს ამ ხეობის მცხოვრებთა საზოგადო სახელადაც გამოდის, მაგრამ ჩვენი ძველი მატიანე (იგულისხმება „მოქცევაი ქართლისაი") ამტკიცებს, რომ წანართა ქვეყანა არაგვის ხეობის ერთი კუთხეთაგანი იყო და მათის მკვიდრობის ადგილს „წანარეთისა ხევი" რქმევია;მე დიდ ნდობას ვერ გამოვუცხადებ ზოგადად ,,ქართლის ცხოვრების 1 ნაწილს.ვერც მოქცევაი ქართლისაის"კოლხეთის ისტორია, რომ გაყალბდა, ეს ცხადია, მაგრამა დგილზე ვერაფერს ვიტყვი. აქ არ საჭიროებდა წყარო გაყალბებას.  , აქ დასაფარავი არაფერი იყო, ამიტომ ნაწილობრივ მაინც უნდა ვენდოთ. იგივე ქართლის ცხოვრებაშიც შეგვიძლია წანარებზე სწორი ცნობები მოვიპოვოთ, არა მათ წარმომავლობაზე არამედ, ადგილდებარეობაზე, სადც ისინი იყვნენ ლოკალიზებულნი. მაგ ასეთი ცნობა „ . . . შევიდეს გზასა ხუარაზმის ხევისასა, და განვიდეს მთასა შორის ცხავატსა და ცხრაზმის ხევთა, რომელ არს ლომისა. და ვითარ ცნა დავით ორგულობა შალვა ქუენიფლეველისა, შედგა ციკარეს, რამეთუ ციკარე მტერთაგან შეუვალი იყო. ჩავლო ხუტულბულა, და განვიდეს ხადას, და გარდვიდეს ხევსა." იგივე „ხევი"მოხსენიებულია ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრებაში (პირველი ტექსტი)": „რამეთუ მაშინ ის ქალი არაშას ციხეში ჰყავდათ, რომელ არს ციხე ხევისა". უფრო ნათელი და ზუსტი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ „ხევის" (წანარეთის ხევი) ადგილმდებარეობაზე, მივმართოთ ვახუშტი ბაგრატიონს: „ ხოლო გუდამაყარის – ხევის შესართავს ზეით, დასავლეთ- ჩრდილოს შუა, არს მთიულეთი. . . ხოლო მთიულეთის ჩრდილოეთ არს ხევი. გარდავალს გზა ხევს, ადის დასავლეთიდამ, კავკასსა ზედა. . . მდინარესა ხევისასა ეწოდების არაგვე ჩერქეზამდე და მუნ ლომეკის მდინარე ძუელადვე, და აწ უწოდებენ თერგსა; გამოსდის ქურთაულისა, ზახისა და მაღრან-დვალეთისა შუათს, აღმოსავლეთიდამ, კავკასიის მხრიდან, დის აღმოსავლეთად ჩასავალამდე". მეტად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ვახუშტის მიხედვით „ხევი" შეცვლილი სახელია. იგი წერს: „ არამედ ხევი, რომელი აღვსწერთ ქართლისა ზედა, არს დუალეთისავე, გარნა ვინაითგან მტკიცედ დაიპყრეს მეფეთა ქართლისათა, იგი უწოდეს შეცვლილითა სახელითა ხევად, ვინაითგან არს ხევი შუენიერი". სომხურ წყაროებში კერძოდ ერემიანი მათ დაახლოებით 945 კვ.კმ.- ით განსაზღვრავს.კავკასისის ქედის ნაწილში ყაზბეგის რაიონისა და მდ. თერგის ზემო დინების აუზში.ივანე ჯავახიშვილს ისინი მიაჩნია არაგვის ხეობის მკვიდრნი.თუ კარგად დავაკვირდებით პრობლემას სირთულეს არ წარმოადგენს იმის დადგენა ,თუ სად და რა ადგილას სახლობდნენ წანარები, სირთულეს წარმოადგენს მათი ვინაობის დადგენა.ეს შეგნებულად ხდება თუ არა, ამასაც დავინახავთ, მაგრამ ,ერთი ცხადია, წანარებს ყველა სხვადასხვა იდენტობას უძებნის, რაც ართულებს საქმის ვითარებას.XIII საუკუნის სომეხი ავტორის ვარდან დიდის მიხედვით, წანართა ტომის პირვანდელი საცხოვრისი კავკასიის მთის ძირას მდებარეობდა და მათ ქვეყანას წანარქი ანუ წანარეთი ეწოდებოდა.ასევე ამ ეთნონიმს წანარს იცნობენ არაბი ისტორიკოსებიც. ფ. მინორსკი მასუდის ცნობას წანარების შესახებ ასე თარგმნის: „სასაზღვრო ციხე-სიმაგრე ტფილისსა და უკვე ზემოთხსენებულ ციხე-სიმაგრე ალანთა კარს შორის მდებარეობს წანართა სამეფო, რომლის მეფესაც ეწოდება ქორისქუსი. . . ისინი ქრისტიანები არიან, მაგრამ პრეტენზია აქვთ, რომ თავიანთი თავი წარმოშობით არაბებს დაუკავშირონ. . ასე ყოველმხრივ არის წანარები წარმოდგნილნი, მაგრამ როგორც თავიდან აღვნიშნე, მათი ვინაობის დადგენისთვის ბევრი არაფრი გაკეთებულა.ქართულ ისტორიოგრაფიაშიც ამ მხრივ არ გვაქვს სახარბიელოდ საქმე. ნიკო მარმა წანარები სვანურ ტომად წარმოგვისახა, ყოველშემთხვევაში უფრო აქეთკენ იხრება. ამ თეორიას ემხრობა ს კაკაბაძეც. ასევე წანარები მიაკუთვნეს ვაინახურ ტომებს, რაც ჩემი აზრით ,ყველაზე დიდი აბსურდია.უფრო მისაღებად მიგვაჩნია წანარებისგან ვაინახური, ძველი კოლხური ტომის გაჩენა. რადგან ვაინახებიც ჩვენი სისხლისანი იყვნენ . ამიტომ ეს ნაწილობრივად უნდა გავიზიაროთ.რუსი მკვლევარი ვოლკოვიც ვერაფრით მიდის წინ და ისიც ზედაპირულად იკვლევს ამ თემას. მისი დასკვნა ასეთია:,,ვინაიდან არ გაგვაჩნია პირდაპირი ჩვენებანი წანარების ენობრივი კუთვნილების შესახებ, ჩვენ შესაძლებლობა არა გვაქვს დავუკავშიროთ ეს ხალხი ვეინახების, დაღესტნელების ან ქართველების წინაპრებს. გამოვდივართ რა კავკასიის ჩვენთვის საინტერესო რეგიონში არსებული ეთნიკური სიტუაციიდან ანტიკურ და ადრეშუასაუკუნეების პერიოდში, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ წანარები ლაპარაკობდნენ იბერულ-კავკასიურ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ ენაზე."(ვოლკოვი) ასეთი ფაქტები უამრავი გაგვაჩნია, წანარი ტომების შესახებ არსებობს ასეთი ცნობა მაგ, სომხურ წყაროებში, რომ წანარეთი უდრის ხალდიას. რომ ძველი ხალდია არის ჭანეთი. ანუ ხალტიქ ,იგივე ჭანეთია. ხოლო ხალდები, დღევანდელი ჭანები არიან დასავლურ ქართული ტომების წარმომადგენელი. აქაც არ გვაქვს კარგად საქმე. ეგ დასავლური ხომ თავისთავად გამორიცხავს ამ შემთხვევაში გურულს, აჭარელს, იმერელს რაჭველს, ესენი ხომ გვიანდელი ტერმინებია. დასავლეთში იგულისხმება მხოლოდ მეგრელი და სვანი. იგივე კოლხები. ბიზანტიელების გამო ეძახიან კოლხების ერთ ნაწილს იგივე მეგრელებს, ლაზებს, ჭანებს. მაგრამ რახან კოლხები ერქვათ სვანებსაც, ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდან ზანი და სვანი დიფერენცირებული არ იყო. ამიტომ არის იგივე სვანურში ქვეყნის სახელი ხალდია. სვანეთში სოფელს ერთ–ერთს ხალდე ეწოდება. ჩვენ ამან არ უნდა მოგვცეს იმის თქმის უფლება, რომ სვანები არიან წანარები. რადგან ხალდ ტერმინს უკავშირდება.გვაქვს სვანური გვარი ქალდანი, რომელიც აშკარად ამ ძირიდანაა. ასევე მეგრული ქარდა და სხვა.,,მსოფლიოს უპირველესი და უძველესი ხალხი ქალდ–მეგრელები არიან."(ივანე ჯავახიშვილი) ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქალდიაში ეს ტომები ერთნი იყვნენ, უკვე აქ განფენის დროს მოხდა მათი გაყოფა, და გარკვეული ხასიათის ჩამოყალიბებაზეც უკვე გარემომ იმოქმედა.

სომხური წყაროები, საინტერესოა ამ მხრივ: XIII საუკუნის სომხურ წყაროებში (ვარდან დიდის „მსოფლიო ისტორია") ჩვენ შემონახული გვაქვს ზეპირი გადმოცემა თუ ისტორიული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც აშკარად ჩანს, რომ ცენტრალური კავკასიონის რაიონში მცხოვრები წანარების წინაპრები იყვნენ დასავლურ-ქართული ტომი „ხალდები". აქ გარკვევით წერია რომ ესენი დასავლურ ქართული ტომია. იგივე ივანე ჯავახიშვილი ხალდეზე ასე ამბობს:,,„სვანეთში ეხლაც მოიპოვება რამდენიმე სოფლის საზოგადოება, რომელსაც „კალდე" ანუ ხალდე ჰქვია"-ო და იგი იქვე განმარტავდა: სახელები ხალდე, ქართუ ანუ იგივე კართუ „ქართველი, კარდუ-ხი", და რომ ეს ქალდები – (ხალდები) ქართველების ღვიძლი ძმები იყვნენ”. ივ. ჯავახიშვილის მიერ შენიშნული ეს გარემოება ერთხელ კიდევ დამატებით მხარს უმაგრებს მოსაზრებას რომ– წანარები ეთნიკურად ქართულ სამყაროს უკავშირდებიან. დიახ, საეჭვოა არაა წანარების ქართველობა, მაგრამ უფრო უნდა გავერკვეთ მათ წარმომავლობაში, გვჭირდება გამოწვლილვითი ანალიზი.
წან"-ების სახელის ცვლილება ჭანურ-მეგრულის ძირითადი მასიდან საკმაოდ უძველეს ხანაში უნდა მომხდარიყო. კერძოდ, თუ გავითვალისწინებთ პტოლემაიოსის (II-ს) ჩვენებას, მაშინ წანარები („წან-”ები ) ანტიკურ ხანაში საფიქრებელია, ამაზე უფრო ადრეც, უკვე ცენტრალური კავკასიონის რაიონში უნდა ვიგულვოთ, ასევე საინტერესოა,სამეგრელოს რამდენიმე ტოპონიმი. გვაქვს წენდიხა ჭანის მიწა და წენ წყარი ჭანის წყალი .სწორედ წენწყარი მეგრულიდან ითარგმნება, როგორც ჭანის წყალი. რომელიც არის ერთ–ერთი მდინარე სამეგრელოში.ასევე უდიდესი შეცდომაა მეგრელისა და ჭანის გამოყოფა. ჭანი არის მთაში მოსახლე მეგრელი. ეს რომ ასეა, დავინახავთ პავლე ინგოროყვას ნაწერში: სატომო სახელწოდება ჭანი გვიანი ხანის ბერძნულ წყაროებში უპირატესად მიემართება ტრაპიზონის მხარეში, პონტოს მთიანეთში მოსახლე მთიელებს." ანუ მთებში მოსახლე მეგრელები.ეს რომ ასე არ იყოს, ჭანის წყალი არ გვექნებოდა მდინარე სამეგრელოში. ამიტომაც არის რომ VII–IX საუკუნის სომხურ წყაროებში კერძოდ გეოგრაფიაში, ხალდია ანუ ჭანეთი იწოდება ეკგერად, ეგრისად ასევე კოლხეთად.
(პავლე ინგოროყვა)ხალდია არის სწორედ ჭანების ქვეყანა, დღევანდელი ტრაპიზონის მხარე, სადაც მოსახლეობდნენ ჭანები ანუ მთიელი მეგრელები, მთაში მცხოვრები.ხალდია ქვეყანა,თემი ნიშნავს ტრაპიზონის მხარეს. რომელიც ჭოროხიდან თერმოდონტამდე ვრცელდებოდა. ანუ ჭოროხისა და ოლთისის მხარე მისი ჩრდილოეთი მუდამ იყო ჭანეთი.მას სხვადასხვა წყაროებში ხშირად ,,ჭაკის მიწადაც მოიხსენიებდნენ. VII საუკუნის სომხური გეოგრაფიის თანახმად, ამ მხარეს "ჭაკატქი” ეწოდებოდა. როგორც დავინახეთ ეს ტერმინი უშუალოდ ასახავს ჭანს და სწორედ მისგან მომდინარეობს.სანები,– ჭანები–, წანები.ვის ან რატომ უნდა მოუვიდეს აზრი , რომ ჭანები და ლაზები სხვა და სხვანი არიან. ამის მიზეზი არის ერთი, ლაზები ზღვის პირას ცხოვრობდნენ ხოლო ჭანები კი აწეულნი იყვნენ მთებისკენ. რადგან ლაზებისთვის დამახასიათებელი გახლდათ ზღვის პირას ცხოვრება ისინი ამით, ამ ყოფით და ცხოვრების წესით თითქოს განუდგნენ ჭანებს. ასეთმა მცდარმა აზრებმა და კიდევ რამდენიმე სუბიექტურმა თუ ობიექტურმა მიზეზებმა განაპირობეს ჭანების არა მეგრულ მოსახლეობად ცნობა. ამავეს აკეთებს ფუტკარაძე, თუმცა ფუტკარაძე , რატომ შვრება ამ ყოველს ეს გარკვეულია ჩვენთვის. ის ყოველნაირად ცდილობს ქართულ მოდგმას ააშოროს მეგრელებთან იდენტურობის განცდა. რადგან ის ყველგან ამ მომენტს მიმართავს. რაც ჩემი აზრით არამეცნიერულია და არც ღირს დროის დაკარგვად. ჩვენ უნდა მივყვეთ მხოლოდამხოლოდ ცნობებს და როგორც დავინახეთ ყველა ცნობა საპირისპიროს ამტკიცებს.ლაზების გარშემო და ლაზებში ხდებოდა მიგრირების პროცესი და ლაზებს შეერიაო ეს ჭანები. რასაც ამბობენ, მაგრამ ეს იმდენად უსუსური არგუმენტია, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაში ვარდებიან.ძველი ქართული წერილობით წყაროებისათვის, ტრაპეზუნტი მეგრული ქალაქია, ხალდიის მიწაზე[ბასილი ეზოსმოძღუარის მიხედვით, ლაზია ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით მდებარეობს .ჭანების– ზანების იდენტურობა ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს თუ ვინმეს რაღაც სხვა მიზეზი არ ამოძრავებს, რადგანაც აქ საქმე ძალიან გამოკვეთილად ჩანს. მაგალითად მისიონერი ლუი გრანჯერიო იძლევა შემდეგ ცნობებს: "დაბა რიზე… ეკუთვნის ლაზისტანს, რომელიც გადაჭიმულია ტრაპიზონიდან დაწყებული ვიდრე საქართველომდე. იმ ნაწილში, რომელიც ტრაპზინზე ახლოა, ბერძნულს ლაპარაკობენ, საქართველოს მახლობლად კი საზოგადო ენა მეგრულია. რიზე, ლაზების ახალშენია. ლაზები მეგრულ ერს ეკუთვნიან. თანდათანობით (ჭანები) გადადიან მუსულმანობაში; ჩვეულებრივ ხანშესულნი იმისათვის, რომ ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებენ აუტანელ ჩაგვრას განიცდიან და იმ მიზნით, რომ თავი დააღწიონ გადასახლებას, რომლებითაც მათ აწუხებენ, თურქების მხარეზე გადადიან." ჩვენ ამ ყოველივეს იმიტომ შევეხეთ, რომ ლუი გრანჯერიოც იგივეს გვიჩვენებს. მასთან როგორც დავინახეთ ლაზი და ჭანი იდენტური ცნებებია. პონტოს სამეფოში, როგორც ვიცით, შედიოდნენ სხვადასხვა ტომები მაგ კოლხური და ასევე არა კოლხური ტომებიც. საინტერესოა, რომ ამ არეალში ყველგან ჭანები და ლაზები მოიხსენიებიან ერთად, ასევე ისინი მუდამ ახლოს დგანან მაკრონებთან და სანებთან. ეს მომენტი გვაძლევს კიდევ ერთ უტყუარ მტკიცებულებას, რომ სანები და ჭანები იგივე მაკრონები და ლაზები იყვნენ. ან ძალიან ახლოს მდგომნი მათთან.პროკოპი კესარიელის თანახმად, ჭანებს უწინ "სანები” რქმევიათ: "..ჭანების ტომი, თავიდანვე ბარბაროსები, რომელნიც არავის ქვეშევრდომები არ არიან, წინა ხანებში სანებად (Σάνοι, Σοῦνοι) წოდებულნი...” [[Procop., Wars, I, XV, 21-25; II, III, 39]. ძველი ბერძნული წერილობითი წყაროების საფუძველზე, შესაძლებლობა გვაქვს თვალი "სანების” ვინაობის საკითხსაც მივაპყროთ; სტრაბონის "გეოგრაფია” მათ, თავის მხრივ, მაკრონების შთამომავლებად მიიჩნევს: "ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ მდებარეობენ ტიბარანები, ხალდები და სანები, ადრეულ ხანებში მაკრონებად წოდებულნი.მაკრონები არიან ცნობილნი , როგორც მაკროკეფალები ანუ გრძელთავიანები. და მათ მიიჩნევენ დღევანდელი მეგრელების წინაპრებად. (მეგრელ//მარგალ) შემავალ არგ (არკ) (<აგრ//აკრ) ძირს, რომელიც გაფორმებულია 
ჭანურისათვის დამახასიათებელი ონ სუფიქსით. ასევე ტიბარენები,და ხალდები. ეს ყველანი ერთ იდენტობაში მოდიან. ჩვენ თუ ამ ხაზს გავყვებით, ყველაფერი წესრიგში ექცევა და არანაირ გაუგებრობას არ ექნება ადგილი. ,,ჭანივქი" თუ ხალტიკია. აქ ყველაფერი ნათელი და გარკვეულია. სანი, წანი, ლაზი, ჭანი,. არის ერთი და იგივე სახელები, უბრალოდ გვაქვს ფორმობრივი ვარიაციები. ამიტომ ქართველთა ხალტია და ხალდეთი იგივე კოლხების, მეგრელების სამოსახლო ადგილი იყო. ტრაპეზუნტის მხარის სოფლები ატარებენ ხალ ფუძიან სახელებს, რომელნიც უმეტეს შემთხვევაში დღეისთვის შემოგვრჩენ, როგორც ,,ჰალ, თუმცა ადვილი გასარკვევია, რომ აქ გვაქვს ხალ ვარირებასთან. ხ–ს ჰ –დ გადაქცევასთან. ასეთი სახელია მაგ ხალდიზენი. ხალდი გარკვეულია რასაც ნიშნავს, ზენი, არაა გამორიცხული და სავარაუდოდ ასეა, ნიშნავს ვაკე, დაბალ ადგილს. შდ.რზენი ნარაზენი, ზედაზენი და სხვა სახელები. რომელიც კოლხური რზენიდან უნდა მოდიოდეს. ხალდია მუდმივად უკავშირდება ლაზეთს და ჭანეთს მაგ,აბულ ფედა, X საუკუნის არაბი ისტორიკოსი, ტრაპეზუნტს, ძირითადად ლაზურ ნავსადგურად მიიჩნევს.ხალდების სახელი იგივე ქალდების ასეთ ვარიაციას გვაძლევს ხალდი, –ქალდი შეიძლება ქარდი, შემდეგ ელი მაწარმოებლით მიგვეღო ქარდუელი. კალდუელი, კალდუ და კარდუ. ეს ვარიაციები შეიძლება თანმიმდევრობას ვერ იცავდნენ, მაგრამ ისინი სწორედ ამ ფორმაციას გადიოდნენ. კარდუხი. და სხვა. ხი სუფიქსი თავიდან ხურიტულში ჩანს, მაგრამ დღეს ის არის მეგრულ ენაში და აღნიშნავს ხალხს. ამიტომ ამ ქარდუელისგან შეიძლება გაჩენილიყო ტერმინი ქართუელი. და ამას ძალიან ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, მაგრამ არის ერთი გარემოება, უძველესი ქართული სახელი სწორედ კოლხურიდან იგივე მეგრულიდან მომდინარეობს. და ქართველის ცნების პირველი ჩამყრელიც მეგრული შტო გამოდის. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, უძველეს ხალდებს ჭანებს, ლაზებს, მეგრელებს ეწოდათ ქარდუელები. აქ მთლიანად გამოირიცხა ცალკე ქართული, რომელიც მეგრულს აერთიანებს, არამედ პირიქით თავად ლაზს, მეგრელს ჭანს,სვანს ერქმევა კრებითი სახელი ქარდუელი თუ ქართველი. ვიცი ეს მოსაზრება, ზოგ ვაი ქართველს მართლა შოკში ჩააგდებს, მაგრამ ეს ჩვენი ახირება ნამდვილად არარის. საკითხის კვლევამ და ცნობებმა ამ დასკვნამდე მიგვიყვანა.თუ კარგად დავაკვირდებით მიხეილ წერეთლის მოსაზრებასაც მივხვდებით, რომ ჩვენი მეცნიერიც ამ აზრზეა. მისთვისაც ყველაფერი ხალდიადან იწყება. და ტერმინს ქართველსაც მას აკავშირებს. მაგრამ ბოლომდე სიმართლეს ეს მეცნიერიც გაურბის. თუ მისი აზრით ხალდედან ხალდიადან მოდის ქართველების დასაბამი და იგი უკავშირდება მეგრულ სიტყვას და ზოგადად ჭანს, ლაზს, მერე რა ტომებზეა საუბარი, რომელიც ცალკე დგანან მეგრელბისგან ლაზებისგან? ეს ხომ პოლიტიკურად მიღებული გადაწყვეტილება? დასაბამიც ქართველებისა თუ ამ მეგრულ, ჭანური ტომებისგან წარმოსდგა, ეს იმას ნიშნავს რომ აქ განცალკავება კი არ უნდა ვეძებოთ, არემედ ის, რომ ამ მეგრელ, ჭანს და ლაზს დარქმევია ქართველი. და არანაირი ქართის განსხვავებული ტომიც არ ყოფილა. აბა რას უნდა ნიშნავდეს ამ მეცნიერის ეს მოსაზრება, რომელიც ჩვენი აზრით სავსებით სწორია?,,იყო ერთი ტომი, მეგრულ-ლაზური, რომელსაც ერქვა "კარდუხი”,- რაც "ქართუ-ხი”-ს უდრის. ამ "ქართუ”-დან (მეგრულად-ქორთუ) წარმოსდგა სიტყვა ქართველი, რომელიც შემდეგ სახელწოდება შეიქმნა ყველა ქართველთა. ამგვარად მტკიცდება ერთობა ჭან-მეგრელთა და ქართლელთა შორის. როგორც დავინახეთ ეს ქართლელი აქ აშკარად უადგილოა, რადგან მეგრულ ლაზურ ტომებს, ანუ კოლხებს დარქმევიათ სწორედ ქართველები.ამაზე გიზო ჭელიძეც მიუთითებდა:,, მეგრელები არიან უძველესი ქართველები. ზანურში( მეგრულ–ჭანურში) ქორთ ქართ ძირისგან დაუბრკოლებლადაა მიღბული ქართველი. ქართისგანაა ასევე ნაწარმოები ერთ–ერთი კუთხის ქართლის სახელწოდებაც."(გიზო ჭელიძე)
ასევე საინტერესოა, ზაქარია ჭიჭინაძის მოსაზრებაც, რომელიც ჩვენს მსჯელობას მხარს უბამს.აქ პატივცემულმა მეცნიერმა საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა თავისი მიმართება ამ საკითხისადმი. აი რას ამბობს ის:,,უძველესი დროიდან ლაზისტანის სახელწოდებით იგულისხმებოდა მთელი საქართველო და ქართველი ერიც კი. ერთმანეთის აღარეფერი ვიცით და არცკი ვცდილობთ ეს უმეცრება თავიდან ავიცდინოთ და ეხლა მაინც შევიგნოთ ჩვენი ვინაობის და ნათესაობის ცნობები.ვიტყვი რომ ძველათ ლაზიკა და სამეგრელო კერა იყო ქართველის ტომის განვითარების და განათლების. დღეს კი ჩვენ ვართ ერთმანეთისგან დაკარგულნი, თორემ უხსოვარის დროიდან ლაზისტან–სამეგრელო–ჭენეთი გადაბმულ–გადაქსოვილი იყო ქართლზედ.ქრისტეზედ ბევრად უწინ ქართლის მეფენი და ლაზისთან–ჭენეთის სამეფო ერთად და ერთნაირად იწოდებოდნენ ჭანეთ–ლაზისტან–მეგრელი (ზაქარია ჭიჭინაძე ტფილისი 1927 წ.)ახლა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს სახელი ქართი და ქართა, ვის აქვს შემორჩენილი? ის არ დარჩა ქართულ სალიტერატურო ენაში, გვაქვს მეგრულსა და სვანურში. აი რამდენი მნიშვნელობ აქვს მეგრულ ენაში.
ქართა წრე, დისკო, ორბიტა; ბაკი, ბაკმი (მთვარისა); შარავანდედი, გვირგვინი; ბაკი, შემორაგული ადგილი პირუტყვისათვის; ფერხული; წრიული რამ, ზღუდერი, გალავნიანი ადგილი; ქალაქი; კარი, არე, რომელსაც ისინდისას ორ რაზმეულს შორის ტოვებდნენ, მოასპარეზენი ქართის გაღმა-გამოღმა დგებოდნენ; ალყა
71005. ქართა-დოხორე გალავნიანი სასახლე
71006. ქართაკეთებულო მორკალულად, წრიულად; ალყის შემორტყმით
71007. ქართალი თბილისელი; ქალაქელი
71008. ქართამი გვირგვინოსანი, შარავანდედიანი; გალავნიანი
71009. ქართანი გრაგნილი
71010. ქართას რთუაფა წრებრუნვა, წრიული მოძრაობა, წრეში ტრიალი
71011. ქართაშ კეთება წრის შეკვრა; ალყის შემორტყმა, შემორკალვა
71012. ქართაშ ლაჸაფი საცხენოსნო სპორტის სახეობა, წრეში თამაში ცხენით
71013. ქართახანი კარის, ჭიშკრის ჩასაკეტი რგოლი დაგრეხილი წნელისა, რჩოლი; ულო, გრეხილი რისამე შესაკრავად; ქართაკი, ბრტყელი ჩხირი, რომლითაც გოზავენ ჭუჭრუტანებს; შეზღუდული, კარჩაკეტილი; გაქნილი, ცბიერი (გადატ.)
71014. ქართახი იხ. ქართა
71015. ქართი თბილისი; ქალაქი; ზღუდერი (ქალაქის მნიშვნელობით)
71016. ქართილაში (ქჷრთლაში) შავი საღებავი
71017. ქართილი გალავნიანი, ალყიანი, გარშემორტყმული; შემორაგული; წრიული, რკალური; ბაკში შემწყვდეული, დაბმული საქონელი
71018. ქართლაში ბაკისა, ნადირთ საჩიხისა; საქონლის დასარწყულებელი ადგილი მდინარეში
71019. ქართუ იხ. ქართა (ალიო ქობალია ,,მეგრული ლექსიკონი 2005წ) ეს კი სვანურში დაცული სვანური–.ქართა. ქარბაქისა ფურალს
აჭბიდეხ (ლშხ.) -- ბაკში ძროხებს ამწყვდევენ. ქარბა̈კ ანასყეხ ლახუ̂ს (ლნტ.) -- საქონლის
ბაკი გააკეთეს მთაში.(სვანური ლექსიკონი
ვარლამ თოფურია, მაქსიმე ქალდანი) 2000 წ

ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, სხვა ცნობებიც ხალდების ქვეყანაზე. მაგ ხალიბები, სტრაბონს მიაჩნია ხალდებად. ხალიბები ერთ–ერთი კოლხური ტომი იყო, რომლებიც გამოირჩეოდნენ ფოლადის გამოდნობით და ზოგადად რკინის დამუშავებით.მაგ ,, გეორგიკების” ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, ხალიბებს სახელი ეწოდათ ხალიბიუმიდან, კუნძულ ევბეის სოფლიდან, რადგან აქედან გადასახლდნენ (SC, II, 751)."სწორედ ევბეა კუნძულზე იყო სოფელი, რომელსაც ხალიბიუმი ერქვა.ხალიბები (ხალდები) შემდგომ პერიოდში "ჭანებად” იწოდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ VII ს. სომხური "გეოგრაფია” ხალიბებს ჭანებთან აიგივებს. ძველი სომხური წყაროები ხშირად ერთმანეთში აიგივებენ ჭანეთსა და ხალდეთს. მოვსეს ხორენაცი (ახ. წ. V ს.) ხალდეთს ჭანეთად მოიხსენიებს. იგი გადმოგვცემს: "ტაციტუსი თავისიანებმა მოკლეს პონტოელთა ჭანეთში ე. ი. ხალდეთში”[19].ჩვენ ამ შემთხვევაში სწორედ ეს მომენტი გვაინტერესებს, რომ ხალდებთან ვხედავთ ხალიბების იდენტურობას.ასევე საკმაოდ საინტერესო ცნობებს და მოსაზრებებს გვაწვდის მკვლევარი გ.გიორგაძე, ის ქასქებსაც აკავშირებს ხალდებთან, მაგ ხალილა ტოპონიმი ქასქებისა წინსართით "ხალი” და სუფიქსით – ლა, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს "ხალიტუ”-სა და "ხალიბის” სახელწოდებასთან (გიორგაძე, 2002 წ.).ასე ლოგიკურად ეკვრიან ერთმანეთს ეს სამყაროები და სახელები თუ გეზს გეგმაზომიერად არ შევუცვლით.ევბეას უძველსი სახელი ყოფილა ხალკოდოტისი , იგივე მაკრისი სადაც პირველად აღმოჩნდა ბრინჯაო.მენეხმუსი [ამბობს], აბანტიასი [ერქვა], როგორც პოეტები ჩვეულებრივ – ასოპისი”[25] ევბეას მცხოვრებ, გულადობით განთქმულ აბანტებს… ქალკიდაში… დასახლებულებს” (ჰომეროსი, ილიადა, II, 536-544).ხალკიდელებს ასევე მოიხსენიებენ, როგორც პირველ ამთვისებლებს იტალიისა და სხვა ევროპული ქვეყნებისა.იტალიის ქალაქი კუმი ხალკიდელებმა დაარსეს (სტრ. V, 4, 4). როგორც სტრაბონი ამბობს, ეს ადგილები მდიდარი ყოფილა საბადოებით.მათ ზოგჯერ ჰალიძონებადაც მოიხსენიებენ. ასე იხსენიებს მაგ ჰომეროსი თავის ხომალდთა კატალოგში. ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს, რომ ისინი ხალიბები იყვნენ. ჩვენ ცოტა ავცდით თითქოს თემას, მაგრამ ხალიბებისა და ხალდების კავშირი ამით წარმოვაჩინეთ, ასევე მათი სიახლოვე–იდენტურობა მაკრონებთან. ამიტომ ვხედავთ ყველგან ერთ ხაზს, რომელიც არ გადამცდარა რელსებიდან და ზედმიწევნით ამტკიცებს ჩვენს მოსაზრებას, რასაც ეს ნაშრომიც მიეძღვნა.საკითხის კიდევ უფრო შესაკრავად მოვიხმოთ ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებაც. რომ ხალიბები კოლხური ტომია, განსაკუთრებით ისინი წარმოადგენენ მეგრულ–ჭანურ ტომს. ასე მიიჩნევს ჯავახიშვილი და სრულიად სამართლიანადაც.ასევე კოლხებად და მეგრულ–ჭანურ ტომად მიაჩნია ისინი ნ ლომოურს.მოვსეს ხორენაცი ხალდებს ხალიტივქ–ჭანივქი– ჭანები ასე ყავს მოხსენიებული. გიორგი მთაწმინდელის "აკათისტოს საკითხავის" ქართული ვერსიის მიხედვით - მეგრელთა მხარე) აქაც სრული თანხვედრა გვაქვს ჭანებისა და მეგრელების იდენტობასთან დაკავშირებით.)წანარი არის იგივე ჭანი, წანი,სემანტიკა მეგრულ ენაში დაცულია. მეგრულ ენაზე ქარს ნიშნავს (ქარის მრავალ სახელთაგან ერთ ერთს.) ეს წანარი ტომები გადადიან და აარსებენ კახეთს და ხევსურეთს, საფუძველს უყრიან ამ მხარეების ათვისებას. ამიტომ არის მთლიანად მეგრული ტოპონიმებით სავსე ეს მხარე.ხევსურული დალოცვის ეს ფორმა: „ნეფე ადღენგძელას, დედუფალ გაახარას!" 
არის კოლხური ენის დანაშრევი, რომელიც მთის კილოებში დარჩა. და რომლის გამოც მიჩნეულია, რომ მთაში უძველესი ქართული ენა ჰყვავის.
აქ დაკვირვებული მკითხველი მიხვდება, რომ ამ კოლხურ დანაშრევს აქვს ზედაფენა დღევანდელი სალიტერატურო ქართულისა. ეს შემონახული ლექსიკური ფორმები საცნაურს ჰყოფენ ,თუ რატომ შემორჩათ ამ შემთხვევაში ხევსურებს, ეს უძველესი კოლხური ენის ბუნების ამსახველი სიტყვები. დავაკვირდეთ რას ამბობს თავად ვაჟა ხევსურებზე. ,,ხევსურები თვით ივერიის მეფეებისაგან იყვნენ დასახლებულნი საზღვრების გასამაგრებლადო. ,, თუ ნამდვილად ძველი ქართველები არარიან ხევსურები, საით შეისწავლეს ისე წმინდად ქართული ენა, ასე განცალკავებულად მაცხოვრებელმა ხალხმა ქისტების მეზობლობაში, თუ კი თან არ მოიყოლეს თავისი საკუთარი შემუშავებული ქართული ენა.." საინტერესოა ერთი ადგილის სახელი ფშავში, ვაჟა ფშაველას სოფელში ჩარგალში, რომელსაც ეწოდება ჭიჭა ხევი ანუ პატარა ხევი. ჭიჭა – ჭიჭე, მეგრულად პატარა. აქედან გვაქვს ქართული ზღაპრების საყვარელი პერსონაჟის ჭინჭრაქას სახელი, რომელიც ძალიან პატარაა.ასევე მეგრულად ძალიან პატარა ჩიტს ჭინჭა ქვია, ასევე პატარა სასმისიც რომელიც ჭინჭილად არის სახელდებული.ზღაპრული არსება ჭინკა– ჭინკეც აქედან მოდის. ეს არსებაც პატარაა. დავუკვირდეთ ტოპონიმებს, რომელიც არსებობენ ამ ადგილებში და არამარტო აქ.,,მდინარე ჩარგლურას(სოფ ჩარგალში) პატარა შენაკადს ჭიჭა ხევი ჰქვია. ოკრიბაში კი პატარა ჭუჭრუტანას ჭიჭიპალას ეძახიან. ჭიჭა ფუძე მეგრულია. ანუ პატარა ხევი. ასევე ჭიჭლა– მცირე საღვინე, ჭიჭმატა მეტად წვრილი მძივი. ჭიჭყანა– წვრილი თევზი,ჭიჭყინი წვრილხმიანობა გოჭისა. ჭიჭდება პატარავდება.
(გიორგი შატბერაშვილი) 

შატილი, ანანური, ფშავი,მაგ, ალაზნის, სახელს შეგნებულად უკავშირებენ უცხო ენას, რათა მეგრული კვალი წაიშალოს, სხვა თქმის საშუალება მე უბრალოდ არ მაქვს, როდესაც მეგრულ ენაში გვაქვს ფალაზონი,ალაზონი, რომელიც ნიშნავს დიდ, სწორ ველს, ზოგ შემთხვევაში მდინარესაც, რატომ უნდა მიაკერო მას უცხოური ენიდან წარმომდგარი სახელი ჩემთვის გასაკვირია. ასევე ლოჭინის ხეობა, რაც წმინდა წყლის მეგრული ტოპონიმია. ჭინი მეგრულად წვრილ წნელს ნიშნავს.ცნობილი ქართველი ისტორიკოსი დ, ბაქრაძე თვლის, რომ მდინარე არაგვის ძირი--- ,,არგ"--- ქართული წარმოშობისაა და ნიშნავს სწრაფს, ასევე ,,არაგვი" მეგრულ ენაზე ნიშნავს ,,სწრაფ დაჯახებას" ,,არაგვი" ---ე ს წმინდა ქართული წარმოშობის ტოპონიმია."(რევაზ ერისთავი.) თავიდან იქნებოდა არაგუ– ეჯახება, რომელიც გადაიქცა არაგვუდ. უ–სა და –ვ გადასვლა ჩვეულებრივი ფონეტიურ მოვლენას წარმოადგენს. დღეისათვის საქმის ვითარება ასე წარმოგვიდგება. ქართული ტომების თავმოყრის ადგილი იყო ქალდეთი. ამ სივრცეში ძირითადად იყვნენ კოლხური ტომები, რომელებიც ერთმანეთის იდენტურნი ან ძალიან ახლოს მდგომნი იქნებოდნენ. მათი საქართველოში გადმოსვლის შემდეგ მოხდა ერთგვარი დაყოფის პროცესი და ისინიც განცალკევდნენ. ზანი, მესხი, ჭანი, ლაზი, მეგრელი და სვანი. თავიდან ერთ ქალდეურ–კოლხურ სახელს ატარებდნენ. 

ნონა დავითაია -ზაალ ჯალაღონიას პოეზია წაკითხული 2013 წლის 15 ოქტომბერს ზუგდიდის არტგალერეაში პოეტის შემოქმედებით საღამოზე

 


 



არიან პოეტები ორიენტირებულნი ფერზე, მუსიკაზე, ალიტერაციებზე, მეტაფორებზე... ზაალის პოეზიას უბრალოდ ვერ გადაიკითხავ, მხოლოდ თვალის გადავლების პრინციპით ვერ იმოქმედებ... აქ აბსოლუტური სმენა გჭირდება, აბსოლუტური ხედვა და აბსოლუტური წვდომის უნარი... ზაალის ლექსებს ფხიზელი შინაგანი მდგომარეობით უნდა მიუახლოვდე! ზაალისთვის ლექსი წმინდა ესთეტიკური ფორმულაა... მეცნიერებაა...ფილოსოფიაა...ეთიკისა სფეროა... ტილოა, სადაც პროფესიონალი პოეტი ამბობს თავის სათქმელს. მას თავისი ლექსი მოწიწებით მოაქვს შენთან, როგორც დასრულებული ნაწარმოები, როგორც ემოციური, ფერადი ავტოპორტრეტი, როგორც ულამაზესი განწყობილება... ,,შენგან ვერასდროს გავიქცევი.. ჩემგან როცა მინდა გავდივარო", - ამბობს ზაალი ერთ ლექსში... ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ ადამიანს მართლაც შეუძლია გაღწევა საკუთარი თავიდან, საკუთარი წიაღიდან. ანუ ადამიანი, როგორც ფერადი მოცემულობა ტოვებს საკუთარ ჭურჭელს და ქმნის ახალ ცნობიერ ველს მისთვის... ცხადია, ადამიანი არასოდეს არ არის მუდმივად ერთ ემოციურ ფერში, ერთ ემოციურ განფენილობაში და ეს ჩანს ზაალის პოეზიაშიც. ეს მიწიდან გასვლის, ცასთან მიახლოების რიტუალია... ,,ცეკვავს ლამაზი შავთვალა ქალი და ჩემში რჩება, იღვრება სხივად. თითქოს მინდვრის პირს დაეცა ქარი და მისი თეთრი ხელები ცვივა"... აქ, ამ სტროფში ზაალ ჯალაღონია უკვე მხატვარია. ფერმწერია. აქ მისი კალამი უახლოვდება ფუნჯს და ჩვენ ამ სურათს ვხედათ.... ,,ლექსი დაგიხშობს ერთხელ სასულეს, მაგრამ არასდროს ფიქრს და სურვილებს"... ანუ ზაალისთვის ლექსი არის არა მხოლოდ რაღაც მარტივი ღირებულება, კულტურული ფასეულობა, აზროვნების ფორმა, არამედ, მოვლენა, შინაგანი მოთხოვნილება, სულისა და სხეულის მდგომარეობა, სიცოცხლის აზრი... ცნობილი ფაქტია, რომ მეცნიერება აზროვნებს ცნებებით. ხელოვნება სახეებით. ზაალის შემთხვევაში ცნება - სახე და სახე - ცნება ერთი და იგივეა...ერთი ესთეტიკური მთლიანობაა, ერთი ანალიტიკური მოცემულობაა, ერთი ფორმულაა. არადა ზაალი მართლაც ანალიტიკოსია. პოეტი - ანალიტიკოსი... პოეტი ფილოსოფოსი... პოეტი - ფერმწერი... პოეტი - ისტორიკოსი... პოეტი - მკვლევარი... ,,მე ჩემი თავი გამოვიგონე... რამდენიმე ხნის შემდეგ დავშალე და ყუთში ჩავაწყვე. ახლა დრო მეზობლის ბავშვივით თამაშობს ჩემს მიერ გაკეთებული ნივთით, ისე, რომ ვეღარ მიმხვდარა, - თუ როგორ უნდა ამაწყოს... მე ყუთში ყოფნა ვინატრე"... ბუნებრივია, რაღაც გაგებით ჩვენ ვართ საკუთარი თავის გამომგონებლებიც, არქიტექტორებიც, ჩვენივე თავის მხატვრებიც... რა თქმა უნდა არა მისი პირველყოფილი ინტერპრეტაციით... ამ თამაშში, რომელსაც ჩვენ საკუთარ თავს ვეთამაშებით, - უმეტესად ვაგებთ... დროს კი, ანუ ვთქვათ ასე, დრო - გარემოს არ ესმის ჩვენი, არ აინტერესებს ადამიანი...დრომ დაკარგა მანძილი, დაკარგა ხარისხი... ჩვენ მისთვის ,,სულერთნი" ვართ, ამიტომაცაა, რომ პოეტი ყუთში ყოფნას, დახშულ სივრცეში ყოფნას არჩევს...ცხადია ვერავინ გაექცევა დროს, გარემოს, სივრცის კარნახს...ამ ლექსმა სალვადორ დალი გამახსენა. დალი ამბობს: მეო, მუცლად ყოფნის პერიოდი მახსოვსო. ეს ჩემთვის სამოთხე იყოო. გამოსვლას, ანუ დაბადების აქტს კი დალი ადარებს ჯოჯოხეთს და წერს, რომ მე ისევ უკან დაბრუნება მინდოდაო... ანუ ყუთში ყოფნა უნდოდა...ეს ის შემთხვევაა, როცა აღარც მიწა გინდა, აღარც ცა, და სადღაც ყუთში, დახშულობაში ირჩევ ყოფნას. ეს არ არის ზედაპირული განცდა, ან სულაც პოზიორობა მკითხველთან. ეს გააზრებული განცდაა. ეს პასუხის პასუხია. ეს შედეგია, ზოგჯერ უმსგავსო სინამდვილეთან შეჯახების შედეგად მიღებული. ,,დილით, როდესაც ერთ ფინჯან ყავას უკვე სიკვდილის გემო დაჰკრავს, ნერვიულად გადავასხამ და მენატრება სიცოცხლის გემო"... ვერცერთი პოეტი ვერ იტყვის ასე და ამგვარად ფორმალურად, რაღაც კეკლუცობის გამო... ეს ძალიან მძიმე სტრიქონები იწერება იმიტომ, რომ ვცხოვრობთ აბსოლუტურად კატასტროფულ დროში... დროში, როცა ყოფიერება, რეალობა სავსეა კითხვისნიშნებით, როცა დროის ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ იმ ფინჯან ყავასაც კი სიკვდილის გემო დაკრავს... სწორედ დროის სინდრომი, გარემოს სინდრომი, სიცოცხლის უკმარისობის სინდრომი წრიალებს ზაალის ლექსებში და ეს ერთი შეხედვით სუბიეტურ პრინციპზე აგებული ტკივილი, სულაც არ არის ერთი ადამიანის ტკივილი.... ეს კაცობრიობის ტკივილია. უფრო აქეთ, ეს ერის ტკივილია. სამშობლოს სხეულზე გაჩენილი შავი ხვრელია... ,,ჩუმად მენგრევა მთელი სხეული, როგორც ტაძარი გამოკეტილი"... არც ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის სხეულის ნგრევის სასწაული...ესეც დიდი სხეულის, ეროვნული სხეულის ნგრევის შემზარავი ხმაა... ,,გარეთ შეშლილი ქარის ხმებია... გარეთ ორნი ვართ... მე და არავინ"... მე შემძრა ამ სტროფმა. უმძიმესი სტროფია გასააზრებლად. არაფერს ვამბობ მთლიანობაში ლექსზე. ლექსი და საერთოდ ლიტერატურა ხომ ის ფენომენია, სადაც გაჯიბრება არ ითვლება წესად... მკითხველს ერთნაირად სჭირდება ყველა პოეტი, თუკი ის მართლა პოეტია. ყველა მხატვარი, თუკი ის მართლა მხატვარია. თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ხელოვანს აქვს საკუთარი სათქმელი, გამომსახველობის საკუთარი ფორმა და ყოველი მათგანი ირჩევს მისთვის საჭირო სტილს, მეთოდს, მიმართულებას, მიმდინარეობას...ამ თვალსაზრისით ზაალი არავის არ ჰგავს...ის ჰგავს საკუთარ თავს...ის წერს საკუთარ პორტრეტს და მოაქვს ის უსაზღვროდ დიდი და ვრცელი სამყარო, რომლის გარეშეც ნამდვილი ხელოვნება არ არსებობს. ხშირად ადამიანებს ჭირდება სანახაობა და სანახაობრივი ხელოვნება..სანახაობრივი პოეზია..ასეთი რამ ზაალს არასოდეს გამოუვა. ის ვერასოდეს დაწერს ლექსს, რომელსაც დარბაზში ათასიდან ათასი მსმენელი ერთნაირი გატაცებით მოუსმენდა ან ტაშს დაუკრავდა... ზაალის ლექსი მისი წრისთვის იწერება. მას სხვაგვარი სიღრმის მსმენელი სჭირდება, სხვაგვარი ფიქრი და დაკვირვება. ამას თავადაც არ მალავს და თავადაც მიანიშნებს ამაზე ერთ ლექსში: ,, მე არ ვარ სალონური ტიპის პოეტი. ჩემი ლექსი ტავერნა - ბარებს არ მოერგებოდა"... საინტერესოა, რომ ზაალი თარგმნის კიდეც კლასიკოსებს. თარგმნის, როგორც რუსულიდან, ასევე ინგლისურიდან, ხშირად იაპონურიდანაც... ლექსებს წერს ულამაზეს მეგრულ ენაზეც... ასე, რომ მისთვის კლასიკა და ფოლკლორი ერთსადაიმავე ხარისხში იკვეთება... მე მინდა გთხოვოთ, - მიიღეთ ეს უნიჭიერესი ადამიანი ისეთი, როგორიც არის: უსაზღვროდ ლამაზი შინაგანი სტრუქტურით... უსაზღვროდ ღრმა სამეცნიერო და შემოქმედებითი შესაძლებლობებით... უსაზღვროდ მაღალი ადამიანური კულტურით, საკუთარ თავზე კი არა, საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ერზე უსაზღვროდ შეყვარებული ღირსეული კაცი!







ზაალ ჯალაღონია -ალიო ქობალიას პოეზია (მცირე ანალიზი)





                  


  დიდი ხანი არ  გასულა მას შემდეგ, რაც ქართულ სივრცეში გაჩნდა ცნება - მეგრული პოეზია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მეგრული ულამაზესი და უღრმესი ზეპირსიტყვიერება, ეს საქმე ოდენ ფოლკლორის დონეზე რჩებოდა. იყო ისეთი მოსაზრებები გაბატონებული, რომ მეგრულ ენას, როგორც უმწერლობო მოცემულობას, არ შეეძლო კულტურის ფორმაციისკენ მისწრაფება, არ შეეძლო მაღალმხატვრული ლიტერატურული სულიერი პროდუქტის შეთავაზება. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა, მეგრული პოეზია დღეს არსებობს და მეგრულ ენაზე იქმნება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, გენიალური ნაწარმოებები. უფრო ლირიკული, მაგრამ გვაქვს ასევე, რამდენიმე უშესანიშნავესი პროზაული ნაწარმოებიც.
დანიელ ფიფიას  ლექსებშიც გამოჩნდა მეგრული ენის ეს პოტენცია, მაგრამ წაყრუებისდა გამო, მას განვითარება არ მოსწევია. არადა სულკურთხეულ დანიელ ფიფიას შედევრებმა ,,ბორჯი“ და ,,როკი“ მე ვიტყოდი, გზა გაუკვალეს ქართულ ლიტერატურულ უღრან სივრცეში მეგრულ პოეზიას.
დღეს გვაქვს ეს მოცემულობა, საბედნიეროდ მეგრული პოეზია ცოცხლობს, მეგრული პოეზია უკვდავია. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? მეგრული პოეზიის ოთხეული, ის პიროვნებები, რომელთაც ამ ენას გაუკვალეს ეკლიანი გზა–შარა. ეს ოთხეული ასე გამოიყურება: ლაშა გახარია, გიორგი სიჭინავა, გური ოტობაია და ალიო ქობალია. აქ სახელების რიგს მნიშვნელობა არ აქვს, ესენი ყველანი არიან მეგრული პოეზიის ბრწყინვალე წარმომადგენლები. თავისი კუთხით და თავისი ხმით, საკუთარი ინდივიდუალურობით.
მოგეხსენებათ, თუ პოეტს საკუთარი ხმა და სათქმელი არ გააჩნია, იგი არის უბრალოდ ეპიგონი და არავითარ ნოვაციას არ გვთავაზობს. თითოეული ეს პოეტი ნოვატორია, პოეტური სიტყვის ოსტატები არიან.
ამჯერად, ჩვენი საანალიზო პოეტი გახლავთ ალიო ქობალია. ამ სულკურთხეულმა ადამიანმა მეგრულ ენას ფასდაუდებელი სამსახური გაუწია. (მხედველობაში მაქვს მისი ბრწყინვალე მეგრული ლექსიკონი, მაგრამ ამავე დროს, მან მეგრულ ენაზე შექმნა მაღალი დონის პოეზია. პოეზია, რომელიც დროს გაუძლებს. ამის თქმა დღევანდელი გადასახედიდანაც შეიძლება.
დრო ყველაზე სამართლიანი რედაქტორია და ყველაფერს აღნუსხავს, ჩვენ შეგვიძლია თქმა, რომ ალიო ქობალიას პოეზია დროს დაამარცხებს, როგორც ეს დანიელ ფიფიას პოეზიამ შეძლო. მაგრამ აქ, ამ პოეტთან სხვა სიტუაცია გვაქვს, მისი პოეზია მოცულობითაც უფრო მდიდარია ჭაბუკობაში დაკარგულ ტალანტზე დანიელ ფიფიაზე. და მას დამატებული ხარისხი, ამიტომ ეს თემა გადაწყვეტილია, სანამ მეგრული სიტყვა ითქმის, იქ ყოველთვის გაჩნდება ალიო ქობალიას სახელი.
ჩვენი მიზანია, ეს მომენტები უფრო თვალსაჩინო გავხადოთ და წარმოვაჩინოთ ამ სიტყვიერი მასალის სიდიადე.
რით არის გამორჩეული ალიო ქობალიას პოეზია სხვებისგან? პირველ რიგში უნდა დავასახელოთ რიტმი, რომელიც არაა გაცვეთილი, რომელიც მისეულია, არ იმეორებს. არის თავისთავადი, პოეტურ ქურაში გამოდნობილი. ასევე საოცარია მისი ენა, ენობრივი ქსოვილი, რასაც იგი მოაფენს თავის უღრმეს პოეტურ სახეებს. სახისმეტყველებრივია მისი შედარებები, ეპითეტები, ალუზიები, სალტო მორტალეები და მეტაფორები. აქვს საკმაოდ თავისებური წინადადების აგების უნარი, რითმის არა მკვეთრი შემოყვანა, არამედ რაღაც ძალიან მკრთალად, მაგრამ საოცრად დამატყვევებლად. როდესაც რითმი ფონემურად არ უახლოვდება მეორე გასარითმ ობიექტს, გვაქვს ჩავარდნის საშიშროება, ასეთი რამე ალიო ქობალიას პოეზიას არ ახასიათებს, მისი რითმა რიტმს არ აგდებს, რაც თავისთავად სიახლეა მეგრულ პოეზიისათვის.. ეს ბეწვის ხიდზე გავლას უდრის პოეტისთვის, მაგრამ ეს გზა განვლო ამ პოეტმა. როგორ და რანაირად, ამას უფრო ქვევით ვნახავთ.
კოლხური წარსული და დღევანდელობა, ამ პრიზმაშია გარდატეხილი მისი პოეზია, აქ ტრიალებს პოეტის ლირიკული მე, რომელსაც ხშირად მესამე თვალსაც უწოდებენ. საოცრად არის მის პოეზიაში გათავისებული ჩვენი ფესვების სიძლიერე, მისი უძველესობა და დღევანდელ ყოფა–ცხოვრებაში მასზე დაყრდნობის აუცილებლობაც. რადგან შემოქმედმა იცის, რომ ფესვებიდან მოდის ყოველგვარი მაცოცხლებელი ძალა, რითაც უნდა განვითარდეს ნერგი, ხე, მცენარე, თუ კონკრეტული ხალხი და მისი კულტურა. ამ მომენტების გაყოფა–განცალკავება ალიო ქობალიასთან არაფრით შეიძლება, ეს ერთიანობაში უნდა განიხილებოდეს.
ახლა უშუალოდ მის ლექსებზე გადავიდეთ და შევიდეთ ამ დიდებულ სამყაროში, რასაც მისი პოეზია ჰქვია.
როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ალიო ქობალიას პოეზია თავისთავადი ხმისა და ტემბრის შემცველია:

 ,,ერია რე, მორია რე.
თუთაშფერი ბორია რე,
ზღვა ორიუ ოდიარეს,
ფორილიე ფურიალე.“

ლექსი მთლიანად აგებულია ალიტერაციული პრინციპით. თუ დავაკვირდებით, ლექსის ეს სტროფი იმეორებს ერთსა და იმავე ბგერებს, კერძოდ, რ–სა და ფ–ს. ამ თანხმოვანი ბგერების მონაცვლეობა გვაძლევს  საოცარ სილამაზეს და ექსპრესიულობას. აქ პოეტი  ნეოლოგიზმებს არ იყენებს, ეს მეგრული ენის პოტენციიდან და ავტორის პოეტური ოსტატობიდან გამომდინარეობს.
დადგენილია რომ „რ“ ბგერა ზოგადად მბრუნავი ბგერაა და მას შეუძლია ტრიალის, წრებრუნვის იმიტაცია შექმნას, მაგ რთაფა– ტრიალი, ბრიალი, რიალი  რსიოლი და სხვა. სწორედ ეს მომენტია აქ შესამჩნევი, რომ ქარის მოძრაობას ეს ბგერა ასახავს ყველაზე მართებულად და ზუსტად.

,,თუთაშფერი ბორია რე,
ზღვა ორიუ ოდიარეს,“

შესანიშნავი სურათი დაიხატა. როგორც აღვნიშნე, არ გვაქვს აქ ნეოლოგიზმი. მაგ, გამოყენებული სიტყვა ფურიალე, რომელიც მეორე ფორილიეს ანუ დაფარულიას ესაზღვრება, არის თავად მის ლექსიკონში და ასეთი ახსნა აქვს:,
,,ფურიალე ფრიალო; ფრინველი; ფრენია (ალიო ქობალია). ანუ იკვეთება, რომ ფურიალე შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც ფრინველი ასევე ფრიალო. ზოგადად მფერენი რამ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უფრო ფრიალო. ასეთ მომენტებს ხშირად შევხვდებით მის პოეზიაში. უპრიანი იქნება მთლიანად წარმოვადგინო ეს ლექსი:

,,ერია რე, მორია რე.
თუთაშფერი ბორია რე,
ზღვა ორიუ ოდიარეს,
ფორილიე ფურიალე.
მაფაშ ხორი-ხორიალე,
ხორგონი დო ხალია რე,
ორქოყილო ხვიარელსუ
ხაიაში ხოლუა რე.
გინულასუ მიორენი,
მადინაფუ მედია რე,
მონიარე მიარენი –
უთურეფი მეფიარე.
ერია რე, მორია რე,
გილეფაფუ მორიალე,
ზღვასუ კოკო გელაფირი
აფსირტე დო აია რე“.

ერთი თვალის შევლებითაც შესამჩნევია, რომ ლექსის თითოეული სტროფი, რა ბგერითაც დაიწყება, იმ ბგერების ალიტერაციულ ტრიალს და ვარირებას მიმართავს უმეტეს შემთხვევაში ავტორი. საინტერესოა, რომ ყველაფერი ეს კეთდება ძალიან ბუნებრივად და უშუალოდ, ყოველგვარი სიყალბის გარეშე.

“მაფაშ ხორი-ხორიალე,
ხორგონი დო ხალია რე,
ორქოყილო ხვიარელსუ
ხაიაში ხოლუა რე. „

მაფაშ ხორი–ხორიალე, აქ უკვე ხ და ლ ბგერების ალიტერაციასთან გვაქვს საქმე. მაგრამ არა ნეოლოგიზმებთან. ხორიალე მეგრულად დიდ სასახლეს ნიშნავს, ხოლო ხორი სახლს. ასე აქვს მას ეს სიტყვები თავის ლექსიკონში განმარტებული:
ხორი - სახლი, დასახლება . ხორიალე - დიდი სახლ-კარი (მეგრული ლექსიკონი, ალიო ქობალია).
როგორც დავინახეთ, გაკვრით შევეხეთ ამ ლექსის აგების პრინციპს და მის ბუნებას, ამიტომ აქ მეტს არ შევჩერდებით, გარკვევით დავინახეთ პოეტური სიტყვის დახვეწის და მოქნილობის უნარი, რაც შემოქმედს ხელეწიფება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, ასევე მისი ლექსიკის მრავალფეროვნება, საოცარი სიტყვების მოხმობა, რომელიც იმ უძველეს ეპოქებიდან მოდიან, რასაც კოლხური ცივილიზაცია და თაურფენომენი ეწოდებათ. თითქოს იმ ეპოქაში შევიდა პოეტი ქვეცნობიერად,  წარსულს და სხვა გაურკვეველ თუ გარკვეულ მიზეზებს გამოსტაცა ეს ლექსიკა, ეს საოცარი ძალის სიტყვები, ულამაზესნი და უმშვენიერესნი. თანამედროვეობაში შემოიყვანა და დღევანდელი სიო, ფერი შეაგება წარსულიდან გამოსხლეტილ მარგალიტებს.
ალიო ქობალიას პოტურ სამყაროში ჩანს ეს სურვილი, ეს მისწრაფება, რომ, ის დაკარგული ლექსიკა, რომელიც კოლხებმა ჟამთა ქარტეხილებში განაბნიეს და სხვადასხვა ენებს ნებით თუ ძალით ერგოთ, ისევ თავის წიაღს დაუბრუნოს, თავის სამკვიდროს შეაგებოს...

„თუთაშ იშო გიბგორუა
ჯვეშეფიში ხონარემს,
კათაფილი იჸუაფუ
ჟინი ცაში ბორიემს.“

აქ პოეტი, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კოლხური, მეგრული ენა, მოსაძიებელია იმ ასტრალურ სივრცეში და არამხოლოდ ამ მიწიერ გარემოში.ს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ თითქოსდა, რაღაც ღვთაებრივ, მესიანისტურ იდეებთან გვქონდეს საქმე, ამ შემთხვევაში შემოქმედი გვეუბნება, რომ ის არ დაკარგულა, არც შეიძლება დაიკარგოს, რადგან მიღმიურია, დროებით ჩვენ დავკარგეთ, მაგრამ პოეტურად, იმპერსონალური გარდაქმნით, ჩვენ მას მოვიხილავთ... რადგან რაც იყო, არაფერი ჰქრება უკვალოდ, ის სადღაც ვლინდება. ამდენად, ის შეერია ქარს, სივრცეს, რომელიც პოეტის ცნობიერებაში ისევ ბრუნდება. არაა ეს გადაჭრბება, მაშინ როდესაც ალიო ქობალიას ლექსიკას გადავხედავთ, მან ნამდვილად დაიბრუნა ის, რაც ასტრალურში დაინახა და მოიძია.
კიდევ ერთი სპეციფიკა, რომელიც ამ ავტორის შემოქმედებაში ჩანს, არის თავისებური მიდგომა რითმისადმი, რაც ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ. მაგალითად ასეთი სტროფი ამავე ლექსიდან

…“ბინეხისუ ქუდვოჸაშა,
ეშე გეშვაჸუნუქუ,
ცასუთ ქიგიბჯინექუ დო
ნერჩის ვედვეთხიებუქ.“

ვენახის სახე–სიმბოლო ქართული აზროვნებისთვის უცხო ნამდვილად არაა, ქრისტოლოგიაში ვენახი მარიამ ღვთისმშობლის მეტაფორაცაა. ზოგადად კი, ვაზი ზეცისკენ მსწრაფი მცენარეა, რომელიც მზის სხივებს თავისთავში მოიქცევს, როგორც ღმერთი, ქრისტე დაიტია ქალწულმა მარიამმა. აქ შემთხვევით არ აქვს პოეტს ვენახი მოხმობილი, ის ამის მეოხებით ავა ზეცაში. და მოიხილავს ყოველს, მაგრამ აქ საოცარი კავშირია მიწისა და ცის ამ ერთიანობის განცდისა. როგორც ავტორი ამბობს, ის ავა ზეცაში, მაგრამ მიწასაც არ მოშორდება. ძირს, საფუძველს. ყველაზე დიდი ფილოსოფია მიწიერისა და ზეციერის მორიგებაა. ეს ჩანს ამ ჭეშმარიტად დიდი პოეტის შემოქმედებაში. ეს მომენტი ყველას აძლევს თავისებურად აღიქვას მოვლენა. მიწირედაც და მიღმიერ, ღვთაებრივადაც. ამ მომენტსაც თავისებურ პრინციპს არგებს პოეტი. პოეტური ხერხის რამდენიმე მომენტიც თვალში საცემია. მაგალითად, რითმების წყვილი: „გეშვაჸუნუქუ,–ვედვეთხიებუქ“. ესენი თავისთავად არ არიან კარგი სარითმო წყვილები, მაგრამ ამას შეგნებულად აკეთებს ავტორი, რათა ენას, რიტმს განსხვავებული სახე მისცეს, თავისთავადი, ინდიდვიდუალური. როდესაც დაუხვეწავ ხელოვანთან გვაქვს საქმე, იქ ჩანს, რომ ეს არაპროფესიონალიზმის გამო მოუვიდა, მაგრამ ამ ავტორთან ეს ყველაფერი მიზანმიმართულ სახეს იღებს, რითაც პოეტური რიტმი ინდივიდუალობას ინარჩუნებს, რაც ყველაზე მთავარია, ყურს არ სწყენს, და ბუნებრივად აღიქმება, ამას მხოლოდ ოსტატები ახერხებენ.
მეგრული ენის ბედზე, მის წარსულზე და იმ სავალალო ფაქტზეც ბევრი აქვს ნათქვამი, რაც გამოიხატება თავად მეგრელების უმოქმედობა–ინერტულობაში, საკუთარი ენის დაუფასებლობაში და მის ვერ თუ არ შეცნობაში. ალიო ქობალიას მიაჩნია, რომ დღევანდელი თაობა სათანადოდ არ აფასებს იმ საუნჯეს, რაც მისმა მამა–პაპამ დიდი გაჭირვებითა და
რუდენებით შექმნა და მომავალ თაობას გადასცა. ამაზე პოეტის შეძახილი უკვე მძაფრია და სისხლის გამყინავი, ის შეგვახსენებს ყოველთვის, რომ ჩვენ ვართ დიდი წარსულის მქონე ხალხი, და დღეს კი ხდება ამ ყველაფრის გაუცნობიერებლობა, არ დაფასება. მეგრული ენის მიჩქმალვა არა გარეშე მტრების მხრიდან, არამედ ისევ ჩვენგან, ამ ფაქტს ყოველთვის ხაზს უსვამს.

,,დუდი მედვალირი გაფუ, ზღვაში ლუბას დოკარელი,
შურიშ ვესუ მეჭირხინუნს თოლეკირილ სქანი ცხენი.“

შინაარსობრივად და კომპოზიციურად საოცრად შეკრული ლექსია. და ყველანაირად საყურადღებო ნიმუშია. შესანიშნავი პოეტური მეტაფორაა ეს სტრიქონი, დახვეწილი უაღრესად. ძახილი, რომ მძაფრია, ეს ჩანს, მაგრამ თავად სახე–ხატის, სახე სიმბოლოს შემოყვანა, თვალაკრული ცხენისა, რომელიც უმისამართოდ მიჰქრის ველზე, ყველაფერს თვალსაჩინოს ხდის.
,,ნირსიშ ფელუკეფი“ ქვია ამ ლექსს და აგერ იგივე შეძახილი, რომელიც გამოსარჩევია.

,,კიბოია გილეღვარღვუ, ტყასუ მიშახვიარელი,
ნანწყვიშ არფის მიკოკირუქ, თოლეფ გაფუ დონირსელი.“

საინტერესო სახეა, იბადება კითხვა, რატომ არის კოლხური, მეგრული სამყარო ნისლში მოქცეული, რატომ ვერ ხედავს ქართველი, კუთხით მეგრელი, თავის გზას, თვალებში რატომ ვერ იხედება? ისევ თავისი უქნარობისა, და უუნარობის გამო, რადგან მისთვის ყველაფერი ერთი გამხდარა– გადარჩება თუ არა მეგრული ენა. ამის იქით არ მიდის პოეტის მოთხოვნა. იგი ეუბნება ყველა კოლხს, მეგრელს, რომ მან ხელი გაანძრიოს, გაადარჩინოს თავისი ენა გაქრობას, თავისი თავისთავადობა ერთიან ქართულ სივრცეში.

,, ულირ ბორჯემქ ქინოიტუ, ჩხოროფათუ დოხართელი,
მორო ესუთ ვეკაწამა, ვაგურქიე შურო ხენი,“

ესაა იმისი დასტური, რაც ზემოთ აღვნიშნე. ეს ლექსი საოცარი სიტყვიერი სამოსელითაა შემოსილი, როგორც აზრობრივად ასევე, პოეტური ლიცენცია, მეტაფიქციით.
ამ მართალი კაცის ნათლიერ შემოქმედებაში, ზღვარდაუდები სიყვარული იკვეთება თავისი პატარა სამეგრელოსადმი, თავისი ოდაბადე ნერჩისადმი, რომელიც მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა. ულამაზეს სიტყვებში და ფერთა პალიტრაში ამოავლო ავტორმა სამეგრელოს ბუნება და გარემო.. მისმა შვილმა უმღერა საკადრისად თავის მიწას და ფირუზ ცას. მაგრამ ეს ყველაფერი გადაწნულია ტკივილიან განცდასთან.. ალიო ქობალიასთვის ოდაბადე არაა მხოლოდ საზეიმო თემა, კუდაპრეხილი პარპაშის საბაბი, მისი სიტყვა და ფიქრი მტკივნეულია.

,, გოლუაფირო შურობუმუ, ტუტაში ფერი სამარგალო,
ფერს შურო მუ მერჩანსჷ, თიზმა მორთხოზ, თე სანგარო,“

ასეთია აღქმა პოეტისა, ასეთია მისი ღრმა თვალსაწიერი და თვალთახედვის ისარი. პოეტურ სიტყვის სილამაზეზე უნდა ვთქვათ, შესანიშნავი შედარებაა,– ტუტაშფერი სამარგალო, –ნაცრისფერი სამეგრელო. თანაც ამ სტრიქონს სილამაზის, ესთეტიკის გარდა სხვა დანიშნულებაც აქვს, ნაცარი წვის შედეგად წარმოშობილი ნივთიერებაა. აქ პოეტი არცნობიერად, თუნდაც, ხაზს უსვამს სამეგრელოს წვას და კირთებას და ასევე მის ნაცრად ქცეულ სიყვარულსაც. ასეთი ფიქრების საშუალებას იძლევა ეს ლექსი, მისი სტრიქონები.
ულამაზესია ლექსის ფინალიც, დააკვირდით, რამხელა სიყვარულს იტევს იგი, რაოდენი ძალა, ენტელექიაა მასში ჩადუღაბებული. როგორი ტკივლითაა თითოეული სიტყვა ამოხეთქილი პოეტის ზეცნობიერიდან.

,, ართი ბორჯი სით ქიგელ, ვეშილებე დიდი ვარდე,
ჯგირობუას ვაგაიგენა, სქანი სქუა ღურას ვათენქ.
ღორონთიში მოჩამილი, ვამომლასანი სქანი კართე,-
გოლუაფირო შურობუმუ, ჩქინი სქვამი ოდაბადე.

ალიო ქობალიას არ დავიწყებია მეგრული პოეზიის ბაირონად აღიარებული დანიელ ფიფიაც, რომელმაც პირველმა იზრუნა მეგრული ენის გადარჩენისათვის. დაგვიტოვა ბრწყინვალე ლექსები და პოემები, ასევე ლექსიკონი. უფრო ცდა ლექსიკონისა,  მაგრამ მაინც ფასდაუდებელი განძი. ეს ყველაფერი ჭაბუკმა შექმნა და იღვაწა. რადგან კომინისტურმა რეჟიმმა ის ადრე გამოასალმა სიცოცხლეს. 1924 წლის შეთქმულებთან კავშირი დაბრალდა და ეს დიდი ნიჭის ადამიანი გამოეცალა მეგრულ სიტყვიერ კულტურას, ქართულ ლიტერატურულ სივრცეს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ის გარემოება, რომელიც ნამდვილად არსებობს და ყურადღება მისაქცევია. საქართველოს მოსახლეობის ალბათ უმეტესობამ არ იცის, თუ ვინ იყო დანიელ ფიფია. აქ ჩანს, ის გარემოება, რომ მეგრულ ენაზე მწერალს შენდობა არ აქვს დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლებისგან. ეს ადამიანი ქართულ საქმეს შეეწირა და საერთო ეროვნულ იდეას. ის უნდა იცოდეს საქართველომ. თუ მიხა ხელაშვილი, ეს უდიდესი პოეტი, დავიწყებას გამოვტაცეთ, ასევე საჭიროა ქართულმა სახელმწოფომ დანიელ ფიფიას სახელიც უკვდავყოს. ეს რომ აქამდე არ მომხდარა, კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენს უმწიფარობაზე. სწორედ ამ დიდ პოეტს ეხმიანება ალიო ქობალია თავის ულამაზესი ლექსით. ის უშუალოდ ესაუბრება გარდაცვლილ პოეტს. წარსულიდან გამოიხმობს მას და კიდევ ერთხელ აუკვდავებს.

,, სო რდჷ ღორონთი, მუთ ვაჭყვიდჷ ტერეფი აქილე.
ვეშილებე, ვეჸუაფჷ თენერჲ ჸვილუა,
ქოთქუანა: ჩქინ დანიელქ ქიანა მილუა.
ირიართო ცხორცხალცალო დო ჭკუათ გიგულენთ,
ჩქი ვაჟა დიდებუანს ბრელშა გიგურეთ,
ანწჲ სიზმარო მოღვარანა ხოჯეფჲ უღული,
ნატყვიუ ჸვას გიფერუანქ ბორჯიშჲ უკული,
მუქ შაყარუ ეშმაკეფი, თესხი მესეფი,
მონარღჷ სქანი უჭარუო ჸვილირჲ ლერსეფი.“

ყველაფერი ამ ლექსისის სტრიქონებმა დაიტიეს. ალიო ქობალიას ეთანაღრება და გული წყდება იმაზე, რომ დანიელ ფიფიასთან ერთად მოკლეს მისი ლირიკული მე. არ აცალეს გაფურჩქვნა და გაზრდა. ამიტომ სწუხს პოეტი მასთან ერთად მოკლულ ლექსებზე. საბოოლო ჯამში, როგორც მიხა ხელაშვილი ვერ მოკლეს, ასევე ვერ მიჩქმალეს დანიელ ფიფიას სახელი. რადგან ის უკვდავია და აგრძელებს სიცოცხლეს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, ალიო ქობალიას პოეზიაში წარმართული კულტურის და ცნობიერების კვალი. ამ მხრივ მეგრული ფოლკლორიც მდიდარია სხვადასხვა ღვთაებებით თუ წარმართული არსებებით. ეს სახეები მის პოეზიაში ხშირად ჩნდებიან. ზოგადად ქართულ ცნობიერებაში ერთმანეთს შეერწყა წარმართული და ქრისტიანული მსოფლხედვა, წარსული და მომავალი, დღევანდელობა. ამ ყველაფრის მორიგება მოხდა პოეზიაში, ცნობიერებასა და ყოფიერებაში. ასევეა ეს ალიო ქობალიასთანაც . მაგრამ ის სინთეზი, რაც ამ ორი კულტურის შერწყმა– შეკავშირებით მოხდა, აქაც დაცულია. არიან მის პოეზიაში წარმართული ძველი კოლხური ღვთაებები, მაგრამ ისინი სრულ ჰარმონიაში იმყოფებიან მართლმადიდებელი მორწმუნის მსოფლაღქმასა და რწმენაში.
,, დიჸვინთუქუ ოლე ზღვას
მურუჟეფიშ მაგორუ,
მესეფეფი გილეშხანს,
ინისქირიშ მაფორუ.

ასე ირევიან ეს წარმართული სახეები, წარსულის ცოდნისა და რწმენის წარმომჩენნი, მაგრამ ჰარმონია ამ ყველაფერთან მაინც მყარდება:

,, ხოლო ცაშა უჯგუ ულა,
შარა გობუ სარკილი,
მიანტებუ ორთაშ ლუბას
ჩხურუშ ეჸოთამილი.“

პოეტი ცისკენ ისწრაფვის, იქ არის მისთვის თბილი უბე, და გზები გასხივებული, ამიტომ სიცივისგან დამორჩილებული დედაბუნების თბილ უბეში ელის სითბოს.
სხვა ლექსში ეს მისწრაფება დავანებისკენ უფრო გამოიკვეთება და სამყაროს წესრიგს უკვე ღმერთი განასახიერებს.

,, ათეზმა საცოდებას
დუდო ღორონთ ორწყე“

ამ ქაოსს, რაც დედამიწაში ხდება, ღმერთი ხედავს და ის აწესრიგებს საბოლოო ჯამში. ასეთია რწმენა პოეტისა.
ჩვენი მცდელობა იყო,  ოდნავ მაინც გაგვეგო ალიო ქობალიას პოეტური სამყარო, რაც შეძლებისდაგვარად წარმოვაჩინეთ. ამ პოეტზე მომავალშიც ბევრი დაიწერება. მთავარია, გზა გაიკვალოს და კოლხური, მეგრული პოეზიის ეს ჭეშმარიტად სასიქადულო შემოქმედი ძირფესვიან იქნეს განხილული და შესწავლილი. ამ ცდით ჩვენ საქმის მხოლოდ დასაწყისი მოვნიშნეთ. გზა ხსნილია მომავალი კვლევებისკენ.