воскресенье, 17 августа 2014 г.

ზაალ ჯალაღონია - ტოპონიმ გადიდის გაგებისთვის


        

 გადიდი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე. მდინარე ღელესყურის შუა დინებაში.  ამ ტოპონიმზე მეცნიერებს თითქმის ჩამოყალიბებული აზრი აქვთ. მიაჩნიათ რომ ტოპონიმი მეგრული (ზანური) წარმოშობისაა,მაგრამ არის ერთი გარემოება, ზუსტად საიდან, როგორი   ადგილმდებარეობის გამო შეერქვა ამ სოფელს ეს სახელი
 როდესაც ტოპონიმის კვლევას ვიწყებთ, უმთავრესია გავერკვეთ ყველა იმ ცნობებს, რაც კი მასზე არსებულა და შემოგვენახა. ხალხური გადმოცემები  აკადემურობას მოკლებულნი არიან, თუმცა მათ მაინც დიდი ღირებულება გააჩნიათ. ჩვენს შემთხვევაშიც იგივე მდგომარეობა გვაქვს, არ ვიზიარებთ ხალხურ ვერსიებს ამ კონკრეტულ ტოპონიმთან მიმართ ებით,მაგრამ ხალხურ ცნობებს აუცილებლად განვიხილავთ.
გადმოცემით  უწინ ამ ადგილებში სამ ძმას უცხოვრია, დიდხანს ცხოვრობდნენ თურმე ერთად,მაგრამ ბოლოს აყრილან, უფროსი ცალკე წასულა,ხოლო შუათანა და ნაბოლარა ერთად დარჩენილან. რამდენიმე ხნის შემდეგ, უფროს ძმას მოუწადინებია თავისი ძმების ნახვა, სწვევია კიდეც მათ, და განცვიფრებულა,იმდენად კარგად და მოშენებულად უხილავს ძმების სახლ-კარი.გაჰკვირვებია და უთქვამს: ,,ესენი როგორ გადიდებულანო,ასე როგორ გადიდდითო“. ეს გახლავთ ხალხური ვერსია, რაც რა თქმა უნდა, შორსაა ჭეშმარიტებისგან.თავისთავად, მაინც საინტერესოა. ეს ხალხური ვერსია იმდენად ფართოდ ყოფილა გავრცელებული, რომ რუს გეოგრაფ კონსტ ჰანს, სწორედ ამ ფორმით შეუტანია და მისთვის მტკიცებითი ფორმა გადიდი მიუნიჭებია. 1.იოს.ყიფშიძე, ,,მეგრული ენის გრამატიკა“.. სანკტ-პეტერბურგი, 1913,გვ 205,რუს ენაზე)
 მეცნიერული, წმინდა ლინგვისტური ძიებებით კი, სხვა რამ იკვეთება, გადიდი ზანური ტოპონიმია, ის წარმოსდგება ორი სიტყვის შერწყმისგან. გა + დიდი. გა მეგრულ ენაზე ნიშნავს მთას, გორაკს., დიდი კი, დაახლოებით  ჭყონდიდის, ზუგდიდის,  იდენტური ფორმისაა. ანუ ,,ჭყონდიდი“- ,,რკონდიდი“ ,,მუხა დიდი“ ,,ზუგდიდი“- ბორცვდიდი“. 
 ტოპონიმის ასეთ წაკითხვას გვთავაზობს მკვლევარი გურამ ბედოშვილიც, და მიაჩნია იგი ზანურ ტოპონიმად. 2.გ.ბედოშვილი ,,ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი“, თბ.2002 წ.
 ასეთ ახსნას დიდი ხნის განმავლობაში ჩვენც ვიზიარებდით,მაგრამ ბოლო დროინდელმა ჩვენმა მუშაობამ ამ საკითხზე ახალი ვერსია გაგვიჩინა,  გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ გადიდ-ი, შეიძლება სულაც არ იყოს გა- მთა, არამედ ის მომდინარეობდეს მეგრული ღალიდან, ანუ მდინარე, ხოლო ამგვარი შეკვეცილი სახით წარმოება სიტყვებისა მეგრულს ახასიათებს. მაგ, ღადიდ-ი ანუ ღელე დიდი.
 სავარაუდოდ, ღ გადაიქცა გ-დ. ღადიდი მეგრულად დიდ ღელეს ნიშნავს. საერთოდ უნდა ითქვას, ერთ ტენდენციზე, რომელიც მეგრულ ენაში არსებობს, ესაა ორ სიტყვიანი სიტყვების დიდი რაოდეონობა, მაგ; გა, წა, ღა და სხვა. ჩვენი აზრით, მეგრულში თავიდან იყო წყლის აღმნიშვნელ სიტყვად წა, რომლის კვალიც არსებობს, წაკურთხიაში, წაჩხურაში და აქ ყველაგან იგულისხმება წყალი. ასევეა გა, თა, რომლისგანაც მოდის მერე მთა, მ-ს დართვით. ჩხოროწყუს რაიონში მაღალმთიან სოფელს თაია ჰქვია ანუ თა, ასეთივეა გაგიდა, რომ დავშალოთ ეს სიტყვა, მივიღებთ გა- გიდას შეიძლება ეს იყოს მუცელგამობერილი მთა. გიდა გამობერილს, გაბერილს ნიშნავს მეგრულად. ამდენად, სახეზეა, რომ თავიდან იყო წა, გა, თა, ზა, - იგივე  გზა და სხვა.

 გადიდის ღადიდიდან  წარმოშობის ამ ვერსიის  აღნიშვნა მოვიწადინეთ, რათა ზედმიწევნით გამორკვეულიყო  ტოპონიმის ნამდვილი მნიშვნელობა. ერთი კი ცხადია, მისი მეგრული (ზანური) წარმომავლობა, ეჭვს არ იწვევს.

1 комментарий:

  1. ყოველთვის საინტერესოა თანმიმდევრული და მყარი მსჯელობით შემაგრებული ახალ-ახალი მოსაზრებები, მაგრამ თუ ცალკე "ღა" ან "ღალი"-ს "ღა"-დ ქცევა არც სიტყვიერებაში, მეტყველებაში და არც ტოპონიმებში სხვა შემთხვევებში არაა დამოწმებული, მაშინ "გადიდი"-ს ეს ახალი ეტიმოლოგია (თითქოს მისი "ღადიდი"-დან მომდინარეობა) ხელოვნური და სრულიად უსარგებლო გამოდის. ეს კი რა საჭიროა?

    ამას გარდა, "წაკურთხია"-ცა და "წაჩხური"-ც, შესაბამისად, "წყარკურხთია"-სა და "წყარჩხური"-სგან მომდინარეობენ, როგორც გალის მუნიციპალიტეტის სოფელ წარჩეს სახელი "წყარჩე"-სგან.
    "წყარი"-ს წინამორბედად "წა"-ს დასახვა წარმოუდგენელია. პირიქითი მოვლენა კი ადვილად ახსნადია. ეს "-ა-" "-არ" სუფიქსის ნაწილია და არა რამე დამოუკიდებელი, ცალკემდგომი ერთეული.
    ასევე "ღალი"-ს შემთხვევაშიც — "-ა-" მასში "-ალ" სუფიქსის კუთვნილია. შესაბამისად, სიტყვაც ვერ დაიშლება "ღა-ლ-ი"-ს სახით. ღელის აღმნიშვნელადაც ზემოხსენებულ "ღა"-ს ვერანაირად ვივარაუდებთ.

    — ასევე, ხომ ვერ გვეტყვით, ტექსტში თქვენ მიერ ნახსენები "ორ სიტყვიანი სიტყვები" რას ნიშნავს?

    ОтветитьУдалить