вторник, 26 августа 2014 г.

ზაალ ჯალაღონია - ქალდია -ანუ ლაზეთ-ჭანეთის საკითხისათვის

                                                          

          




  ქალდია- ლაზეთი ისტორიულად არის ის ტერიტორია, სადაც მოხდა ქართველური ტომების თავმოყრა - განაწილება.. ეს ისეთი მტკიცე არგუმენტებით გამყარებული თემაა, რომ მასზე დღეს უკვე არავინ დაობს. მეცნიერებიც შეთანხმებულები არიან. ყველა აცნობიერებს იმას, რომ ლაზეთ-ჭანეთი,  ძველი ქალდია,ქართველთა ფესვია, საფუძველთა-საფუძველია. როგორი გასაკვირია, მაშინ იმის  წაკითხვა სამეცნიერო წერილებში, რომ ქალდია ეს ჭანეთი,ლაზეთია,მაგრამ ის სრულიად ცალკე დგას  ,მეგრული შტოსგან. ამაზე უფრო დიდი სიბეცე განა არსებობს რამე? თუ იმაზე თანხმდება ყველა, რომ  ქალდია არის საქართველოს  ფესვი,საიდანაც ამოიზარდა ჩვენი შეგნება, ცნობიერება,რომ ეს მხარე იყო და არის  დასახლებული ლაზებით, (ჭანებით,) რომელნიც  მთიანი ადგილების მოსახლეებად იწოდებიან. ანუ იგივე ლაზები არიან. რატომ კნინდება ეს ცნობა, ვის აძლევს ხელს მისი შებრუნებული სახით წარმოჩენა. ნუთუ, იმდენად დაეცა ჩვენი ისტორიოგრაფია, რომ ლაზი რამე სხვა, მეგრელისგან დამოუკიდებელი ჰგონია ვინმეს? ისინი ტერიტორიულად დაშორდნენ მეგრელებს, თორემ სხვანაირად ისეთივე მეგრელები იყვნენ, როგორც სამეგრელოში დაბადებული ნებისმიერი მეგრელია. რომელ  მეცნიერულ სამართლიანობაზეა საუბარი, მაშინ როდესაც, წერენ ქალდიაზე, ლაზეთზე და იქ ერთი სიტყვით არ მოიხსენიება მეგრელი. , ელემანტარული ჭეშმარიტება, რომ  ქალდი იგივე ლაზი, ჭანის აღმნიშვნელია, ხოლო ეს ხალხები არიან ერთი და იგივენი, იდენტური მეგრელებისა.  რისი გეშინიათ პატივცემულო მკვლევარებო, იმისი აღიარებისა, რომ ქალდი იგივე ლაზია, ჭანია და მეგრელია? რომ ეს შეგნებულად გაყოფილი და გახლეჩილი ერთი და იგივე ხალხი სათავეში დგანან ქართული   სახელმწიფოსი, რომ მათგან წარმოიშვა უმეტესი ტომები ქართველთა?  თუ ასეთი საშიშია იმის აღიარება, რომ ეს ხალხები იყვნენ კოლხები,მხოლოდ კოლხურ სივრცეში მყოფნი და სწორედ კოლხეთმა დაუდო სათავე  მთლიან საქართველოს. ამის აღიარების გვეშინია? თუ იმას ვერ ვამბობთ სახალხოდ, რომ ეს კოლხეთი ლაზი, ჭანი თავისთავად მეგრელს უკავშირდება, მეგრულ შტოს მოიცავს. რა ზიგზაგებით მივიწევთ ამ საკითხისაკენ?!

 ბერძნულ წყაროებს გადავავლოთ თვალი,  ვნახოთ სომხური,  ზოგი ქართული წყაროებიც, გაგვიჭირდება იმის დადგენა, რომ  ეს ხალხები კოლხები,უფრო კონკრეტულად ლაზები,მეგრელები არიან? არ გაგვიჭირდება  როცა სინდისი სუფთა გვაქვს, როდესაც  არ გვაწუხებს კომპლექსები, ამისთვის  მოვიხმოთ ძველი ბერძენი ისტორიკოსის დიოდორე სიცილიელის ცნობა."
ელინები გაემართნენ ელინურ ქალაქ ტრაპეზუნტში, (ელინების მიერ დაარსებული ზ. ჯ )რომელიც სინოპელთა კოლონიაა და მდებარეობს კოლხთა ქვეყანაში"
 . ამ ცნობით ჩვენ ვიგებთ, რომ ძველ ელინელებს, არავის ეჭვი არ ეპარებოდა იმაში , რომ ტრაპეზუნტი კოლხთა ქალაქი იყო, კოლხეთში მდებარე. არც ის იყო, შემთხვევითი, რომ ქართველი მთარგმნელები  სიტყვა კოლხის აღსანიშნავად ყოველთვის ლაზს ან მეგრელს იყენებდნენ. ეს ჩვეულებრივი, იმანენტური მოვლენა გახლდათ. ლაზეთი ეს იყო იგივე სამეგრელო. ხოლო მოსახლეობა ყოველთვის იქ იყო მეგრული.   შემთხვევითი ხასიათი ამას არ ჰქონია. ეს მოიცავდა გენეტიკურ მახსოვრობას. დღესაც, როდესაც  ქართველთა გარკვეული ნაწილი ცდილობს კოლხური ხსოვნა დაივიწყოს, კოლხობა უარყოს,მას დამცველად ისევ მეგრელი ჰყავს. ესაა სწორედ მახსოვრობაზე მეტი ზეცნობიერება. ნუ გაგვინაწყენდებიან სხვა კუთხის ქართველები,მაგრამ ეს არის რეალობა. სვანი სვანობს, გურული,გურულობს, მესხი მესხობს და ასე შემდეგ. ერთადერთი მეგრელი არ ივიწყებს მის უძველეს სახელს და ებგურად უდგას მას. ამის უღიარებლობა არ იქნება ჩვენი მხრიდან გამართლებული
.  საგულისხმოა ის გარემოება, რომ  მეგრულ შტოს იდენტიფიკაციის უნარს უსპობენ კოლხებთან, იწერება ათასი უმსგავსო  შრომები, რომელთაც არაფერი საერთო მეცნიერებასთან არ გააჩნიათ.  ამკვიდრებენ  უსახურ დებულებებს, რომ თითქოს მეგრელებს, არავითარი კავშირი არ აქვს  კოლხებთან, ეს რომ აბსურდია და ყოველგვარ მეცნიერულ ჭეშმარიტებას უარყოფს, ამას ვნახავთ მოხმობილი წყაროების გაანალიზებით
 V საუკუნის ანონიმი მწერალი  “დიოსკურიიდან (რომელსაც აგრეთვე სებასტუპოლი ეწოდება) ვიდრე აფსარის წყლამდე წინათ ცხოვრობდა ის ხალხი, რომელსაც კოლხები ეწოდებოდათ და [მერე] გადაერქვათ ლაზები”(3) .
იოანე ლიდეს (V-VI .) მიხედვით, ლაზები იგივე კოლხებია. “კოლხები, რომელთაც აგრეთვე ლაზები ეწოდებათ(4) .
იგივეს აღნიშნავს ბიზანტიელი მწერალი და ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი (ახ. . VI .). იგი წერს: “სახელიკოლხები”, როგორც სხვა მრავალი ტომებისა, ამჟამადლაზთასახელად შეიცვალა”(5) .
პროკოპი კესარიელის უმცროსი თანამედროვე აგათია სქოლასტიკოსი (536-582 წწ.) აღნიშნავს: “ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის”(6) . საყურადღებოა აგათიას მტკიცება, რომ თვით ლაზები თავიანთ თავს კოლხების შთამომავლებად თვლიდნენ და უზომოდ ყოყოჩობდნენ და ტრაბახობდნენ. იგი წერს: “ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ; ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღლობენ, შესაძლებელია არცთუ ისე უსაფუძვლოდ”(7) .
აკად. . ბერძენიშვილი გადმოგვცემს: “ლაზებს მიაჩნიათ, რომ მათი სამეფო კოლხთა სამეფოს გაგრძელებაა, რომ ლაზები პირდაპირი, ჩამომავლობითი და არამხოლოდ პოლიტიკური მემკვიდრენი არიან კოლხეთის სამეფოსი და კოლხთა, რომ, მაშასადამე, ძველი კოლხიდა მათ აქვე ეგულებათ, რომ მათისამეფო უძველესია”(8) .
აგათია სქოლასტიკოსი თავის თხზულებაში ყველგან კოლხს ლაზის მნიშვნელობით ხმარობს. ლაზი აიეტი თავის სამშობლოს კოლხების ქვეყანას უწოდებს. იგი ასე მიმართავს თავის თანამემამულეებს: “გაქრა კოლხთა ძველი ღირსება და ამიერიდან ვეღარ ვეღირსებით იმას, რომ სხვებს ვმბრძანებლობდეთმე ვინატრიდი კოლხეთისსახელმწიფოს ჰქონდეს მისი ძველი ძლიერება, რომ მას არ დასჭირებოდეს უცხო და გარეშე დახმარება…”(9)
კვიტაია კოლხეთის ქალაქია, ხოლო კოლხები ლაზური ტომია, ცხოვრობენ აბაზგების მახლობლად”; კოლხებს აზიელი სკვითებიც და ლევკოსირებიც ჰქვიათ; ისინი ცხოვრობენ აზიის მხარეში მდინარე ფაზისის ირგვლივ”… (გეორგიკა, 1967, გვ.32, 36-37)…
 კოლხთა შორის გავლენიანს, გონიერს და თავისი ქცევით მეტად მდაბიურს”. ფარტაზი ლაზების თათბირზე თავის თანამემამულეებს მიმართავს როგორც კოლხებს. იგი ასე იწყებს თავის სიტყვას: “ჩვეულებრივი ამბავი დაგემართათ, კოლხებო, რომ მეტად მოხერხებულად და წარმტაცად თქმულმა სიტყვებმა გონება შეგირყიეს”(10) . შემდეგ ფარტაზე განაგრძობს: “თქვენ კი, კოლხებო, არასდროს არ უნდა დაუკავშიროთ თქვენი აზრები გარეშე მოსაზრებებსჰო და, აბა, რის გულისათვის უნდა გადავიდეთ, კოლხებო, სპარსელების მხარეზეეს არ შეეფერება მეფეს, ისიც ლაზთა მეფეს, მით უმეტეს გუბაზს. ის რომ აქ იყოს, უეჭველია ის, როგორც ღვთისნიერი და გონიერი ადამიანი, გაგვკიცხავდა ჩვენ ამგვარი ზრახვებისათვის; მოგვიწოდებდა.. აღვჭურვილიყავით კოლხის თავისუფალი შეგნებით
 როგორც დავინახეთ, კოლხები ყოველთვის მეგრელებს,  ლაზებს, განასახიერებს,  იდენტიფიკაცია სწორედ ამათთან ხდება. ეს არ ყოფილა შემთხვევითი და რიგითი მოვლენა. ყველაფერი გენეტიკური მახსოვრობის შედეგი იყო . ,ამიტომ რაც უნდა ამტკიცონ კოლხების დაშორება მეგრული შტოსგან, ასეთ მკვლევართა მოსაზრებებს უეჭველი მარცხი ელოდებათ.
  კლარჯეთის ზღვისპირა ზოლი ლაზეთის ნაწილი ანუ  ,ძველი ეგრისის კუთვნილი ტერიტორია და ღვიძლი ნაწილი გახლდათ.
  ქალდია, ანუ ხალდია ამ სივრცეს ვერ მოშორდება, ლაზეთს მას ვერ ავაცილებთ, ლაზეთ-ჭანეთი ეს იგივე ქალდიაა.
 ასევე არ შეგვიძლია უყურადღებოდ დავტოვოთ ლაზეთის თაობაზე რამდენიმე საჭირბოროტო საკითხი, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს სათანადოდ არგუმენტირებული პასუხები.
  ლაზებს ზოგი მეცნიერი, შეგნებულად ყოფს მეგრელებისგან და უნდათ დაამკვიდრონ ისე, თითქოს, ლაზები მეგრელების მონათესავე ტომები იყვნენ და მეტი არაფერი. ეს მცდარი წარმოდგენაა. და რატომ?. ლაზები იგივე მეგრელები არიან და არა მონათესავენი მეგრელებისა, როდესაც ეგრისის სამეფოში ცალკე წარმოჩინდა ლაზიკის საერისთავო, ეს მოხდა ახალი წელ აღ პირველ საუკუუნეებში.  ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მეგრელებს ეწოდათ ლაზები.,რომლებიც მეტყველებდნენ მეგრულად. აქ დაისმის ერთი კითხვა, მათი მეტყველება მეგრულისგან, დიალექტურად განსხვავდებოდა თუ კილოკავის დონეზე იყო  ეს განსხვავება?. ამას დაბეჯითებით ვერ დავამტკიცებთ, თუმცა ერთი ცხადია, ისინი იყვნენ მეგრელები და მათი ენა იყო მეგრული.. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ იმ ფაქტს, რომ ლაზები მეგრელებისგან დამოუკიდებლად განიხილონ.მეგრელებს ბიზანტიელებმა უწოდეს ლაზები,ეგრისის სამეფოს ლაზიკა.მეგრულ ენასაც თავისთავად, ლაზური დაერქვა. ამ ტერიტორიას და ხალხს ლაზეთს, ლაზებს ეძახდნენ ბიზანტიელები, თორემ  ქართულ სინამდვილეში და ქართველებისთვის, ისინი მუდამ მეგრელებად რჩებოდნენ.,,ზღვისპირა მცხოვრებ მეგრელს ეწოდებოდა ლაზი.“ (ანზორ შონია),,ეგრისის სამეფო და ქართული სახელმწიფოებრიობა“),მეგრელებად  აღიქვამდნენ თავიანთ თავსაც ლაზები. ისინი ამ  ხსოვნას არ ივიწყებდნენ
,, ლაზეფეს-ნა გვარი უღუნან... ლაზური ჯინსი მუთეფეში უჩქინან.მუთეფეს ჯვეშეფე მი რტეს? ლაზეფე ჯვეში მეგრელიშენ რენან გოქთერი.

,,ლაზებს რომ გვარი აქვთ,ლაზებმა თავისი მოდგმა იციან.მათი მოდგმა ვინ იყვნენ? ლაზები ძველი მეგრელებიდან არიან შეცვლილნი.

ლუტფიე-ფატ-ოღლი 1960

ირინე ასათიანი,, ლაზური (ჭანური) ტექსტები. გამოც არტანუჯი გვ 15 იქვე-
 ,,ლაზეფეშე დიდ ფადიშაჰი ფოთის რტუ. ჩქი ბორტით ხოლო მეგრელი.მეგრელფე ივეს დო ლაზეფე დივეს მუსლიმანეფი.

ლაზების დიდი ხელმწიფე ფოთში იჯდა. ჩვენ მეგრელები ვიყავით. მეგრელები ვიყავით და ლაზი მუსლუმანები გავხდით.

ჰაკი-ჯამფერ- ოღლი 1960

ირინე ასათიანი,, ლაზური (ჭანური) ტექსტები. გამოც არტანუჯი გვ 9
 დღვანდელი გადასახედიდან, სულ სხვა მდგომარეობაა, გვაქვს, მეგრული ენა და გვაქვს ლაზური ენა ცალ–ცალკე. ზოგ მეცნიერს ლაზური დღესაც არ მიაჩნია ენად, რაც არ არის სწორი. თავიდანვე ის მართლა არ ყოფილა ენა, მაგრამ დღეს ენაა, ლინგვისტური ყველანაირი ფორმაციით და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ. მასში იმდენი დავიწყებული კოლხური სიტყვა არსებობს, რომელნიც ისევ შემოსაყვანი არიან  მეგრულ ენაში.თურქული ენის ჰეგემონია, რომ არ ყოფილიყო, ნათელია, სულსხვა სურათი იქნებოდა, მაგრამ დღეს ეს რეალობა გვაქვს, რასაც აუცილებლად უნდა ავუწყოთ ფეხი და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რათა ეს ორი ენა სრულ თანაფარდობაში დარჩნენ ერთმანეთთან საკუთარი ლინგვისტური უფლებებით. ლაზური ენის გადარჩენა, საჭირო და აუცილებელია, რათა მეგრულ ენას გვერდში ჰყავდეს მუდმივი სისხლხორცეული მეკავშირე. და ორივე ენამ ერთმანეთის დაკარგულ–დავიწყებული ელემენტებით შეივსონ თავიანთი ლექსიკა. გარკვეული დოზით, როგორც ამას ენა გადაწყვეტს, ლექსიკის რაღაც ნაწილმა შეიძლება დროთა განმავლობაში ჩაანაცვლოს სალიტერატურო ქართულში არხეიანად მოკალათებული ბარბარიზმებიც.
 ჩვენ ეს ზემოთაღნიშნული გარემოება  შევნიშნეთ და ამიტომაც დავაზუსტეთ, რამდენიმე საკითხი. ეს თემა სისხლხორცეულად უკავშირდება თავისთავად ქალდიას თემასაც. რადგან ის ლაზეთისგან მოწყვეტილი არ გახლავს.
 ამ თემაზე ჭანეთ ,ლაზეთის იდენტობაზე, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, საკმაოდ დეტალურად წარმოვაჩინეთ ის ,,როდესაც წანარებზე  გვქონდა მსჯელობა. ამიტომ ამ საკითხს ისევ ჩვენი ნაწერებიდან განვიხილავთ. თუ როგორ არის წარმოდგენილი  ხალდია, ქალდია  უცხოურ წყაროებში. მანამდე  ვნახოთ პავლე ინგოროყვას შეხედულება ამ ყველაფერზე. ,,. სომხურ წყაროებში, ისევე როგორც ქართულში, სამხრეთ-კოლხეთის მიმართ დამოწმებულია იგივე სატომო სახელწოდებანი; ჭანები, ლაზები, ხალდები. სახელდობრ, სომხურ წყაროებში ლაზია (”ლაზივ”) - ეწოდება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, რიზეს მხარეს: ცენტრალურ ნაწილს, ტრაპიზონის მხარეს, ეწოდება ხალდია (”ხატიქ”) და ჭანეთი (”ჭანივ”). დასავლეთ ნაწილს, (კერასუნ-ფარნაკიის მხარეს) მიემართება ზოგადი სახელწოდება პონტოსი.

ჩვენ უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ მე-7-9 საუკუნეთა სომხურ გეოგრაფიაში პროვინციები ლაზეთით და ხალდია - ჭანეთი ითვლებიან ნაწილად `ეკგერის~ (ეგრისის) ანუ კოლხეთის ქვეყნისა.

გ. ბერძნულ წყაროებში, VIII საუკუნიდან მოკიდებული, ჭანეთ-ლაზეთი (სამხრეთ კოლხეთის ქვეყანა) და მისი ცალკეული ნაწილები ცნობილია შემდეგი სახელწოდებებით.
1.    ხალდიის თემი. სახელწოდება ხალდია თავდაპირველად მიემართება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს, ტრაპიზონის მხარეს, მაგრამ რადგან ტრაპიზონის ადმინისტრაციული ერთეული - ხალდიის თემი ცალკეულ პერიოდებში აერთიანებდა ტერიტორიას ჭოროხიდან თერმოდონამდე, ამიტომ სახელწოდება ხალდიის თემი, ხალდია, ჩვენ გვხვდება აგრეთვე როგორც ზოგადი სახელწოდება მთელი სამხრეთი კოლხეთისა.

2. ლაზეთი, ლაზიკა. ბერძნულ წყაროებში, VII-VIII საუკუნეებიდან მოკიდებული, სახელწოდება ლაზეთი (ლაზიკა) მიემართება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, რიზეს მხარეს (ისევე, როგორც ქართულსა და სომხურ წყაროებში). მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრაპიზონის მხარე VIII საუკუნის მეორე ნახევარში ადმინისტრაციულად დასავლეთ საქართველოს დაუკავშირდა, ეს სახელწოდება ლაზეთი (ლაზიკა) გავრცელდა აგრეთვე ტრაპიზონის მხარეზედაც (იხ. ზემოთ, გვ. 214-215). მომდევნო პერიოდებში სახელწოდებით ლაზეთი აღინიშნება როგორც საკუთრივ რიზეს მხარე (უპირატესად). ისე მთელი სამხრეთი კოლხეთი. ასე მაგალითად, საშუალო საუკუნეთა ბერძენი ავტორის გიორი პახიმერის თხზულებაში ტრაპიზონის მეფეებს მიემართება სახელწოდება მთავარი ლაზთა, მფლობელი ლაზთა.

3) საშუალო საუკუნეთა ბერძნულ წყაროებში ქვეყნის საერთო სახელადა იხმარება აგრეთვე სახელწოდება კოლხეთი (სამხრეთ კოლხეთი). ასე, საშუალო საუკუნეთა ბერძენი ავტორი ლაონიკოს ხალკოკონდილესი ტრაპიზონისმეფეებს მოიხსენებს სახელწოდებით: კოლხეთის მეფენი, კოლხეთის მთავარნი.

4) სატომო სახელწოდება ჭანი გვიანი ხანის ბერძნულ წყაროებში უპირატესად მიემართება ტრაპიზონისმხარეში, პონტოს მთიანეთში მოსახლე მთიელებს.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსახლე ქართველი ტომები საშუალო საუკუნეთა ბერძნულ წყაროებში ცნობილი არიან ხალიბებისა და ტიბარენების (ტიბრანების) სახელწოდებით. ამ სატომო სახელიდან ქვეყნის დასავლეთ ნაწილს (კერასუნ-ფარნაკიის მხარეს) ეწოდება ხალიბთა და ტიბარენთა მხარე ანუ ხალიბია.

გ. თურქ-სელჯუკების ოფიციალურ მატიანეში, რომელსაც სელჯუკ-ნამე ეწოდება, ჭანეთ-ლაზეთის (სამხრეთ კოლხეთის) შესახებ შემდეგი ცნობებია წარმოდგენილი. ჭანეთ-ლაზეთის (სამხრეთ კოლხეთის) ქვეყანას, მთლიანად აღებულს, აქ ეწოდება სრულიადი ჭანეთი. ეს ქვეყანა, სრულიადი ჭანეთი, მატიანის ცნობით განიყოფება სამ მხარედ: 1) ლაზიის მხარე - (რიზეს პროვინცია); 2. საკუთრივ ტრაპიზონის მხარე; 3) საკუთრივ ჭანეთის მხარე (ვიწრო მნიშვნელობით), რა სახელწოდებითაც უპირატესად ცნობილი ყოფილა ქვეყნის დასავლეთი ნაწილი.
(პავლე ინგოროყვა
წიგნიდან ”ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის გამო
)
 ასე ამომწურავად,  განიხილა ეს საკითხი პავლე ინგოროყვამ,დეტალურად მოგვცა  ქალდიის ადგილმდებარეობის თუ  იქ მოსახლე ტომების ვინაობის საკითხი.
 ლაზია–ქალდიას საკითხისთვის კიდევ უნდა დაზუსტდეს ერთი გარემოება, ვინ მართავდა ლაზეთს, ბერძენი, თუ ქართველი (მეგრელი –ლაზი). ამ საკითხის გარკვევა მნიშვნელოვნად გვესახება.
  ზოგიერთი ისტორიკოსი სამართლიანად ამბობს, ტრაპიზონის მხარეს ბერძენი ისტორიკოსები "მეგრელთა ქვეყნად" მოიხსენიებდნენო.  ეს მხარე, რომ III-VI სს-ში იგი ეგრისის (ლაზიკის) შემადგენლობაში შედიოდა, თავიდან - დიდი კოლხეთის. ამ მხარეში   დავით აღმაშენებელმა გაავრცელა თავისი სახელწიფოს გავლენა და მისი მმართველი გრიგოლ გაბრა (გაბრა-გავრა)  "დასვა ნაჭარმაგევს პურად"  ეს ფაქტი უაღრესად საინტერესოდ გვესახება. თუ ვინ მართავდა ლაზეთს,ამის შესახებ,ნორმალური კვლევა არ გაგვაჩნია. ბუნდოვანია  ეს თემა. ხოლო ამ გაბრებსაც, როგორც ყველაფერს, გვეცილებიან არმენები.სასაცილოა,მაგრამ ნამდვილად ასეა. ისტორიაში ის მაინც გარკვევით ჩანს, რომ გაბრები იყვნენ მართლმადიდებლები,ამიტომ არმენების თავგამოდება უადგილოა.
  შევეცადოთ, გავარკვიოთ ლაზეთის მთავრების წარმომავლობა. რას უნდა ნიშნავდეს ,,გავრა“ ამ ტერმინს ვხვდებით ორი სახით, როგორც ,,გავრა“ და ,,გაბრა“. ჩვენ მართებულ ფორმად მიგვაჩნია გაბრა, ამიტომაც შემდეგში ამ ფორმას მივმართავთ.
 მეგრულში არის გვარი გაბრა-ვა. მეგრული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვა სუფიქსი არ მიყვება ა-თი დაბოლოებულ მეგრულ გვარებს გამოთქმისას, მაგ, ჭითანა-ვა, ჭითანა, ხურცილა-ვა, ხურცილა, ჩიქობა-ვა ჩიქობა და სხვ..ასევე შესაძლებელია, გაბრა სწორედ ეს მეგრული ფორმა გაბრა-ვა ყოფილიყო.
გვარის ამ ფორმით არსებობა ფაქტობრივადაც დადასტურებულია, საეკლესიო წიგნში და დღესაც ცხოვრობენ ამ გვარის წარმომადგენლები სამეგრელოში. გაბრავაგვ. 41 [დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი I] 
გაბრავახობი, ზუგდიდი, ბულიწყუ, ხეთა, აბასთუმანი, ერგეტა
 ამ მოსაზრებას  ამყარებს მეგრულში შემორჩენილი სიტყვა გაბრა., რომელსაც რამდენიმე სემანტიკა გააჩნია.
.ასევე ამ გვარიდან წარმოშობილად მიგვაჩნია შვილი და ძე-თი დამთავრებული  ასეთი გვარები:გაბაიძე –მათი განსახლების არეალი აჭარაა, ანუ უძველესი კოლხეთ-ლაზეთი.
 ადლია, ანგისა, აქუცა, ახალშენი, ბათუმი, ბაკო, ბარათაული, ბობოყვათი, გვარა, გონიო, დაგვა, დანდალო, თხილვანა, თხილნარი, კახაბერი, კვირიკე, კოკოტაური, ლეღვა, მახალაკიძეები, მახვილაური, მახინჯაური, მახო, მერჩხეთი, მეჯინისწყაი,  მუხაესტატე, მწვანე კონცხი, ნაკაიძეები, ნიგაზეული, ოჩხამური, სალიბაურისი, სკვანა, სკურა, ურეხი, ფუშრუკაული, ქედა, ქედლები, ქობულეთი, შუახევი, ჩაისუბანი, ჩაქვი, ციხისძირი, ძმაგულა, წყავროკა, ჭარნალი, ხალა, ხელვაჩაური, ხიხაძირი, ხულო, ხუცუბანი, ჯალაბაშვილები, ჯიხანჯური  დაბო
 გვხვდება ასევე გვარი გაბრაშვილი.
 გაბრა მეგრულად ეწოდება ერთი ვერსიით, თანასწორს, გამთანაბრებელს,გულისსწორს. სულხან -საბას აზრით კი გაბრა არის თურქული სიტყვა,  და იქ ცხენის სამუნველს აღნიშნავს. გაბრა და გაბლა ერთი და იგივე სიტყვაა,მხოლოდ ერთგან რ- ნაცვლად ლ- ჯდება. შეიძლება, გაბლა მართლაც  Turk. [გაბმა] E სგან მიღებული ფორმა იყოს,მაგრამ მეგრულში ამ სიტყვას სხვა სემანტიკაც აქვს, ამდენად მისი წარმოშობა შეიძლება სწორედ  აქედან ყოფილიყო და სულაც არაა საჭირო გავლენა თურქულით განისაზღვროს. ან შეიძლება ის სხვადსხვა წარმოშობის სიტყვები იყოს.
 გაბლა მეგრულში მალამოსაც აღნიშანვს, აქ  ცხენის სამუნველის სიამოვნების გამოწვევის უნართან  გვაქვს აშკარად საქმე,მაგრამ სემანტიკით თანაბარ,  სწორთან ვერ დავაყენებთ მას.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ გაბლა გავლენიანსაც აღნიშნავს. ამ შემთხვევაში, უფრო დავუახლოვდებით  საკითხის გადაწყვეტას, რომ ლაზეთის მთავრები გაბრები-გაბლები ანუ თანასწორნი, სამართლიანი და გავლენიანი მთავრის სინონიმებად მოიზრებოდნენ.გაბრა (ბულგ. Габра) — სოფელი ბულგარეთშიც არსებობს.
შეიძლებოდა მიგვეღო გვარი გაბრასგან დღევანდელი გვარი გაბრა-ვა, რომელიც ვა დაურთველობის გამო გაბრად იკითხება. თუ ეს მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება საკითხიც ამოწურულად ჩაითვლება. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ გაბლა-გაბრა, გავლენიანის სინონიმად უფრო მისაღებია.,ისინი ხომ მთავრები იყვნენ.
 თეოდორე გავრა გახლდათ დამფუძნებელი ხალდიის (ტრაპიზონის) ადგილობრივი სამფლობელოსი, სამთავროსი.
 ასევე საგულისხმოა, ის ფაქტი რომ პავლე ინგოროყვა მათ ხალდია- ჭანეთის ადგილობრივ თავადთა გვარეულობის შტოს წარმომადგენლად მიიჩნევს

თეოდორე გავრაც სწორედ  ადგილობრივ თავადთა გვარეულობიდან  არისო.
 პავლე ინგოროყვა მაღალ შეფასებას აძლევს თეოდორე გავრას (გაბრას) მოღვაწეობას.
 ,,ტრაპიზონის განთავისუფლების შემდეგ 1074 წლის ახლო, თეოდორე გავრას მოუხდენია ადგილობრივი ძალების ორგანიზაცია, ენერგიულად შესდგომია ბროძოლას თურქ-სელჯუკების წინააღმდეგ და საბოლოოდ გაუწმენდია ხალდიის თემი (ტრაპიზონისა და კერასუნის მხარეები) შემოსეული მტრებისაგან.

ამ ბრძოლების დროს კონსტანტინეპოლის მთავრობას არავითარი დახმარება არ გაუწევია ტრაპიზონისათვის, ანატოლია ამ დროს მოფენილი იყო თურქთა ურდოებით, რომლებიც მაშინ პირველად მკვიდრდებოდნენ ანატოლიის მიწა-წყლებზე, და ურთიერთობა კონსტანტინეპოლისა ტრაპიზონთან ფაქტიურად შეწყვეტილი იყო. მთელ ამ ბრძოლებს თურქებთან ხალდიის თემში აწარმოებენ ადგილობრივი ხალდია - ჭანეთის ჯარები თეოდორე გავრას მოთავეობით.“ ასევე გარკვევით წერს, რომ თეოდორე გავრა სრულიად დამოუკიდებლად მართავს ხალდიის (ტრაპიზონის) სამთავროს.(პავლე ინგოროყვა
წიგნიდანჭანეთ-ლაზეთის ისტორიის გამო)




რადგან ინგოროყვა ეხება ჭანების საკითხს, ჩვენც მოვხაზავთ რამდენიმე დეტალს ჭანებზე. აქ  საინტერესოდ გვეჩვენება მიხეილ წერეთლის მოსაზრებაც, რომელსაც მოვიყვანთ, რადგან ის ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ გახლავთ დაშორებული. ჩვენი მსჯელობის მთავარ ხაზსაც სათანადოდ მიჰყვება,,,
 ,,ქართველებს საერთოდ ყველასქართველებიარ ერქვათ თავდაპირველად. როგორც ყოველი სხვა ერი, რომლის სოციალური ცხოვრება თავდაპირველად არ არის ძლიერის კოჰეზიისა, იგი დაყოფილი იყო სხვა და სხვა ჯგუფებად, რომელთაც სხვა და სხვა სახელები ჰქონდათ მიუხედავად ერთის ენისა და ერთის სისხლისა.

მაგრამ ეს სახელ-წოდებანი მხოლოდ რამოდენიმე ქართულ ძირისაგან არიან წარმომდგარნი. მაგალითად, სიტყვატაბალისაგანდათუბალისაგან”, რომელიც მოხსენებულია ასსურეთის მეფის სალმანასსარ მეორის წარწერაში (860-825 . ქრ. .), როგორც ქართველი ტომი, მტკიცე ენათ-მეცნიერების კანონთა ძალით წარმომდგარან: ჰიბერი, ივერი, “იბერეს” (ლათინურად), ვირქ (სომხურად), იბერი, იმერეთი, იმერელი, ეგერი, ეგრისი, მეგრელი, გურია.- როგორც მკითხველი ჰხედავს, ეს მთელი ნახევარი საქართველოს ტომების სახელებია.- აგრეთვე ასსურულ წყაროებში ტაბალი და მუსკი, ანუ მესხი, ყოველთვის ერთად არიან მოხსენებულნი. მათ ერთად იხსენიებს აგრეთვე ჰეროდოტე. მესხის სახელი კი ეხლაც არის დარჩენილი და ქართველთა ერთ საუკეთესო ტომს აღნიშნავს. თაბალისა და თუბალისაგან წარმომდგარი ხალხი მეგრულ ჭანურ-ქართული შტოის ხალხი იყო. აგრეთვე ბერძნულ მწერლობაში მოხსენებული მოსსინიკები იმავე ჭანებსა ნიშნავდნენ და ეკუთვნოდნენ ამავე შტოს.


მიხეილ წერეთელი

  იბერებზე მსჯელობა აქ არ გვაქვს მიზნად განზრახული,ამიტომ ამ თემას არ შევეხებით. ,როგორც წერეთელი აღნიშნავს, ტაბალი,მუსკი, ერთად არიან მოხსენიებულნიო. თანაც პირდაპირ ასეხელებს, რომ ესენი მეგრულ–ჭანური შტოის ხალხი იყო. იქ ქართველი მხოლოდ, დღვანდელი იდენტიფიკაციისთვის იქნა მითითებული. რასაც ჩვენ არამც და არამც, არ ვეწინააღმდეგებით,ერთი კი ცხადია, ჩვენი მეცნიერები  თავდაპირველად საკითხს  გადაჭრით და ზუსტად ამბობდნენ.არ ეჩოთირებოდათ , რომელიმე შტოის ტომების გარკვევა. თავის სახელს უძებნიდნენ. დღეს რა ხდება, ქართველი მეცნიერების გარკვეული ნაწილი, მეგრულ შტოს საერთოდ უარყოფს კვლევების დროს, ხოლო მესხურს კი საერთოდ გამოგონილ იარლიყებს აკერებს. ერთიანობის კონტექსტში. ასეთი მიდგომა მუდმივ უკმაყოფილებას იწვევს, დამახინჯებით და მიჩუმათებით საქმე წინ კი არ მიდის, არამედ ყოვნდება. იქნებ გაითავისონ ეს ჩვენმა მკვლევრებმა, თორემ დღეს რომ ყველა ერთმანეთისანი ვართ და ჩვენი ეროვნება, რომ ქართველობით განისაზღვრება ცხადია.ამას ხელს  ფაქტების აღიარება არ უშლის,პირიქით,ხელს უწყობს.უღიარებლობა და მიჩქმალვა ან გაყალბება არის დამღუპველი მოვლენა. რამდენი ცნობაც წარმოვადგინეთ, ყველა თითქმის ერთს და იმავეს ღაღადებს, მეგრულ შტოის დიდი  განსახლება იკვეთება.


 ჭანები და ლაზები მოიხსენიებიან ერთად, ასევე ისინი მუდამ ახლოს დგანან მაკრონებთან და სანებთან. ეს მომენტი გვაძლევს კიდევ ერთ უტყუარ მტკიცებულებას, რომ სანები და ჭანები იგივე მაკრონებად  ლაზებად დავსახოთ. ან ძალიან ახლოს მდგომნი მათთან.პროკოპი კესარიელის თანახმად, ჭანებს უწინ “სანები” რქმევიათ: “..ჭანების ტომი, თავიდანვე ბარბაროსები, რომელნიც არავის ქვეშევრდომები არ არიან, წინა ხანებში სანებად (Σάνοι, Σονοι) წოდებულნი...” [[Procop., Wars, I, XV, 21-25; II, III, 39]. ძველი ბერძნული წერილობითი წყაროების საფუძველზე, შესაძლებლობა გვაქვს თვალი “სანების” ვინაობის საკითხსაც მივაპყროთ; სტრაბონის “გეოგრაფია” მათ, თავის მხრივ, მაკრონების შთამომავლებად მიიჩნევს:
“ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ მდებარეობენ ტიბარანები, ხალდები და სანები, ადრეულ ხანებში მაკრონებად წოდებულნი.მაკრონები არიან ცნობილნი , როგორც მაკროკეფალები ანუ გრძელთავიანები. და მათ მიიჩნევენ დღევანდელი მეგრელების წინაპრებად. (მეგრელ//მარგალ) შემავალ არგ (არკ) (<აგრ//აკრ) ძირს, რომელიც გაფორმებულია 
ჭანურისათვის დამახასიათებელი ონ სუფიქსით. ასევე ტიბარენები,და ხალდები. ეს ყველანი ერთ იდენტობაში მოდიან. ჩვენ თუ ამ ხაზს გავყვებით, ყველაფერი წესრიგში ექცევა და არანაირ გაუგებრობას არ ექნება ადგილი. ,,ჭანივქი“ თუ ხალტიკია. აქ ყველაფერი ნათელი და გარკვეულია. სანი, წანი, ლაზი, ჭანი,. არის ერთი და იგივე სახელები უბრალოდ გვაქვს ფორმობრივი ვარიაციები. ამიტომ ქართველთა ხალტია და ხალდეთი იგივე კოლხების, მეგრელების სამოსახლო ადგილი იყო.“( ჩვენივე ნაშრომიდან. ზ ჯალაღონია ,,წანარები“)
 აქვე გვინდა დავაზუსტოთ,ის უმთავრესი ცდომილება, რომელმაც მრავალი ახალი სიცრუე წარმოშვა. მხედველობაში გვაქვს,ბერძნული ენის თავისებურება და ხასიათი.პროფესორმა დესტუნისმა აღნიშნა, როდესაც ,,ტ ძ „ ერთად არის დაწერილი,ის აუცილებლად ნიშნავს ევროპული ენების ,,ც“, ,,ჩ“  ,,ჯ“. ჯ ასო  განასახიერებს ქართულ ჭ-. ევსტათი თესალონიკელი ამბობს: ,,მაკრონები(მეგრელები)...მათ ჩვენ ეხლა, სანნებს, ანუ მდაბიურად ტძანებს ვეძხით,სანების ქვეყანასაც ტძანიკეს უძახიანო“(ლატიშევი 1, 208) მაშასადამე ბერძნული ტძანიკი ქართულ ჭანიკ“-ს უდრის.ოსმალეთში შემონახული ტრაპიზონის ოლქის მესამე მაზრას სახელი ჯანიკი ჰქვია,რაც იგივე ჭანიკ-ს უდრის. ეს მნიშვნელოვანია ყოველთვის, როდესაც ამ ტომებზე ვმსჯელობთ.
 რაც შეეხება,   სომხურ წყაროებს, აქ ყველაფერი ისეა წარმოდგენილი, როგორც ის სინამდვილეშია,ანუ ეს ყველა ცნობა ეთანხმება ასევე ბერძნულ წყაროებს. ,, მაგ ,, გეორგიკების” ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, ხალიბებს სახელი ეწოდათ ხალიბიუმიდან, კუნძულ ევბეის სოფლიდან, რადგან აქედან გადასახლდნენ (SC, II, 751).“ ხალდ-ჰალიძონები//ხალიბები და ხალდები//ქალდებიფიქსირდება ჰომეროსთან; მათი ქვეყანაა ალიბე (ხეთური ჰალლუწა); სტრაბონის აზრით (XII, 3,19-24), ჰომეროსის ჰალიძონები, ხალიბები და ქალდები, რომლებიც ცხოვრობენ ტრაპიზონტისა და ფარნაკიის ზემოთ, ერთი და იგივე ხალხი არიან; ეს აზრი გაზიარებულია თანამედროვე მეცნიერებაშიც (იხ., მაგ., .ყაუხჩიშვილი, 1976 გვ. 34-35); ისინი ცხოვრობდნენ შავი ზღვის პირას ჰალისის ხეობაში; ანტიკურ წყაროებში ხალიბები კოლხური ტომადაა მიჩნეული (.გორდეზიანი, 1966, გვ.267); აღსანიშნავია, ისიც, რომ ხალიბები//ჰალიძონები გაიგივებული აქვს სტეფანე ბიზანტიელს (გეორგიკა, 1936, გვ.288); გარდა ამისა, ეს ტომები რკინის (ლითონის) დამუშავების  ოსტატებად არიან მიჩნეულნი და ამ საქმის სათავეებთან დგანან, ურარტულ წყაროებში მოსხენიებული დიდი გაერთიანება ხალიტუ ხალიბთა ტომების გაერთიანება იყო (.მიქელაძე, 1967, გვ.109). ხალიბები გაიგივებულნი არიან ხალდებთან; ხალიბებს მოგვიანებით ჭანებად იხსენიებენ;
ჰომეროსი (ძვ.. VIII .): “ჰალიძონები ეპისტროფოსს, ოდიოს მოჰყვნენ ვერცხლის შორეულ საბადოდანალიბეს მხრიდან(ჰომეროსი, 1975, გვ.95). ტიბარენების მეზობლად ასახელებენ ხალიბებს ჰეკატა~ოს მილეტელი (ძვ.. VI .) და ფსევდო-სკილაქსი (ძვ.. IV .). ჰეროდოტეს მიხედვით, ხალიბები ცხოვრობენ მცირე აზიის ჩრდილო სანაპიროზე მისიებს, მარიანდინებსა და პაფლაგონელებს შორის (ჰეროდოტე, 1975, გვ. 45, 660). ქსენოფონტი (ძვ.. IV) სტრაბონისგან განსხვავებით, ხალიბებსა და ხალდებს სხვადასხვა ტომებად მიიჩნევს (შდრ., სტრაბონი: “ხალდები ძველად ხალიბებად იწოდებოდნენ” XI, 14,12; XII, 3,12); კერძოდ: ბერძენმა მოქირავნეებმა ჯერ მძიმე ბრძოლებით გაიარეს კარდუხების ქვეყანა, შემდეგ მათ ვანის ტბის მეზობლად მცხოვრები ხალდები შეხვდნენ, შემდეგ ასევე მძიმე ბრძოლებით გაიარეს ტაოხებისა და ხალიბების ქვეყნები და შემდეგ, კერასუნტსა და ორდუს შორის ისევ შეხვდნენ მოსინკებს დამორჩილებულ და ბერძნებისადმი კეთილგანწყობილ ხალიბებს (წყაროებისა და მსჯელობისათვის იხ., .მიქელაძე 1967). ქსენოფონტეს დროს ორი სხვადასხვა, მაგრამ მონათესავე ქართველური ტომია; არ არის გამორიცხული, რომ მათი სახელები ერთი სიტყვის ვარიანტები იყოს; ამოსავალი ფუძე
ხალდები//ქალდები ცხოვრობდნენ ვანის ტბის მიდამოებში; ურარტუს დაცემის შემდეგ ამ ტერიტორიის ნაწილი დაიპყრეს მოსულმა არმენებმა.რომლებიც ინდოეთიდან იქნენ გადმოხვეწილნი. როგორც ჩანს, ამ ხანებში ხალიბთა განსახლება გადმოდის შავიზღვისპირეთში.”[19 (
 ურთიერთსაწინაღმდეგო შხედულებებს მუდმივად წავაწყდებით წყაროებში,მაგრამ ორიენტირი ლოგიკაზე,უმეტეს ისტორიულ წყაროებზე,მტკიცებულებაზე და რა თქმა უნდა,ინტუიციაზეც უნდა გაკეთდეს. მაგ როდესაც აღვნიშნეთ, რომ სომხურ წყაროებში, ბიზანტიურ თუ ბერძნულში ყველაფერი ზუსტად არის წარმოდგენილიო,  არ  უნდა გამოვტოვოთ ქართულიც, არის ისეთი ცნობები, რომელნიც ამ გარემოებას ადასტურებენ. უპირველესყოვლისა, უნდა დავასახელოთ იოანე საბანისიძის ცნობა
,, იოვანე საბანისძე: დასავლეთ საქართველოში შედის შავიზღვისპირეთი ქალდიის ქალაქ ტრაპიზუნტიდან ნიკოფსიამდე: ,,…საზღვარ არს ზღვა~ იგი პონტო~სა~, სამკადრებელი ყოვლადვე ქრისტიანეთა~, მისაზღვრამდე ქალდა~სა, ტრაპეზუნტია~ მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეა~სა~ და ნაფსა~ (.. ნიკოფსიის) ნავთსადგური…” (გეორგიკა 1952, გვ. 232); იხ., აგრეთვე .ყაუხჩიშვილის კომენტარი ანნა კომნენეს (XII .) ცნობაზე, სადაც გაზიარებულია აზრი, რომ ხალდები ლაზურ-ჭანური ტომია (გეორგიკა, 1966, გვ.111).
 აქაც სრული თანხვედრა გვაქვს ჩვენ მოსაზრებასთან, რომც შევეცადოთ და დავფაროთ ქალდებთან მიმართებაში ბევრი რამ, ვერ ავცდებით ლაზებს,ჭანებს, მეგრელებს. რაც ერთი ხალხის სხვადსხვა დროს მიღებული სახელებია. კიდე უნდა მივაქციოთ ერთ გარემოებას ყურადღება, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ  ჩვენი მოდგმის ტომების მრავალსახელიანობა,რაც სხვადასხვა მიზეზებით იყო განპირობებული. დღეს ყველა მკვლევარმა უნდა მოიშოროს კომპლექსები კვლევის დროს ერთმანეთის იდენტურ  ტომებს ეწოდოს ერთი სახელი,წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თავიდან ვერ ავიცილებთ ერთმანეთისადმი დამღუპველ გაუცხოებას. კოლხურ ტომებს უნდა ეწოდოს არა აბსურდული ტერმინი ,,დასავლურ ქართული,“ არამედ, ,,კოლხური ტომები,“ როდესაც სვანებზეა საუბარი,  მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ ესენი არიან კოლხური ტომები,იმ გაგებით, რომ, ისინი შედიოდნენ კოლხების სამეფოში, სახელიც კოლხების პოლიტიკური ჰეგემონობის გამო გავრცელდა სხვა მონათესავე ტომებზეც.თორემ ტერმინი ,,კოლხური“ სვანებთან მიმართებაში, ფარავს მათ სვანურ წარმომავლობას, როგორც ხალხისა..თუმცა სვანური ტომების გამოყენება,  როგორ მოხერხდება,როდესაც  ჩვენი ურყევი რწმენით და მტკიცებებით,  მაქსიმუმ ორი–სამი ტომი შეიძლება სვანურ ტომებად დავსახოთ.ესენია პირველრიგში მისიმიალები, სუანო–კოლხები ანუ ნარევი სანიგები.და საკუთრივ სვანები. დანარჩენი სვანური ტომები არ ჩანან.
 კიდევ გვინდა შევეხოთ და დავაზუსტოთ ერთი ელემენტარული  დებულება,რასაც ხშირად ტომების წარმომავლობის დროს არ ითვალისწინებენ.მაშინ მონათესავე ტომები, ადგილმდებარეობის გამოც იცვლიდნენ სახელს,ამიტომ სახელმწიფოებრივი შეგნებაც არ ჰქონდათ. ტომებად იყვნენ და ხშირად ერთმანეთსაც ეომებოდნენპროცენტული მონაცემებით, რომ ვიმსჯელოთ, მეგრული ტოის ტომები ყველაზე მრავალრიცხოვანი გამოდიან. ფაქტობრივად, სხვა შტოის ტომები არ ჩანან ამ რაოდენობით.თუ ჩანან, უკვე სხვა ხალხებში შერეულნი და ცნობიერება დავიწყებულნი. გარდა სვანებისა, სხვა ტომები ან მეგრულ შტოდან ამოზრდილნი არიან, ან ძალიან მცირე ნაწილი მათგან განსხვავებული. ყველა მონაცემი ამაზე მიგვითითებს,.. ტენდენციურად ხშირად სწორედ მეგრული შტოის წარმომადგენელი ტომების ,,მითვისება ხდება. ან  ამ ტომების სხვა ეთნიკურ ჯგუფებად გამოყვანა. ხშირად არის დამკვიდრებული სრულიად უაზრო და ყალბი ტერმინი ,,დასავლურ ქართული ტომები“ , ეს ხომ დიდი აბსურდია, რომელსაც არანაირი გამართლება არ ეძებნება. იმ უძველეს ხანაში, საიდან და როგორ იყო დაყოფილი საქართველო დასავლეთ–აღმოსავლეთად? ამ ტერმინით მთლიანად იფარება, როგორც  მეგრული, ასევე სვანური, შტო.
 ერთ საკმაოდ საინტერესო  მოსაზრებას გვთავაზობს  დიდი ივანე ჯავახიშვილი,  რასაც ჩვენ  ვიზიარებთ. ,ეს ეხება მესხებს,
 ,,ჰეკატეოს მილეტელი ამბობს მოსხები კოლხების ტომიაო., ხოლო ეს იმას ნიშნავს, რომ ჰეკატეს მოსხებისა და კოლხების ნათესაობის ამბავი სცოდნია.ამის შემდეგ, როგორც სჩანს, ქართველი ტომები უფრო დაქვეითებულან და ეროვნული შემეცნება დაუკარგავთ, თუმცაკი პოლიტიკურად ამ დროს სრულებით დამოუკიდებელნი იყვნენ."

ივანე ჯავახიშვილი ,,ქართველ ერის ისტორია" თუმანიშვილის გამოცემა 1908 გვ
104
 ეს მოსაზრება არ ვრცელდება მხოლოდ მესხებზე, ასეა თითქმის უმეტეს ტომებთან მიმართებაში. ეს ტომები მონათესავენი, იდენტურნი დროთა განმავლობაში ერთმანეთის მიმართ სრულიად გაუცხოებულნიც შეიქნებოდნენ ხოლმე, მიზეზი  ალბათ სავარაუდოდ იყო სახელმწიფოებრივი, შეგნების უქონლობა, ასეთ შემთხვევაში უცხოელი მათ აღიქვამდა, როგორც სრულიად უცხოს. და დასკვნებიც შესაბამისი იყო, რადგან სრულიად უცხონი ჩანდნენ. სწორედ ამ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას ჯავახიშვილი.

  გვინდა აღვნიშნოთ, ერთი გარემოება, რომელიც საკითხს უშუალოდ უკავშირდება. როგორი შეხედულება გააჩნდა ამ საკითხებზე  ჩვენ სასიქადულო მეცნიერს  ივ ჯავახიშვილს?.   ჯავახიშვილის ადრეულ ნაშრომებში დეტალურად ყველაფერი არის გადმოცემული, ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია,მაგრამ შემდეგროინდელ გამოცემებში თანდათან ყველაფერი იცვლება, ან მთლიანად ამოღებულია. ძირითადად ცნობები ეხება ჩვენს  ფესვებს და სათავეებს, ყველაფერზე ღიად საუბრობდა  დიდი ივანე.  მისი პირვანდელი  ნაშრომი ,,ქართველ ერის ისტორია“ რომელიც 1908 წელს თუმანიშვილის რედაქციით გამოვიდა, არ ეპიტნავათ მეფის რუსეთის მოხელეებს, ასევე არც კომუნისტებს, და ნაშრომი მის არცერთ გამოცემაში არ შეუტანიათ, არც 12 ტომეულში  შესულა, რომელიც 80– წლებში გამოიცა. როგორც მეფის რუსეთის მთავრობამ, ასევე კომუნისტურმა ის დაბლოკა.  დღემდე კი თავს გვახვევენ გაყალბებულ ცნობებს, რომელიც ჯავახიშვილის ნაკალმარს არ წარმოადგენს ან ის გადასხვაფერებულია, ზევიდან დირექტივებით გახლავთ დაწერილი. არ გაგიკვირდეთ, ეს საქართველოა, აქ ასეთი რამეები  არაა მიუღებელი, დაწვრილებით ამ საკითხებზე სხვა ნაშრომში დეტალურად მივუბრუნდებით, როდესაც იბერების იდენტობას  შევეხებით. ისე თავიდანვე უნდა განვაცხადოთ, რომ ძირითადი ,,რედაქტირებები ,ე წ“  ,მეგრულმა  საკითხებმა განიცადეს, სადაც დიდი მეცნიერი პირუთვნელად ამბობდა ამ  შტოს პირველადობას. ვინ არიან ქალდები ჯავახიშვილისთვის, როგორ იყო ადრეულ  მის  ნაწერებში და რა დაგვიტოვეს მისგან.?
,, ქალდები ასურეთის საზღვართან იყვნენ
განლაგებული და წარმომნეს დიდი
სახელმწიფო, რომელიც რამდენიმე სამეფოს
აერთიანებდა. ქალდები შედგებოდა
ურთიერთ მონათესავე რამდენიმე ტომისა -
გან _ ტაბალები,, ტაბელები,
კასკები, მუსკები, მოსინიკები, ჰენიოხები,
კარდუხები, ტიბარები... 
ისინი მეგრულ-კოლხური ტომები იყვნენ.

ივანე ჯავახიშვილი
ეხლანდელ ხალდებს ძველად ხალიბებს ეძახდნენო, სწორედ იმათ ქვეყანაში ძევს ფარნაკია, რომელსაც ხმელეთზე მადანის მაღაროები აქვს და ზღვაც მის კეთილდღეობას ხელს უწყობსო.ტრაპიზონისა და ფარნაკიის ზევით ტიბარენნი,ხალდები და ზანები ცხოვრობენო, (სტრაბონი)რომელთაც წინად მაკრონებს ეძახდნენ,შემდეგ მცირე სომხეთი მდებარეობსო. მაშასადამე, ტრაპიზონისა და ფარნაკიის დასავლეთით ჯერ ტიბარენნი ბინადრობდნენ,მერე ხალდები ანუ ხალიბები და მაკრონები, რომელთაც სტრაბონის დროს ზანებს ანუ ჭანებს ეძახდნენ."

ივანე ჯავახიშვილი ,,ქართველ ერის ისტორია" 1908 თუმანიშვილის გამოცემა
 როდესაც ტიბარებზე ვასაუბრობთ უპრიანი იქნება ასევე მოვიხმოთ ალექსანდრე ცაგარელის ნააზრევი ამ ყველაფერზე.
,, ბერძნული სახელწოდება ტიბარენი ასურულ წარწერების ,,ტაბალ" და ,,დაბადების" ტუბალს უდრის. ენი დაბოლოეებაა,,,ტიბარ" ფესო არის. ამ ტიბარს, ანუ ,,თიბარს" უდრის ,,ჰიბერ რომელიც რომაელების iberses-შია შენახული, ანუ ,,იბერ", მეგრულში სიტყვის თავში მყოფ ,,თანის" ამოვარდნა ჩვეულებრივი მოვლენაა მაგ, ,,თის" მაგიერ ,, ,, ,,თე " მაგიერ ,,", ,,თენას" მაგიერ ,,ენა" ,,თეფერის" მაგიერ ,,ეფერი" და სხვა."

ცაგარელი.,,ეტიუდები" გვ 39
ტიბარენები რომ ზანების-ჭანების "მეგრელ-ლაზების- წინაპრები იყვნენ შესანიშნავად და მეცნიერულად დაამტკიცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნანა ხაზარაძემ. იხილეთ სტატია: "ტიბარენები. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში"; მისივე: "აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. + ათასწლეულის პირველ ნახევარში", თბ. 1978 წ. და ნაშრომი.
 თვალი გადავავლოთ ტაოხებს,როგორ არიან ისინი  გაშიფრულნი და გამოკვლეულნი?
 თ.მიქელაძისა და ვ.ლიჩელის აზრით ტაოხები დასავლურ-ქართული, კერძოდ, მეგრულ-ჭანური ენის მქონე ეთნიკური ჯგუფია (თ.მიქელაძე, 1967, გვ. 129; ვ.ლიჩელი, 2001, გვ. 23);
 ისევ ჯავახიშვილის  დატერორებული ცნობები ვნახოთ
,, ,ხალდებს და სანებს წინათ მაკრონებს ეძახდნენო.,ანუ (მეგრელებს), ამბობს სტრაბონი. ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდან მეგრელებს ,,ზანი",,,სანი" რქმევია,თვით სახელი ლაზიკა ლაზნიკას მაგიერ. (სრული ფორმა იქნებოდა ლაზანიკა)ეს ,სწორედ ზანიკისაგან უნდა იყოს ნაწარმოები."

ივანე ჯავახიშვილი ,ქართველ ერის ისტორია", ტფილისი თუმანიშვილის გამოცემა,1908 წელი. გვ 26

 როგორი გამჭვირვალეა ძველი ნაწერები,არცერთი საკითხი პოლიტიკურად არ არის გადაწყვეტილი. დღეს რა ხდება, რას ვმალავთ, სანამდე უნდა გაგრძელდეს მეგრული შტოს იგნორირება დ მათი წარმომავლობის ან უშორესი წარსულის მუდმივი გაყალბება?
 ჯავახიშვილის ამ ცნობებით  მაკრონები, სანები და ხალდები, ზანები, ჭანები ერთმანეთის იდენტურნი არიან,რასაც ჩვენც ვიზიარებთ.
მკვლევარ, ბართლომე სართანიასაც იგივე დასკვნა გამოუტანია.შეიძლება ვინმეს, არ მიაჩნდეს მისი ნაწერი ჭეშმარიტებად,მაგრამ ამდენი მოყვანილი ცნობების მერე, სრული უფლება გვაქვს  ამ მკვლევარის ნააზრევიც გამოვაჩინოთ, რადგან  ყველაფერს ზუსტად და პირუთვნელად ასახავს.
 ,, ქალდების მთელი
შემადგენლობა თავიდანვე მეგრელები ყოფილან
_
მათი სასაუბრო ენა ძველი მეგ -
რული ყოფილა... მეგრელი ქალდია ახლო
აღმოსავლეთში თავის დროზე ძლიერი
სახელმწიფო იყო _ კულტურით და სამ -
ხედრო თვალსაზრისითაც. აქედან შეიძ -
ლება დავასკვნათ, რომ მეგრელურ ქალ -
დების `იმპერია~ ახლო აღმოსავლეთში,
ეს იყო პირველ მეგრელთა საიმპერიო
ქვეყანა _ მიუხედავად იმისა, რომ იგი
ჯერ კიდეევ იმ პერიოდში სატომო სახელად
არ ატარებდა, _ _ `,მეგრელმა ქალდებმა
500
წელიწადზე _ -გაცილებით მეტხანს
იბატონეს მეზობელ ქვეყნებზე _ ბაბი -
ლონზე, სირიაზე, პალესტინაზე და იერუსალიმ
ზე, რომ ამ ქვეყნებმა ხანგრძლივი
დროის განმავლობაში განიცადეს მეგრე -
ლიზაცია _ ისინი გამეგრელდნენ. ამ რიგად,
მეგრული ქალდია ვეებერთელა იმპე -
რიის მფლობელი ქვეყანა იყო უძველეს
დროში...

ბართლომე სართანია
 თუ დავაკვირდებით, ჩვენ მიერ მოყვანილი არცერთი ცნობა არ არის მხოლოდ ერთი  აზრის მიკერძოებული მიყოლა თუ გაზიარება,ყველა გამოთქმულ შეხედულებას მეორე ან მესამე აზრი და მოსაზრება უმაგრებს ზურგს. თუ ბართლომე სართანია, ქალდეას მეგრელებს უკავშირებს, იქვე ჯავახიშვილის მოსაზრება უმაგრებს ზურგს. კიდევ მოვიყვანთ ვლადიმერ ვახანიას მოსაზრებას, მკვლევარის მტკიცებულება მთლიანად ემხთხვევა სომხურ, ბერძნულ, ბიზანტიურ წყაროებს.
 ,, მეგრული ქალდეა ახლო აღმოსავლეთში თავის დროზე ძლიერი სახელმწიფო იყო – კულტურით და სამხედრო ძლიერებით, რომელიც 25 სამეფოს აერთიანებდა. ქალდ–მეგრელები 500 წელი მართავდნენ და აბატონობდნენ მრავალ ქვეყანაზე: ბაბილონზე, სირიაზე, ეგვიპტეზე, ეთიოპიაზე, პალესტინაზე და იერუსალიმზე. ამრიგად მეგრული ქალდეა ვეებერთელა იმპერეიიის მფლობელი ქვეყანა იყო და დაიშალა ასურეთთან დამარცხების შემდეგ, რის გამო ნაწილი დარჩა აღნიშნულ ქვეყანაში, ნაწილი კი აღმოჩნდა (დაუბრუნდა) თავის პირვანდელ ქვეყანაში, ძირითადად დღევანდელ საქართველოში. (ვლადიმერ ვახანია, „კოლხეთ–საქართველოს ეპოსი“ (გვ 296–297) 
 ეს საკითხი და შესაბამისად დასკვნები,ბევრისთვის არ იქნება სასიამოვნო,ჩვენთვის ისიც ცხადია, რომ ეს მტკიცებულებები გარკვეულად არმენების ისტორიულ მადასაც შეადარონ,მაგრამ როდესაც ფაქტები დევს,მათი უგულებელყოფა არ მიგვაჩნია გამართლებულად. ვლადიმერ ვახანიას და სხვათა ეს მოსაზრებები ეჭვს დაბადებს,ამიტომაც მას გვერდით უნდა დავუდოთ გამოჩენილი მეცნიერის იური მოსენკისის მოსაზრება, რომელიც ნიკო მარის მთელ რიგ დებულებებსაც უფრო ამყარებს.

 მНЕИЗВЕСТНЫЙ КАРТВЕЛЬСКИЙ ЯЗЫК И 600-ЛЕТНЕЕ ПРАВЛЕНИЕ ГРУЗИНСКОЙ ДИНАСТИИ В МЕСОПОТАМИИ
В древневосточной истории известно племя касситов (коссеев, киссиев). Название этого племени Н.Я.Марр справедливо сравнивал с грузинским kaci, мегрело–чанским kočiи баскским kison(на письме kizon) «человек»1. Сюда можно добавить еще слово cissonв древнеаквитанских надписях (Гасконь, рубеж эр).
От касситского языка осталось всего около сотни слов, но их сравнение с картвельскими и баскским дает важные результаты.
Касситские слова da-kaš «звезда» и da-gigi«небо» содержат известный картвельский префикс da-.
Касситск. buri«владыка» соответствует баскскому buru«голова», а касситск. burna«покровительствуемый» – грузинскому sa-bur-avi, sa-bur-veli«то, что накрывается сверху».
Касситск. Harbe«бог–бык» соответствует грузинскому xari«бык» (ранее это слово писалось с особой буквы, происходящей от иероглифического изображения быка2).
Касситск. Gidar«бог войны» соответствует баскскому gudu“война”, gudari«воин», шумерскому gud«воин» и, возможно, грузинскому čidi«поединок».
Касситск. Sah«бог солнца» соответствует грузинскому корню в словах si-cxe«жара», cx-eli«горячий», cx-adi«ясный», cx-ivi«луч» (с надежными соответствиями в других картвельских языках).
Касситск. kukla«раб» (с начальным частичным удвоением) соответствует грузинскому glexi«раб»3, «крестьянин».
Итак, можно предполагать, что касситский язык – еще один древний язык картвельской семьи. Династия его носителей правила Вавилонией с середины XVIII до середины XII века до н.э.
1 Марр Н.Я. Избранные работы. – М.; Л., 1933–1937. – Т. 5. – С. 5.
2.Об этом значении слова см.: Марр Н.Я. Избранные… – Т. 5. – С. 156, 464
 საკმაოდ სწორი შეხედულება  ჰქონდა იანსენს,რომელიც მშენივრად გაერკვა ამ მრავალ ტომიანობის არსში და ზოგი ქართველი მეცნიერის მსგავსად,ისინი სხვადასხვა ეთნოსებად არ შეურაცხავს.
 ,, ზუსტი დეტალებისა და ღირებული
ნდობის მქონე ტრადიციული მინიშნებების უქონლობის პირობებში, ჩვენ
ვთვლით, რომ ტრაპეზუნტის შიდა მხარეებში მოსახლე მთიელების
ანონიმური მასების საკითხის გასარკვევად მიკვლეული არაბერძნული
წარმომავლობის მასალა, /გვ. 122/ როგორც გამოჩნდა, კავკასიური
წარმომავლობისაა; იგი იმ მოსახლეობის კუთვნილებაა, რომელსაც
უწოდებენ კოლხებს, როდესაც არქაულობას ესმევა ხაზი, ლაზებს,
როდესაც თანამედროვე პერსპექტივას (ეს მოიცავს დროის ინტერვალს,
პროკოპიდან დღევანდელობამდე) ანიჭებდნენ უპირატესობას, ანდა
ხალიბებს, როდესაც მხედველობაში აქვთ ამ მოსახლეობის ტრადიციული
საქმიანობა, მადნეულის მოპოვება და მეტალურგია. როგორც ჩანს, ასეთი
იყო განზოგადების ის სამი თანმიმდევრობა, რომელსაც მისდევდნენ
ავტორები ანტიკური ხანის დამლევს და რომელთა მითითებებსაც ჩვენ
ვალდებულნი ვართ რომ მივდიოთ” [71, 50].

იანსენი
 იანსენის ამ მოსაზრებით ყველა ეს ხალხი სხვადასხვა ეთნოსები კი არ იყვნენ, არამედ ერთი ხალხის დროში შეცვლილი სახელები გახლდათ.

ძველი ქართული წერილობით წყაროებისათვისაც, ტრაპეზუნტი მეგრული ქალაქია ხალდიის მიწაზე[8], ბასილი ეზოსმოძღუარის მიხედვით, ლაზია ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით მდებარეობს, XIII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიის დასალაშქრად თამარის მიერ წარგზავნილმა ლიხთიქითურებმა პირველად სწორედ ეს მხარე დაიკავეს[9]. პონტოს ძირითადი გეოგრაფიული თავისებურებაა, ზღვის გაყოლებაზე ჩამწკრივებული მთები, კოლხეთიდან – ჭოროხის შესართავის ჩრდილოეთიდან – თემისკირამდე (თანამედროვე ქ.თერმეს მახლობლად), დასავლეთით [შდრ. Str. XI, II, 15]. გ.ქავთარაძე - ანატოლია - კავკასიის მიჯნის ძველი ისტორიის ზოგიერთი საკითხი
 რადგანაც განვიზრახეთ ამ თემაზე გვესაუბრა, გვინდოდა რა, დაგვედგინა ძირითადი მოსახლეობის წარმომავლობა,გვერდი ვერ ავუარეთ ამ მკვლევრების მოსაზრებებს თუ მტკიცებულებებს. ჩვენი მიზანია, ზედმიწევნით გამოვიკვლიოთ ქალდიის, იგივე ხალდიის მცხოვრებთა ვინაობა. ვერ გავექცეცით ამ სივრცეში მეგრულ შტოს,როგორც ვხედავთ, ისინი წარმმართველნი ჩანან ამ არეალის  დაფარვა, ათვისება ძირითადად ისევ მეგრული შტოის ხალხებით ხდება.,,ტაო-ისპირის მოსახლეობა უძველეს დროს და VIII-XII . .
უძველეს დროს ლაზისტანვით ტაო და ისპირიც ქართველთა ტომს ლაზებს (ხალიბებს) ეკუთვნოდა.“იხ, (იხ. ქართველი ერის ისტ. გვ 1, 320, 327 333 )
 ,,კლარჯეთი და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ტაოს მხარე თავისი ისტორიული ცხოვრების გარიჟრაჟზე წარმოგვიდგება თუბალკაინური ანუ ივერიულჭანური (иверо-чʼанский) მოსახლეობით, რომელიც ქართულს (грузинский или кʼартʼский) ენათესავება.
( иверы–ში მერმინდელი მეგრელები იგულისხმებიან)[75]
Житие св. Григория Хандзтииского, Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С-Петербург, 1911, გვ. II
   ლაზურ-ჭანურ-მეგრულ სივრცეს ჩვენ უბრალოდ სახელებს არ შეუცვლით, აქ ეს შტო დომინანტია,იმდენად დომინირებს, რომ ის ყველა ქართულ წყაროში მოხსენიებულია, როგორც ლაზთა,  მეგრელთა სამკვიდრო. არც დავმალეთ,რადგან ჩვენ პოლიტიკური კარნახით არ მოვქმედებთ.საერთოდ უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურმა ისტორიამ,ლინგვისტიკამ, ქართველი საკმაოდ დააზარალა,მას ცნობიერების უნარი წაართვა და ყალბ ფასეულობებს მიაჯაჭვა. კუთხური პარტიკულარისტული აზროვნების დამკვიდრებამ კი საფუძველი შეურყია ქართულ ცნობიერებას. პოლიტიკური ჰეგემონია ყველაფრის გამოცხადება ქართლურად და არა ქართველურად,მაშინ როდესაც. ქალდეთის ფორმაციაში, არ ჩანს არც კახელი, არც ქართლელი., მათ რანგზე სიძველით ლაზი  მეგრელი ვერ დადგება, ეს არის ელემენტარული კანონზომიერება, ეს გახლავთ რეალობის შეგრძნება. მოხსენიებულია ლაზი,ჭანი, მეგრელი. რაც ერთი შტოს სახელებია. აქ  ვერ შემოვიყვანთ სხვა სახელდებას ქართველური ტომებისა ამ დროს ეს დიფერენციაცია ჯერ არ დაწყებულა.,მაგრამ სათავეში უკვე მეგრული შტო იხსენიება. ეს არის ისტორიის რეალობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ყველანი ქალდეველების შთამომავალნი ვართ, სულ მცირედ ეხება ლაზს,მეგრელს,ისინი თავად არიან ქალდეველები,იმ უხსოვარ ჟამიდანვე და შესაბამისად სათავეშიც დგანან.
  აი ეს მიდგომა  გახლავთ არა კუთხური აზროვნების შედეგი, არამედ ისტორიული სიმართლის აღნიშვნა, ეს რომ ასე იყო, საკმაო მაგალითები წარმოვადგინეთ, კიდევ  ზემოდასახელებულ ავტორებს შევაწევთ ცნობილი ისტორიკოსის გიორგი მელიქიშვილის მოსაზრებას,რაც ისევ ქალდების ვინაობის საკითხს შეეხება.
 გიორგი მელიქიშვილი თავის ნაშრომში ,,ნაირი ურარტუ“ აღნიშნავს,რომ ლაზ,ჭან,მეგრული ტომები დიდხანს იყვნენ განფენილი ხალდიის მიწაზე, მთელ ტერიტორიაზე. შავი ზღვისპირეთის ტერიტორიაზე ძირითადად მოსახლეობდნენ ქალდები ანუ მეგრელ-ლაზები-ჭანები. ეს ტომები მსხვილ გაერთიანებულ ტომებად იწოდებოდნენ. (იხ,გ.მელიქიშვილი ,,ქართველი ხალხის წარმოშობის საკითხისათვის“გვ 28 და  ,,ნაირი ურარტუ“ გვ 141.)
 ქალდების მთლიანი განსახლება. ეს ნაკრები ტომები,მოსინიკები,კარდუხები,ტიბარენები,დ რილები და სხვა,კოლხური ტომები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ქალდიი უდესი ნაწილი დასახლებული იყო ამ ტომებით. ქალდიაში მეგრული შტო, ლაზური შტო დომინანტი გახლავთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ აღვნიშნოთ, რომ აქ შეიძლებოდა ყოფილიყო ტომთა გაერთიანებები,მაგრამ ისინი დომინანტად არ ჩანან ქალდიაში,ესა სწორედ იმის მიზეზი, რომ წარმოდგენილი და კიდევ მრავალი ტომი მეგრული შტოს ტომები იყვნენ.
 ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი თავის წიგნში ,,მატიანე ქართველთა“ შესანიშნავად აყალიბებს თავის აზრებს ამის თაობაზე,მან ერთგვარი გმირობაც კი ჩაიდინა, როდესაც ეს დიდი სიმართლე  გააცხადა. ,, ლაზები ქართული მოდგმაა,ლაზური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს განეკუთვნება და ქართულთან ერთად ძველი ქალდეურის-შუმერულის გენეტიკურად მონათესავეა.უძველესი დროიდან დღემდე თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლაზებს-ქალდებს- ხალდებს ეძახდნენ. თავდაპირველად ლაზური (მეგრული) ტომები სახლობდნენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,კოლხაც და დიაოხიც ლაზური ქვეყნები იყო. (სიმონ მასხარაშვილი ,,მატიანე ქართველთა“)
 აქვე  წარმოვადგენთ ივანე ჯავახიშვილის ვრცელ ამონარიდს
,, VII საუკუნიდან ქრ. წ. მოყოლებული, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაპირებსა და მის მოსაზღვრე ქვეყანაში არას დროს, თამარ მეფის ლაშქრობის გარდა, ქართველების ბატონობას ხანგრძლივ ფეხი არ შეუდგამს და არ მოუკიდია; მაშასადამე, ქართველებს არც შეეძლოთ, რომ აქ თავიანთი ენაკილოკავები რაიმე გზით გაევრცელებინათ; პირიქით, სპარსების, ბერძნებისა, რომაელებისა, ბიზანტიელებისა, სელჯუკებისა და ოსმალების ხანგრძლივ ბატონობას თავისი კვალი უნდა დაეტოვებინა ადგილობრივ მკვიდრთა დედაენაში და მოსალოდნელიც იყო, რომ მათ თავიანთი დედაენა დაევიწყნათ. თუ მრავალ უცხოელთა ბატონობისდა მიუხედავად აქ მაინც ლაზურ-ჭანური ლაპარაკი ეხლაც ისმის, ეს მხოლოდ იმის დამამტკიცებელი და მომასწავებელი საბუთია, რომ ლაზურ-ჭანური აქ იმთავითვე სუფევდა, რომ ხალიბები, ტიბარენნი, მოსსვინიკები, დრილები და სხვანი სწორედ ლაზურ-ჭანურს ლაპარაკობდნენ, რომ ყველანი ისინი ქართველ ეროვნებას ეკუთვნოდნენ”.(ივანე ჯავახიშვილი ბიზანტიელი ავტორების მიერ ქართული ტომების მოხსენიების შესახებ)
 იმის გამო, რომ მაშინდელ ხალდებს არ უწოდებდნენ მეგრელებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი, სხვა ხალხები იყვნენ. როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, ქალდები იგივე ლაზები არიან, მათში გაბნეულნი იყო სხვა კოლხური ტომებიც,რომლებიც მცირერიცხოვანნი იყვნენ,ეს სივრცე,მთლიანად ათვისებული გახლდათ სწორედ მეგრული შტოს ტომებისგან და ისინი იყვნენ დომინანტიც.აქედან გამომდინარე, ვერცერთი ქართველური ტომი ქალდებთან იდენტობის თვალსაზრისით,მეგრელ-ლაზებზე, წინ ვერ დადგება.ესაა ისტორიული სიმართლე, რაც აქ წარმოდგენილმა მასალებმაც დაგვიდასტურეს.