понедельник, 4 августа 2014 г.

ზაალ ჯალაღონია - ხოჭიჭი-აკვნის ერთ-ერთი სახეობა

          


აკვანი (მეგრ. არკვანი, სვან. აკავანი), ჩვილის საწოლი. ძველთაგან გავრცელებული ევროპა-აზიის ზოგიერთ ხალხებში. აკვანი არის სარწევი ან საქანებელი. სარწევს საგოგავები აქვს, საქანებელი კი თოკებზეა ჩამოკიდებული. აკვნის პრიმიტიული სახეობაა .. ხოჭიჭისაგებლიანი ფიცარი. ნამდვილ აკვანში ჩაწვენამდე ჩვილს ხოჭიჭში აკრავდნენ, ზოგჯერ კი ზანდურის (პურეულის) ღეროებში ახვევდნენ და არტახებით ძნასავით კრავდნენ. ამგვარ საწოლს ფირცხი ერქვა. საქართველოში გავრცელებული ჩვეულებრივი სარწევი აკვნის მოწყობილობაში შედის ნალი, საბანი, მუხლთბალიში, საფერხები, სამხრეულები, საბეწურები, არტახები და სხვა. ლეიბში სათანადო ადგილზე ამოჭრილ ჰიგიენურ ნახვრეტში უყრიან შიბაქს ან აფენენ ბუერის, ანწლის, ღოლოს სუფთა ფოთლებს.

ავი თვალისაგან ბავშვის დასაცავად, ხალხური ჩვეულების მიხედვით, აკვანზე კიდებდნენ ავგაროზებს. უშვილობის ან ბავშვის ავადმყოფობის დროს ხატს პატარა აკვანს სწირავდნენ.

ჩემი ყურადღება მიიქცია პრიმიტიული აკვნის სახეობამ, რომელსაც მესხეთში ხოჭიჭი ეწოდება.
ახალშობილის დროებითი საწოლი (ჩვილს ხის, უპირატესად, ფიჭვის ან ნაძვის ფართო ქერქზე დააკრავდნენ, რომ ძილისას ან ტარებისას ხერხემალი არ გამრუდებოდა) ,,მეგრული ლექსიკონი“ -ალიო ქობალია. 2010 .

როგორც ვხედავთ და ფონემების ჟღერადობა და მათი სემანტიკა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ხოჭიჭი, მეგრულზანურ სიტყვად მივიჩნიოთ. ახლა შევეცადოთ მისი სემანტიკაც გამოვიკვლიოთ. ხოხუამეგრულად ჩოჩვა, როდესაც  ადგილას ჯდება - ვღებულობთ ხოხვას. ასევე არის ტერმინი მეგრულ ენაში ხოხუ, რომელიც მცოცავს, მიწაზე მყოფს აღნიშნავს, აქ არის უმთავრესი ის, რომ ჭიჭე მეგრულ ენაზე პატარას ნიშნავს, აქედან ჭინჭილა, ჭინჭრაქა და მრავალი სხვა. მესხეთჯავახეთში (ახალშობილ )ბავშვს პირველად ხოჭიჭზე აწვენდნენ.(კაპანაძე) ხოჭიჭის მნიშვნელობა, სემანტიკა ასე უნდა გავიგოთ- პატარისთვის განკუთვნილი საღოღავი, სახოხავი რამ ან შესაძლებელია, ის აღნიშნავდეს,  ბაკანს,უხეშ კანიანს,მაგ,ხოჭი მეგრულად არის მაგარ კანიანი,ხეჭეჭი.ხოჭოს მწერს, სწორედ კანის თვისების გამო უნდა დარქმეოდა სახელი . ჩვენი  მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ხოჭი,ხოჭიჭი, თუმცა სიტყვის სემანტიკა აშკარად მიუთითებს იმაზე რომ მასში აუცილებლად უნდა მოიაზრებოდეს პატარისთვის განკუთვნილი ხორკლიანი,ბაკნიანი საწოლი.

Комментариев нет:

Отправить комментарий