понедельник, 4 августа 2014 г.

ზაალ ჯალაღონია - ოჯალეში მეგრული ყურძნის ჯიში

            


,მთელი სამეგრელო მოფენილია ხშირად ბადესავით გაბმულგამობმული ვაზებით, რომელიც ერთი ხიდგან მეორე ხეზედ გადასულია,ან მაღლაა წასული...ამ სერებზედ მოდის განთქმული ოჯალეშის ღვინო,რომელიც სიკეთით კარგს კახურს ღვინოს ძირს არ ჩამოუვარდება. ოჯალეშის ღვინოს აყენებენ ერთი გვარის ყურძნისაგან, რომელსაც მეგრელები ,,სვანურს" ეძახიან.

იაკობ გოგებაშვილი

საინტერესოა რატომ ჰქვია მეგრულ ჯიშს სვანური. ჩვენი ისტორიკოსები,ლინგვისტები, ამ ეტიმოლოგიას სვანურს უკავშირებენ და იმასაც ამბობენ, რომ ოჯალეში სვანური ჯიშიაო, რაც აბსურდია. ოჯალეში სვანური ჯიში, რომ იყოს, რატომ არსად არ ხარობს იგი სვანეთში?. ზემო სვანეთში, რომ ვაზი ვერ იხარებს ამაზე არავინ შემოგვედავება, მაგრამ ლენტეხშიც შეუძლებელია ოჯალეშის მოყვანა. მაშ რა ხდება? ოჯალეშის ამ სახეობას მეგრელები ეძახიან მაღლარს, ის რაც ხეზე უნდა იყოს აუცილებლად. შონური აქ არ ნიშნავს, სვანურს და რაიმე კავშირს ამ ქართველურ ტომთან. მეგრულად სვანი- შონია. ხოლო შონი ნიშნავს შუმერულად ვაზის ღმერთს და ვაზის ღვთაებასაც.. თავად სვანი ბერძნულის გავლენით დამკვიდრდა ქართულ ენაში. თავიდან იყო შონი,შუანი,სუანი, სვანი. . ქართულ ენაში ასო გვაქვს, მაგრამ შონი, შვანი მაინც იწერება. ეს არის სწორედ ბერძნული ენის გავლენა. ამდენად ოჯალეშის ვაზი არის კოლხური, მეგრული ჯიში და მას სვანურთან არ აქვს კავშირი. . მეგრულ ენაში შონგორო, ნიშნავს- შავს, შავგრემანს. შონი ამ შემთხვევაში არ ნიშნავს ჩვენს კუთხეს, მხარეს სვანეთს ზოგადად.. ოჯალეში არის კოლხური, მეგრული ჯიში, შავი შეფერილობის ყურძენი, ამიტომაც, ის არის შონი,შონა, შონგორო. ამ მხრივ ასევე საინტერესოა, მეგრულ ენაში დამკვიდრებული ყვავილ-ბატონების ერთ-ერთი სახელწოდება მაგ შონპატონეფი. ასევე შავ ჭირსაც, სამეგრელოში იგივე სახელი ერქვა. შონი მუდმივად სიშავესთან არის კავშირში. თანაც მეგრულში მას ჰქვია არა შონი, არამედ შონა, რაც შავს ნიშნავს. გვაქვს ორი მონაცემი, რომელიც სარწმუნოა და გასათვალისწინებელი, შონი, როგორც შუმერული ვაზის ღვთაება , ღმერთი და მეგრული შონა- სიშავესთან დაკავშირებული. ჩვენ ამ უკანასკნელს მივიჩნევთ სარწმუნოდ, უფრო მეტიც, არც გვეეჭვება აქედან მისი წარმომავლობა. ასევე საინტერესოა, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ ადგილს სოფლისას, ეწოდება უჩა შონა.


Комментариев нет:

Отправить комментарий